„მუნიციპალური ნარჩენების შეგროვებისა და დამუშავების წესის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე

მუხლი 6 (დანართი 1). მუნიციპალური ნარჩენების შეგროვების მომსახურება

რედაქცია №2 კონსოლიდირებული · 6 აგვ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.მუნიციპალური ნარჩენების შეგროვების მომსახურების მიწოდებაზე უშუალოდ   პასუხისმგებელია მუნიციპალიტეტი. მუნიციპალიტეტი უფლებამოსილია დაიქირაოს სხვა პირი ნარჩენების შეგროვების მომსახურების განხორციელების მიზნით,  როგორც ეს განსაზღვრულია  ნარჩენების მართვის კოდექსით და ამ ტექნიკური რეგლამენტით.

2.მუნიციპალიტეტმა უნდა განსაზღვროს  ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ პირთან დადებული ხელშეკრულების პირობები, რითაც უზრუნველყოფილი იქნება მომსახურების ხარისხიანი მიწოდება.

3.მუნიციპალიტეტმა უნდა უზრუნველყოს მუნიციპალური ნარჩენების შეგროვების ეფექტიანი სისტემის შექმნა მუნიციპალური ნარჩენების ყველა ისეთი წარმომქმნელისთვის, რომელთაც საკუთარი შეგროვებისა და ტრანსპორტირების  სისტემა არ აქვთ.

4.მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმის შემუშავებისას, მუნიციპალიტეტი განსაზღვრავს, თუ რა საშუალებებით ახორციელებს თავიანთი ადმინისტრაციულ  საზღვრებში არსებული მუნიციპალური ნარჩენების შეგროვების მომსახურების უზრუნველყოფას ნარჩენების მართვის კოდექსითა და ამ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული წესით.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 7 აპრ. 2016-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
3412¹1613734 (დ…8 (და…14 (დ…5 (და…10 (დ…17 (დ…536 (დანართი 1)
მითითებამნიშვნელობით ახლოსმუნიციპალური ნარჩენები…ნარჩენების მართვის კოდ…ნაგავსაყრელის მოწყობის…საქართველოს სივრცის და…გარემოს დაცვის შესახებადგილობრივი მოსაკრებლე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №2 · ბოლოს შემოწმდა