ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

მუხლი 16. ლიცენზიაში ცვლილების შეტანა და ლიცენზიის გაუქმება

რედაქცია №16 კონსოლიდირებული · 28 ოქტ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.კომისია უფლებამოსილია „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით ცვლილება შეიტანოს ლიცენზიაში, შეაჩეროს ლიცენზიის მოქმედება ან გააუქმოს იგი.

2.კომისიას ლიცენზიაში ცვლილება შეაქვს ლიცენზიის პირობების შესაბამისად. ლიცენზიაში ცვლილების შეტანა აგრეთვე დასაშვებია, თუ: ა) აღნიშნული განპირობებულია საქართველოს კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებით; ბ) არსებობს კომისიის ან ლიცენზიატის დასაბუთებული მოთხოვნა ლიცენზიაში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის თაობაზე.

3.კომისიას უფლება აქვს, ლიცენზიაში ცვლილების შეტანისას ლიცენზიატს მოსთხოვოს პირველად ლიცენზიაში აღნიშნული პირობებისგან განსხვავებული, მათ შორის, უფრო მკაცრი, მოთხოვნების შესრულება.

4.კომისია უფლებამოსილია შეაჩეროს ლიცენზიის მოქმედება, თუ ლიცენზიატი არღვევს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს ან/და სალიცენზიო პირობებს და მის მიმართ ამ დარღვევისთვის სანქციის სახით უკვე გამოყენებულია წერილობითი გაფრთხილება და ჯარიმა.

5.ლიცენზიის მოქმედების შეჩერება ხდება ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული დარღვევის აღმოფხვრამდე, მაგრამ ლიცენზიის მოქმედების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების მიღების დღიდან არაუმეტეს 6 თვისა.

6.იმ დარღვევის აღმოფხვრის შემდეგ, რომლისთვისაც მოხდა ლიცენზიის მოქმედების შეჩერება, ლიცენზიის მოქმედება განახლდება კომისიის გადაწყვეტილებით, ლიცენზიატის განცხადების საფუძველზე.

7.ლიცენზიის გაუქმება ხდება ლიცენზიის პირობების, ამ კანონისა და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევისთვის. კომისია ასევე უფლებამოსილია გააუქმოს ლიცენზია, თუ აღნიშნული განპირობებულია საქართველოს კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებით.

8.ამ მუხლის მე-2, მე-4 და მე-7 პუნქტებით გათვალისწინებულის გარდა, ნებისმიერ სხვა შემთხვევაში ლიცენზიაში ცვლილების შეტანის, ლიცენზიის მოქმედების შეჩერების ან ლიცენზიის გაუქმების უფლება კომისიას აქვს მხოლოდ ლიცენზიატის წინასწარი თანხმობით.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №5 · ძალაშია 17 დეკ. 2021-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
25⁸822¹221619¹5473748141216
მნიშვნელობით ახლოსმაუწყებლობის შესახებენერგეტიკისა და წყალმო…ლიცენზიებისა და ნებართ…ელექტრონული კომუნიკაცი…ნავთობისა და გაზის შეს…საქართველოს აღმასრულებ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №16 · ბოლოს შემოწმდა