სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ

მუხლი 37. ნატოს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან დაშვების გასაცემად პირის შემოწმების პროცედურა

რედაქცია №8 კონსოლიდირებული · 26 ივნ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ნატოს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან დაშვების გასაცემად პირის შემოწმების პროცედურას 1 თვის ვადაში ატარებს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ამ კანონითა და სხვა სამართლებრივი აქტებით დადგენილი წესით.

2.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პირს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ამოწმებს შესაბამისი სადაზვერვო და კონტრსადაზვერვო უწყებებიდან მის შესახებ გამოთხოვილი ინფორმაციის საფუძველზე.

3.ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი ვადა შესაძლებელია გაგრძელდეს შემოწმების პროცედურის ჩამტარებელი სტრუქტურული ქვედანაყოფის ზემდგომი თანამდებობის პირის თანხმობით.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. ნატოს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან დაშვების გასაცემად პირის შემოწმების პროცედურას 1 თვის ვადაში ატარებს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ამ კანონითა და სხვა სამართლებრივი აქტებით დადგენილი წესით. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პირს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ამოწმებს შესაბამისი სადაზვერვო და კონტრსადაზვერვო უწყებებიდან მის შესახებ გამოთხოვილი ინფორმაციის საფუძველზე. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი ვადა შესაძლებელია გაგრძელდეს შემოწმების პროცედურის ჩამტარებელი სტრუქტურული ქვედანაყოფის ზემდგომი თანამდებობის პირის თანხმობით.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 12 მარ. 2015-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
88²203937¹2236382750127137
მნიშვნელობით ახლოსსახელმწიფო საიდუმლოები…კომერციული ბანკების სა…მიკრობანკების საქმიანო…განათლების ხარისხის გა…ენერგეტიკისა და წყალმო…ეროვნული უსაფრთხოების …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №8 · ბოლოს შემოწმდა