Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაინფორმაციული უსაფრთხოების შესახებმუხლი 4

ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ

მუხლი 4. ინფორმაციული უსაფრთხოების წესები

რედაქცია №8 კონსოლიდირებული · 26 ივნ. 2025
თემები:ბლოკჩეინ ინფრასტრუქტურა და ნოუდებიდაცვის სტრატეგიებისაგანმანათლებლო ტექნოლოგიებიGDPR/კონფიდენციალურობის შესაბამისობარისკების მართვაბირჟაზე რეგისტრაცია და KYC

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456

1.კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტი ვალდებულია მიიღოს ინფორმაციული უსაფრთხოების შინასამსახურებრივი გამოყენების წესები, რომლებიც ემსახურება ამ კანონის დებულებათა აღსრულებას და განსაზღვრავს ორგანიზაციის ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკას.

2.ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკა უნდა აკმაყოფილებდეს ინფორმაციული უსაფრთხოების მინიმალურ მოთხოვნებს. ინფორმაციული უსაფრთხოების მინიმალური მოთხოვნები დგინდება სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ISO), აშშ-ის სტანდარტებისა და ტექნოლოგიების ეროვნული ინსტიტუტის (NIST) და ინფორმაციული სისტემების აუდიტისა და კონტროლის ასოციაციის (ISACA) მიერ დადგენილი სტანდარტებისა და მოთხოვნების მხედველობაში მიღების გზით, პირველი და მეორე კატეგორიების კრიტიკული ინფორმაციული სისტემების სუბიექტებისთვის − ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს უფროსის ბრძანებით, ხოლო მესამე კატეგორიის კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტისთვის − ციფრული მმართველობის სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით.

3.ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად მიღებულ ინფორმაციული უსაფრთხოების შინასამსახურებრივი გამოყენების წესებს პირველი და მეორე კატეგორიების კრიტიკული ინფორმაციული სისტემების სუბიექტები განსახილველად წარუდგენენ ოპერატიულ-ტექნიკურ სააგენტოს, მესამე კატეგორიის კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტები − ციფრული მმართველობის სააგენტოს, ხოლო თავდაცვის სფეროში შემავალი კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტები − კიბერუსაფრთხოების ბიუროს. ოპერატიულ-ტექნიკურ სააგენტოს, ციფრული მმართველობის სააგენტოს და კიბერუსაფრთხოების ბიუროს საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ეცნობებათ აგრეთვე ინფორმაციული უსაფრთხოების შინასამსახურებრივი გამოყენების წესებში შეტანილი ნებისმიერი ცვლილება. ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო, ციფრული მმართველობის სააგენტო და კიბერუსაფრთხოების ბიურო ახორციელებენ ამგვარად მიწოდებული დოკუმენტების ზოგად ანალიზს და მათში აღმოჩენილი ხარვეზების გამოსასწორებლად წარადგენენ შესასრულებლად სავალდებულო მითითებებს ან/და რეკომენდაციებს. ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო, ციფრული მმართველობის სააგენტო და კიბერუსაფრთხოების ბიურო საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილი არიან კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტისგან გამოითხოვონ ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკის შემუშავებასთან, დანერგვასთან, მონიტორინგსა და გაუმჯობესებასთან დაკავშირებული სხვა ინფორმაცია.

4.ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების გარდა, ოპერატიულ-ტექნიკურ სააგენტოს, ციფრული მმართველობის სააგენტოს და კიბერუსაფრთხოების ბიუროს ხელი არ მიუწვდებათ კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის ინფორმაციასა და ინფორმაციულ აქტივზე, გარდა ამ კანონის მე-10 მუხლის მე-5 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტითა და 10 3 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა, აგრეთვე იმ შემთხვევისა, როდესაც კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტი ნებაყოფლობით უზრუნველყოფს მათთვის ინფორმაციისა და ინფორმაციული აქტივის ხელმისაწვდომობას.

5.ეროვნული ბანკი უფლებამოსილია მესამე კატეგორიის კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტ კომერციულ ბანკებს მოსთხოვოს ინფორმაციული უსაფრთხოების შინასამსახურებრივი გამოყენების წესების განსახილველად წარდგენა და განახორციელოს ამ მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად დადგენილი დამატებითი სტანდარტებისა და მოთხოვნების მიმართ შესასრულებლად სავალდებულო მითითებების ან/და რეკომენდაციების გაცემა.

