Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკათავდაცვის კოდექსიმუხლი 71

თავდაცვის კოდექსი

მუხლი 71. წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევასთან დაკავშირებული ღონისძიებები

რედაქცია №12 კონსოლიდირებული · 13 მაი. 2026
თემები:მომსახურების ვალდებულებები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678

1.საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ვალდებულია: ა) წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის უფლებამოსილების მქონე სუბიექტის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე: ა.ა) გაუწიოს მას დახმარება იმ პირის ძებნაში, რომელიც თავს არიდებს წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევას ან სამობილიზაციო სარეზერვო სამხედრო სამსახურში გამოცხადებას/მის გავლას; ა.ბ) წარუდგინოს მას ინფორმაცია წვევამდელისთვის ნასამართლობის მოხსნის ან გაქარწყლების შესახებ; ბ) მიაწოდოს მას ინფორმაცია წვევამდელის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა-გადმოკვეთის შესახებ, აგრეთვე წვევამდელის უგზო-უკვლოდ დაკარგვის გამო ძებნის გამოცხადების თაობაზე.

2.საქართველოს პროკურატურა ვალდებულია წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის უფლებამოსილების მქონე სუბიექტს 10 დღის ვადაში აცნობოს წვევამდელის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების ან/და შეწყვეტის შესახებ, თუ იგი იმყოფება ან ვალდებულია იმყოფებოდეს სამხედრო აღრიცხვაზე.

3.სასამართლო ვალდებულია წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის უფლებამოსილების მქონე სუბიექტს 10 დღის ვადაში აცნობოს წვევამდელის მიმართ მსჯავრის დადების შესახებ განაჩენის ძალაში შესვლის თაობაზე, თუ იგი იმყოფება ან ვალდებულია იმყოფებოდეს სამხედრო აღრიცხვაზე.

4.საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო უზრუნველყოფს წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის უფლებამოსილების მქონე სუბიექტისთვის ელექტრონული სახით რეალურ დროში შემდეგი ინფორმაციის ხელმისაწვდომობას: ა) წვევამდელის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირად აღიარების შესახებ; ბ) წვევამდელის შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის მოქმედების ვადის ამოწურვის შესახებ − ამ ვადის ამოწურვიდან აღნიშნული სტატუსის გადამოწმებამდე პერიოდში, მაგრამ არაუმეტეს 3 თვისა.

5.ამბულატორიული ფსიქიატრიული დაწესებულება ვალდებულია წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის უფლებამოსილების მქონე სუბიექტს 10 დღის ვადაში შეატყობინოს წვევამდელის ამბულატორიულ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში აღრიცხვაზე აყვანის შესახებ.

6.უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის უფლებამოსილების მქონე სუბიექტს 10 დღის ვადაში შეატყობინოს იმ წვევამდელის სამხედრო აღრიცხვის დამადასტურებელ დოკუმენტში შესატანი მონაცემები, რომელიც ამ დაწესებულებაში სწავლობს.

7.წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის ორგანიზების მიზნით უზრუნველყოფილია წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის უფლებამოსილების მქონე სუბიექტისთვის ამ მუხლით გათვალისწინებული ბაზების ხელმისაწვდომობა (მათ შორის, პირის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით). აღნიშნული ბაზების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

8.ამ თავით გათვალისწინებული პერსონალური მონაცემები მუშავდება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით, მხოლოდ წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელების უზრუნველსაყოფად და სტატისტიკის საწარმოებლად, კანონიერი მიზნის მიღწევისთვის აუცილებელი მოცულობით.

წინა მუხლი 70შემდეგი მუხლი 72

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • სამხედრო გაწვევა და სავალდებულო სამსახურისერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-05-13 · №12

2
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

მუხლი 179მუხლი 186

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

თავდაცვის კოდექსი

  • 67წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის ორგანიზება
  • 63წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევა
  • 60სამხედრო აღრიცხვასთან დაკავშირებული ღონისძიებები

სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ

  • 6სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს და მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირების ვალდებულებანი მოქალაქის მიერ სამხედრო ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებით
  • 10¹საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოხდის წესი
  • 28წვევამდელის ვალდებულებანი

საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ

  • 30¹სამხედრო სამსახური გარდამავალ პერიოდში

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ

  • 23²წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური გარდამავალ პერიოდში

არასამხედრო ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ

  • 7განცხადება წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურით შეცვლის შესახებ

საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ

  • 18საქართველოდან სამხედრო მოსამსახურეების გასვლა

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი

  • 21¹⁰²წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურთან ან/და არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურთან დაკავშირებული საქმის წარმოებისას გამოსაყენებელი ნორმები

პენიტენციური კოდექსი

  • 145სამსახურში სამხედრო სამსახურის გავლის დროებითი წესი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
21¹⁰²7610¹2823²30¹1817918667636014571
მითითებამნიშვნელობით ახლოსთავდაცვის კოდექსისამხედრო ვალდებულებისა…საქართველოს დაზვერვის …სახელმწიფო დაცვის სპეც…არასამხედრო ალტერნატიუ…საქართველოს მოქალაქეებ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 13 მაი. 2026