Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკამიკრობანკების საქმიანობის შესახებმუხლი 12

მიკრობანკების საქმიანობის შესახებ

მუხლი 12. განმცხადებლის შესაფერისობის შეფასება

რედაქცია №5 კონსოლიდირებული · 1 აპრ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456

1.განმცხადებლის მიერ ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარდგენიდან 5 სამუშაო დღის ვადაში საქართველოს ეროვნული ბანკი ამოწმებს წარდგენილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის ამ კანონითა და საქართველოს ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ მოთხოვნებთან ფორმალურ შესაბამისობას. თუ განმცხადებელი საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ინფორმაციას/დოკუმენტაციას სრულყოფილად არ წარადგენს, საქართველოს ეროვნული ბანკი განმცხადებელს უდგენს ხარვეზს და მის აღმოსაფხვრელად განუსაზღვრავს ვადას არაუმეტეს 15 სამუშაო დღისა. ხარვეზის აღმოსაფხვრელად განსაზღვრული ვადის გაშვების შემთხვევაში საქართველოს ეროვნული ბანკი განმცხადებელს მნიშვნელოვანი წილის შეძენაზე უარს ეუბნება. განმცხადებლის მიერ სრულყოფილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარდგენის შემთხვევაში საქართველოს ეროვნული ბანკი გასცემს წერილობით დასტურს მისი მიღების შესახებ და მიუთითებს შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების ვადას.

2.საქართველოს ეროვნული ბანკი წარდგენილ ინფორმაციას/დოკუმენტაციას განიხილავს სრულყოფილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის მიღების შესახებ წერილობითი დასტურის გაცემიდან 60 სამუშაო დღის ვადაში. მისი განხილვის პერიოდში საქართველოს ეროვნულ ბანკს უფლება აქვს, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში წერილობით მოითხოვოს ნებისმიერი სხვა, დამატებითი ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარდგენა, რომელიც კონკრეტულ შემთხვევაში აუცილებელია დასაბუთებული გადაწყვეტილების მისაღებად. მას ასევე უფლება აქვს, აღნიშნული ინფორმაცია გადაამოწმოს ან უშუალოდ განმცხადებელთან დააზუსტოს. დამატებითი ინფორმაციის/დოკუმენტაციის მოთხოვნა დასაშვებია სრულყოფილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის მიღების შესახებ წერილობითი დასტურის გაცემიდან არაუგვიანეს 50-ე სამუშაო დღისა. ამ შემთხვევაში ინფორმაციის/დოკუმენტაციის განხილვის ვადის დინება ჩერდება დამატებითი ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარდგენამდე, არაუმეტეს 20 სამუშაო დღისა, ხოლო თუ განმცხადებელი არარეზიდენტი პირია − არაუმეტეს 30 სამუშაო დღისა, რის შესახებაც განმცხადებელს ეცნობება. განმცხადებლის მიერ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარდგენა არის ვადის დინების განახლების საფუძველი, ხოლო მისი განსაზღვრულ ვადაში წარუდგენლობა − მნიშვნელოვანი წილის შეძენაზე უარის თქმის საფუძველი. საქართველოს ეროვნულ ბანკს უფლება აქვს, ხელახლა მოითხოვოს დამატებითი ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარდგენა ან ინფორმაციის დაზუსტება. ამ შემთხვევაში ინფორმაციის/დოკუმენტაციის განხილვის ვადის დინება აღარ შეჩერდება.

3.საქართველოს ეროვნული ბანკი განმცხადებლის მიერ წარდგენილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის განხილვის შედეგად მას შესაბამისი ოპერაციის განხორციელებაზე თანხმობას აძლევს, ხოლო თუ განმცხადებელი ვერ აკმაყოფილებს ამ კანონითა და საქართველოს ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ შესაფერისობის მოთხოვნებს ან მას არ წარუდგენია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია − დასაბუთებულ უარს ეუბნება. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია განმცხადებელს აღნიშნული ოპერაციის განხორციელებაზე უარი უთხრას „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 48-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

4.მნიშვნელოვანი წილის შეძენის ოპერაციის განხორციელებაზე თანხმობა ან დასაბუთებული უარი განმცხადებელს უნდა ეცნობოს მისი შესაფერისობის შეფასების დასრულებიდან 2 სამუშაო დღის ვადაში, შეფასების საერთო ვადის დაურღვევლად.

5.სრულყოფილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის მიღების შესახებ წერილობითი დასტურის გაცემიდან 60 სამუშაო დღის ვადაში საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განმცხადებლისთვის პასუხის გაუცემლობა ავტომატურად ნიშნავს შესაბამისი ოპერაციის განხორციელებაზე თანხმობის მიცემას. საჭიროების შემთხვევაში საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია მნიშვნელოვანი წილის შეძენის შესახებ გადაწყვეტილების მიღების ვადა გააგრძელოს 90 სამუშაო დღემდე, რის შესახებაც განმცხადებელს ეცნობება ამ პუნქტით გათვალისწინებული ვადის ამოწურვამდე.

6.განმცხადებლის მიერ საქართველოს ეროვნული ბანკისთვის ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარუდგენლობის ან საქართველოს ეროვნული ბანკისგან დასაბუთებული უარის მიღების მიუხედავად წილის შეძენის შემთხვევაში საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია შესაბამის პირს შეუჩეროს ხმის უფლება ან/და მოსთხოვოს მის საკუთრებაში არსებული წილის 10 პროცენტამდე შემცირება/მნიშვნელოვანი გავლენის/კონტროლის გაუქმება, ასევე მოსთხოვოს მიკრობანკს ამ პირის მიერ წილის შეძენის შედეგად მიღებული ხმის უფლების ან/და სხვა უფლებამოსილებების გამოყენების შედეგების გაუქმება.

წინა მუხლი 11შემდეგი მუხლი 13

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-04-01 · №5

0
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
1
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

საქართველოს ეროვნუ… 48

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

მიკრობანკების საქმიანობის შესახებ

  • 14მნიშვნელოვანი წილის მესაკუთრის მიერ ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარდგენის მოთხოვნა და საზედამხედველო ზომები
  • 6მიკრობანკის საქმიანობის ლიცენზიის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღება

კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ

  • 8²განმცხადებლის შესაფერისობის შეფასება
  • 4ლიცენზირების შესახებ გადაწყვეტილება

სააღსრულებო წარმოებათა შესახებ

  • 91⁵ხარვეზის დადგენა

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი

  • 83დამატებითი ინფორმაციის წარდგენა. განცხადების განუხილველად დატოვება

იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ

  • 27გამოსაცემი ნორმატიული აქტები

უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

  • 58დამატებითი ინფორმაციის წარდგენა. განცხადების განუხილველად დატოვება

საქართველოს საბაჟო კოდექსი

  • 16განცხადების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება

ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ

  • 8ფასიანი ქაღალდების ემისიისა და განთავსების შესახებ ანგარიში
  • 32ანგარიშები, ანგარიშგება და მათი შემოწმება

არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების შესახებ

  • 24გადაწყვეტილება ლიცენზირების შესახებ

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
248383291⁵8²44858162714612
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს ეროვნული ბ…კომერციული ბანკების სა…სააღსრულებო წარმოებათა…საქართველოს ზოგადი ადმ…მიკრობანკების საქმიანო…იპოთეკით დაცული ობლიგა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 1 აპრ. 2026