6.მესამე კატეგორიის კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტი კომერციული ბანკების მიმართ ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკისა და ინფორმაციული უსაფრთხოების შინასამსახურებრივი გამოყენების წესების დამატებით სტანდარტებსა და მოთხოვნებს ადგენს ეროვნული ბანკი. საქართველოს 2013 წლის 24 დეკემბრის კანონი №1829 - ვებგვერდი, 28.12.2013წ. საქართველოს 2020 წლის 12 ივნისის კანონი №6299 – ვებგვერდი, 26.06.2020წ. საქართველოს 2021 წლის 10 ივნისის კანონი №632 – ვებგვერდი,15.06.2021წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №5 · ძალაშია 30 დეკ. 2021-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 3

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 30 დეკ. 2021· გამოქვეყნდა 15 ივნ. 2021

    მე-4 პუნქტში წვდომის შეზღუდვა გავრცელდა სამ უწყებაზე და გამონაკლისების ჩამონათვალს დაემატა მე-10 მუხლის მე-5 პუნქტის „გ“ და 10³ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტები; ტექსტში ასევე გაჩნდა ეროვნული ბანკის უფლებამოსილება მესამე კატეგორიის კომერციულ ბანკებზე (მე-5 და მე-6 პუნქტები).

  2. 10 ივლ. 2020· გამოქვეყნდა 26 ივნ. 2020

    მე-4 მუხლის მე-2–მე-4 პუნქტებში უსაფრთხოების მინიმალური მოთხოვნების განმსაზღვრელი, წესების მიმღები, ანალიზისა და რეკომენდაციების განმახორციელებელი ორგანო ახლა ციფრული მმართველობის სააგენტოა; მე-2 პუნქტის წინადადება ორად გაიყო.

  3. 28 დეკ. 2013

    მე-4 მუხლის მე-2 პუნქტიდან ამოღებულია სააგენტოს აღწერა და შემოკლებული აღნიშვნა, რადგან ისინი მე-2 მუხლშია; ინფორმაციული უსაფრთხოების მინიმალურ მოთხოვნებს კვლავ მონაცემთა გაცვლის სააგენტო განსაზღვრავს.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 3შემდეგი მუხლი 5

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • კიბერ რისკების მართვა6 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ინფორმაციული მმართველობა2 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • კიბერუსაფრთხოების პოლიტიკის შემუშავება1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • კიბერუსაფრთხოების სამართალი1 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
დავით მაისურაძე

დავით მაისურაძე

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

დაუსვით კითხვაპროფილი
სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ალექსანდრე ხარატიშვილი

ალექსანდრე ხარატიშვილი

ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ანა შავარდენიძე

ანა შავარდენიძე

კორპორაციული სამართლისა და ბიზნეს შესაბამისობის ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 26 ივნ. 2025 · №8

  • 3 ცვლილება · ბოლო 15 ივნ. 2021
  • ციტირებულია 6 მუხლი
  • 5 რედაქცია
  • 2 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 10მუხლი 10³

მიუთითებენ მასზე

მუხლი 10¹⁷მუხლი 10⁴მუხლი 10⁷მუხლი 5მუხლი 9მუხლი 9¹

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ

  • 5ინფორმაციული აქტივების მართვა
  • 10¹კიბერუსაფრთხოების ბიუროს სტატუსი და ფუნქციები
  • 6კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის ინფორმაციული უსაფრთხოების აუდიტი და ინფორმაციულ სისტემაში შეღწევადობის (პენეტრაციის) ტესტი

ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ

  • 11ინფორმაციული უსაფრთხოება

ინფორმაციის ერთიანი სახელმწიფო რეესტრის შესახებ

  • 5ციფრული მმართველობის სააგენტოსთვის მისაწოდებელი ინფორმაციის სახეები

სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და სატელეკომუნიკაციო მიზნებისთვის გამოყენებადი ფიზიკური ინფრასტრუქტურის გაზიარების შესახებ

  • 11კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვა

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

  • 151კონფიდენციალურობის დაცვა

სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ

  • 40ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის დაცვის კრიპტოგრაფიული ღონისძიებები
  • 27ელექტრონული კომუნიკაციისა და ინფორმაციის სისტემა
  • 41⁶ევროკავშირის საიდუმლო ინფორმაციის დაცვა

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ

  • 44სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური უზრუნველყოფა

სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ

  • 12სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოს ტერიტორიაზე მყოფ სხვა პირთა ინფორმირება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
551010³10¹⁷10⁴10⁷99¹10¹64011151114
მითითებამნიშვნელობით ახლოსინფორმაციული უსაფრთხოე…ეროვნული უსაფრთხოების …ინფორმაციის ერთიანი სა…სატელეკომუნიკაციო ინფრ…ენერგეტიკისა და წყალმო…სახელმწიფო საიდუმლოები…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 26 ივნ. 2025 · რედაქცია №8 · ბოლოს შემოწმდა 25 ოქტ. 2026