ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

მუხლი 50. გადამცემი სისტემის ოპერატორის სერტიფიცირება

რედაქცია №16 კონსოლიდირებული · 28 ოქტ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ენერგეტიკული საწარმო წერილობით ატყობინებს კომისიას ამ კანონის XI თავით გადამცემი სისტემის ოპერატორისთვის დადგენილი განცალკევების მოთხოვნების შესრულების შესახებ და წარუდგენს აღნიშნულის დამადასტურებელ დოკუმენტებს, მონაცემებსა და ინფორმაციას.

2.კომისია გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ შეტყობინებისა და ყველა საჭირო დოკუმენტის, მონაცემისა და ინფორმაციის სათანადო წესით წარდგენიდან 4 თვის ვადაში განიხილავს გადამცემი სისტემის ოპერატორის სერტიფიცირების საკითხს და თავის გადაწყვეტილებას სერტიფიცირების ან მასზე უარის თქმის შესახებ მის ძალაში შესვლამდე უგზავნის ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს არანაკლებ 1 თვის ვადაში ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს მიერ მოსაზრებების წარმოსადგენად. კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოში შესაბამისი გადაწყვეტილების წარდგენიდან 2 თვის ვადაში. თუ ამ ვადის გასვლის შემდეგ გადამცემი სისტემის ოპერატორის სერტიფიცირების ან სერტიფიცირებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება მიღებული არ იქნა, გადამცემი სისტემის ოპერატორი სერტიფიცირებულად ჩაითვლება.

3.ამ მუხლით გათვალისწინებული გადამცემი სისტემის ოპერატორის (მათ შორის, იმ შემთხვევაშიც, თუ იგი მესამე ქვეყნების რეზიდენტი პირების კონტროლის ქვეშ იმყოფება) სერტიფიცირების მიზნით კომისიისთვის შეტყობინების წარდგენის, კომისიის მიერ გადამცემი სისტემის ოპერატორის სერტიფიცირების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისა და ენერგეტიკულ გაერთიანებასთან შეთანხმების პროცედურა განისაზღვრება კომისიის მიერ დამტკიცებული გადამცემი სისტემის ოპერატორის სერტიფიცირების წესებით.

4.გადამცემი სისტემის ოპერატორის სერტიფიცირების პროცედურის დასრულებამდე კომისია და ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნო უფლებამოსილი არიან გადამცემი სისტემის ოპერატორისგან ან/და გადამცემი სისტემის მესაკუთრისგან ან/და წარმოების ან მიწოდების განმახორციელებელი ენერგეტიკული საწარმოებისგან ნებისმიერ დროს მოითხოვონ ამ მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით ნებისმიერი ინფორმაცია. კომისია და ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნო ვალდებული არიან უზრუნველყონ კომერციული საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვა. თავი XIII. გადამცემი სისტემის ოპერატორი

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. ენერგეტიკული საწარმო წერილობით ატყობინებს კომისიას ამ კანონის XI თავით გადამცემი სისტემის ოპერატორისთვის დადგენილი განცალკევების მოთხოვნების შესრულების შესახებ და წარუდგენს აღნიშნულის დამადასტურებელ დოკუმენტებს, მონაცემებსა და ინფორმაციას. 2. კომისია გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ შეტყობინებისა და ყველა საჭირო დოკუმენტის, მონაცემისა და ინფორმაციის სათანადო წესით წარდგენიდან 4 თვის ვადაში განიხილავს გადამცემი სისტემის ოპერატორის სერტიფიცირების საკითხს და თავის გადაწყვეტილებას სერტიფიცირების ან მასზე უარის თქმის შესახებ მის ძალაში შესვლამდე უგზავნის ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს არანაკლებ 1 თვის ვადაში ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს მიერ მოსაზრებების წარმოსადგენად. კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოში შესაბამისი გადაწყვეტილების წარდგენიდან 2 თვის ვადაში. თუ ამ ვადის გასვლის შემდეგ გადამცემი სისტემის ოპერატორის სერტიფიცირების ან სერტიფიცირებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება მიღებული არ იქნა, გადამცემი სისტემის ოპერატორი სერტიფიცირებულად ჩაითვლება. 3. ამ მუხლით გათვალისწინებული გადამცემი სისტემის ოპერატორის (მათ შორის, იმ შემთხვევაშიც, თუ იგი მესამე ქვეყნების რეზიდენტი პირების კონტროლის ქვეშ იმყოფება) სერტიფიცირების მიზნით კომისიისთვის შეტყობინების წარდგენის, კომისიის მიერ გადამცემი სისტემის ოპერატორის სერტიფიცირების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისა და ენერგეტიკულ გაერთიანებასთან შეთანხმების პროცედურა განისაზღვრება კომისიის მიერ დამტკიცებული გადამცემი სისტემის ოპერატორის სერტიფიცირების წესებით. 4. გადამცემი სისტემის ოპერატორის სერტიფიცირების პროცედურის დასრულებამდე კომისია და ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნო უფლებამოსილი არიან გადამცემი სისტემის ოპერატორისგან ან/და გადამცემი სისტემის მესაკუთრისგან ან/და წარმოების ან მიწოდების განმახორციელებელი ენერგეტიკული საწარმოებისგან ნებისმიერ დროს მოითხოვონ ამ მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით ნებისმიერი ინფორმაცია. კომისია და ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნო ვალდებული არიან უზრუნველყონ კომერციული საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვა. თავი XIII.  გადამცემი სისტემის ოპერატორი

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №5 · ძალაშია 17 დეკ. 2021-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
20228186419¹14159494354107650
მითითებამნიშვნელობით ახლოსენერგეტიკისა და წყალმო…ეროვნული მარეგულირებელ…ელექტრონული კომუნიკაცი…საექიმო საქმიანობის შე…არასამხედრო ალტერნატიუ…ბუნებრივი გაზის მიწოდე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №16 · ბოლოს შემოწმდა