1.ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაცვის, მათი დახმარების, რეაბილიტაციისა და ოჯახსა და საზოგადოებაში სრული რეინტეგრაციის მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით იქმნება ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულება (თავშესაფარი).
2.ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულება (თავშესაფარი) იქმნება სააგენტოსთან, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტრუქტურული ერთეული.
3.ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით შექმნას კერძო სამართლის არასამეწარმეო იურიდიული პირი – ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულება (თავშესაფარი).
4.ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულება (თავშესაფარი) უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სტანდარტებს.
4¹.ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულებაში (თავშესაფარში) არ შეიძლება დასაქმდეს
„სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით
გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევი პირი, მიუხედავად ნასამართლობის მოხსნისა ან გაქარწყლებისა.
5.ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულება (თავშესაფარი) უზრუნველყოფს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლისათვის, დაზარალებულისათვის ამ კანონით მინიჭებული უფლებების განხორციელებას, მათ შორის, მისი პირადი უსაფრთხოების დაცვას, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულებაში (თავშესაფარში) ყოფნის დროს.
საქართველოს 2019 წლის 11 დეკემბრის კანონი №5462 – ვებგვერდი, 19.12.2019წ.
საქართველოს 2020 წლის 17 მარტის კანონი №5765 – ვებგვერდი, 23.03.2020წ.
ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაცვის, მათი დახმარების, რეაბილიტაციისა და ოჯახსა და საზოგადოებაში სრული რეინტეგრაციის მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით იქმნება ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულება (თავშესაფარი).2. ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულება (თავშესაფარი) იქმნება სააგენტოსთან, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტრუქტურული ერთეული.3. ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით შექმნას კერძო სამართლის არასამეწარმეო იურიდიული პირი – ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულება (თავშესაფარი).4. ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულება (თავშესაფარი) უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სტანდარტებს.41. ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულებაში (თავშესაფარში) არ შეიძლება დასაქმდეს„სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონითგათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევი პირი, მიუხედავად ნასამართლობის მოხსნისა ან გაქარწყლებისა.5. ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულება (თავშესაფარი) უზრუნველყოფს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლისათვის, დაზარალებულისათვის ამ კანონით მინიჭებული უფლებების განხორციელებას, მათ შორის, მისი პირადი უსაფრთხოების დაცვას, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულებაში (თავშესაფარში) ყოფნის დროს.საქართველოს 2019 წლის 11 დეკემბრის კანონი №5462 – ვებგვერდი, 19.12.2019წ.საქართველოს 2020 წლის 17 მარტის კანონი №5765 – ვებგვერდი, 23.03.2020წ. მუხლი 20. ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლ, დაზარალებულ უცხოელთა სტატუსი და მათი რეპატრიაცია 1. უცხოელი, რომელიც არის საქართველოს ტერიტორიაზე ჩადენილი ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) დანაშაულის მსხვერპლი, დაზარალებული, სარგებლობს იმავე უფლებებით, რომლებიც ამ კანონით გათვალისწინებულია ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლისათვის, დაზარალებულისათვის. 2. ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლი, დაზარალებული, რომელიც არის უცხო ქვეყნის მოქალაქე ან მოქალაქეობის არმქონე პირი, თავისუფლდება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 185-ე მუხლით განსაზღვრული ქმედებისათვის გათვალისწინებული პასუხისმგებლობისაგან. 3. დაუშვებელია მოსაფიქრებელი ვადის განმავლობაში საქართველოდან იმ უცხოელის გაძევება, რომლის შესახებაც არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ იგი შეიძლება იყოს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლი, დაზარალებული. 4. მოსაფიქრებელი ვადის განმავლობაში ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ პირზე ბინადრობის მოწმობას გასცემს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულების (თავშესაფრის) ან პროცესის მწარმოებელი ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე. ინფორმაცია, რომლითაც ხდება შუამდგომლობაში მითითებული პირის იდენტიფიცირება, საიდუმლო ინფორმაციაა და მისი გამჟღავნება ისჯება კანონით. შესაბამისი სახელმწიფო ორგანო აღნიშნული ინფორმაციის გასაიდუმლოების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით. 5. თუ ამ მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნული პირი გადაწყვეტს, სისხლის სამართლის პროცესში შესაბამის დანაშაულზე ითანამშრომლოს სამართალდამცავ ორგანოებთან, მას სისხლის სამართლის პროცესის ან/და სამოქალაქო პროცესის დასრულებამდე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ეძლევა ბინადრობის მოწმობა. ამ პერიოდის განმავლობაში მას აგრეთვე უფლება აქვს იმუშაოს საქართველოს ტერიტორიაზე და ისარგებლოს საქართველოს შრომის კანონთა კოდექსით დადგენილი შრომითი უფლებებითა და გარანტიებით. 6. მოსაფიქრებელი ვადის გასვლის ან შესაბამისი სისხლის სამართლის პროცესის დასრულების შემდეგ სახელმწიფო იღებს სათანადო ზომებს უცხოელის, რომელიც არის ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლი, დაზარალებული, უსაფრთხო დაბრუნებისათვის მისი წარმოშობის სახელმწიფოში. 7. შესაბამისი სისხლის სამართლის პროცესის დასრულების შემდეგ უცხოელს, რომელიც არის ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლი, დაზარალებული, მისი თხოვნის საფუძველზე საქართველოს ტერიტორიაზე შეიძლება მიეცეს თავშესაფარი, თუ არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ წარმოშობის სახელმწიფოში დაბრუნების შემთხვევაში მის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას საფრთხე დაემუქრება.
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №19
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
1 სექ. 2021 – 3 აპრ. 2025ტექსტი უცნობია
1 იან. 2021 – 1 სექ. 2021ტექსტი უცნობია
26 ივნ. 2012 – 1 იან. 2021ტექსტი უცნობია
22 ივნ. 2012 – 26 ივნ. 2012ტექსტი უცნობია
… – 22 ივნ. 2012ტექსტი უცნობია
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
ამ მუხლის ისტორია· 2
ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა
შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.
· გამოქვეყნდა 23 მარ. 2020
მე-19 მუხლში 4¹ პუნქტით დაწესდა თავშესაფარში დასაქმების აკრძალვა სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისთვის ნასამართლევი პირებისთვის, ნასამართლობის მოხსნის ან გაქარწყლების მიუხედავად.
თორნიკე ჩიქოვანი - სისხლის სამართლის ადვოკატი თბილისში, საქართველოში და Chikovani Law Office-ის დამფუძნებელი. სისხლის სამართლის დაცვა, უცხოელი კლიენტების წარმომადგენლობა და საერთაშორისო საქმეები. GBA.
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს ადმინისტრა…ადამიანით ვაჭრობის (ტრ…ქალთა მიმართ ძალადობის…საქართველოს სისხლის სა…საერთაშორისო დაცვის შე…საერთაშორისო დაცვის შე…
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №19 · ბოლოს შემოწმდა