სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ

მუხლი 40. ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის დაცვის კრიპტოგრაფიული ღონისძიებები

რედაქცია №8 კონსოლიდირებული · 26 ივნ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის კრიპტოგრაფიული ტექნიკური საშუალებებით დასაცავად საჭირო კრიპტოგრაფიული სისტემის ეფექტიანი და რაციონალური შერჩევისა და მომსახურებისათვის პასუხისმგებელია საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, რომელიც: ა) შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურებისათვის არჩევს ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის დაცვის საკომუნიკაციო და საინფორმაციო საშუალებებს, განსაზღვრავს ამ ინფორმაციის დაცვის ტექნიკური საშუალებებისა და სისტემების გამოყენების მიზანშეწონილობას; გასცემს შესაბამის რეკომენდაციებს ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის დაცვის ტექნიკურ და ორგანიზაციულ ღონისძიებათა განხორციელების უზრუნველსაყოფად და აკონტროლებს მათ შესრულებას; ბ) უზრუნველყოფს ნატოს კრიპტოგრაფიული მასალისა და ინფორმაციის დასაცავად გამოყენებული კრიპტოგრაფიული საშუალებების სრულყოფილ აღრიცხვას, შენახვას, უსაფრთხო მოხმარებას, გადაცემას, დისტრიბუციას და მათი განადგურებისათვის საჭირო პროცედურების ჩატარებას; გ) ახორციელებს ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის დასაცავად გამოყენებული სისტემების აკრედიტაციას, კერძოდ, კომუნიკაციისა და ინფორმაციის იმ სისტემების სანქციონირებასა და კონტროლს, რომლებიც ინახავენ, ამუშავებენ ან გადასცემენ ნატოს კლასიფიცირებულ ინფორმაციას.

2.ყველა ორგანო, ორგანიზაცია და დაწესებულება, რომლებიც ფლობენ ნატოს კლასიფიცირებულ ინფორმაციას ან შეხება აქვთ მასთან, ვალდებული არიან, ამ ინფორმაციის დასაცავად გამოიყენონ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ შერჩეული, აკრედიტებული და ნებადართული ტექნიკური საშუალებები.

3.ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის დაცვის კრიპტოგრაფიულ ღონისძიებებს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის კრიპტოგრაფიული ტექნიკური საშუალებებით დასაცავად საჭირო კრიპტოგრაფიული სისტემის ეფექტიანი და რაციონალური შერჩევისა და მომსახურებისათვის პასუხისმგებელია საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, რომელიც: ა) შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურებისათვის არჩევს ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის დაცვის საკომუნიკაციო და საინფორმაციო საშუალებებს, განსაზღვრავს ამ ინფორმაციის დაცვის ტექნიკური საშუალებებისა და სისტემების გამოყენების მიზანშეწონილობას; გასცემს შესაბამის რეკომენდაციებს ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის დაცვის ტექნიკურ და ორგანიზაციულ ღონისძიებათა განხორციელების უზრუნველსაყოფად და აკონტროლებს მათ შესრულებას; ბ) უზრუნველყოფს ნატოს კრიპტოგრაფიული მასალისა და ინფორმაციის დასაცავად გამოყენებული კრიპტოგრაფიული საშუალებების სრულყოფილ აღრიცხვას, შენახვას, უსაფრთხო მოხმარებას, გადაცემას, დისტრიბუციას და მათი განადგურებისათვის საჭირო პროცედურების ჩატარებას; გ) ახორციელებს ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის დასაცავად გამოყენებული სისტემების აკრედიტაციას, კერძოდ, კომუნიკაციისა და ინფორმაციის იმ სისტემების სანქციონირებასა და კონტროლს, რომლებიც ინახავენ, ამუშავებენ ან გადასცემენ ნატოს კლასიფიცირებულ ინფორმაციას. 2. ყველა ორგანო, ორგანიზაცია და დაწესებულება, რომლებიც ფლობენ ნატოს კლასიფიცირებულ ინფორმაციას ან შეხება აქვთ მასთან, ვალდებული არიან, ამ ინფორმაციის დასაცავად გამოიყენონ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ შერჩეული, აკრედიტებული და ნებადართული ტექნიკური საშუალებები. 3. ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის დაცვის კრიპტოგრაფიულ ღონისძიებებს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 12 მარ. 2015-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

ავთანდილ კუჭავა

ავთანდილ კუჭავა

CEO

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
198²10¹43933381144151111640
მნიშვნელობით ახლოსსახელმწიფო საიდუმლოები…ინფორმაციული უსაფრთხოე…თავდაცვის კოდექსიენერგეტიკისა და წყალმო…მეცნიერების, ტექნოლოგი…ეროვნული უსაფრთხოების …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №8 · ბოლოს შემოწმდა