Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაინფორმაციული უსაფრთხოების შესახებმუხლი 10¹

ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ

მუხლი 10¹. კიბერუსაფრთხოების ბიუროს სტატუსი და ფუნქციები

რედაქცია №8 კონსოლიდირებული · 26 ივნ. 2025
თემები:კიბერუსაფრთხოების შესაბამისობაცილისწამება და რეპუტაციაკიბერუსაფრთხოების დაცვა

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567

1.თავდაცვის სფეროში შემავალი კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტების ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკა უნდა აკმაყოფილებდეს თავდაცვის სფეროში ინფორმაციული უსაფრთხოების მინიმალურ მოთხოვნებს (თავდაცვის სფეროში შემავალი კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტების კრიტიკულობის კლასიფიცირების გათვალისწინებით). ამ მოთხოვნებს სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ISO), აშშ-ის სტანდარტებისა და ტექნოლოგიების ეროვნული ინსტიტუტის (NIST) და ინფორმაციული სისტემების აუდიტისა და კონტროლის ასოციაციის (ISACA) მიერ დადგენილი სტანდარტებისა და მოთხოვნების მხედველობაში მიღების გზით განსაზღვრავს კიბერუსაფრთხოების ბიურო და ბრძანებით ადგენს საქართველოს თავდაცვის მინისტრი.

2.კიბერუსაფრთხოების ბიურო იქმნება ამ კანონისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

3.კიბერუსაფრთხოების ბიუროს მოქმედების სფერო არ ვრცელდება ოპერატიულ-ტექნიკურ სააგენტოსა და ციფრული მმართველობის სააგენტოზე, რომელთა უფლებამოსილებები, ფუნქციები და მოქმედების სფეროები განისაზღვრება ამ კანონითა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ“ და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ციფრული მმართველობის სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონებით.

4.თავდაცვის სფეროში შემავალი კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტების ნუსხა მტკიცდება და შესაბამისი სუბიექტის კრიტიკულობის კლასიფიცირება დგინდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით, რომლის პროექტს საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან შეთანხმებით. ამ ნუსხის შედგენისას გაითვალისწინება შემდეგი კრიტერიუმები: ინფორმაციული სისტემის შეფერხების ან მწყობრიდან გამოსვლის სავარაუდო შედეგების სიმძიმე და მასშტაბი სახელმწიფოს თავდაცვისუნარიანობის თვალსაზრისით; სავარაუდო ეკონომიკური ზარალის სიმძიმე სუბიექტებისთვის ან/და სახელმწიფოსთვის; ინფორმაციული სისტემის მიერ გაწეული მომსახურების აუცილებლობა სახელმწიფოს თავდაცვისუნარიანობის შეუფერხებელი ფუნქციონირებისთვის; ინფორმაციული სისტემის მომხმარებელთა რაოდენობა; სუბიექტის მატერიალური მდგომარეობა და სავარაუდო ხარჯების ოდენობა, რომლებიც მისთვის შესაბამისი ვალდებულებების დაკისრებას მოჰყვება.

5.კიბერუსაფრთხოების ბიუროს დებულებას ამტკიცებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი.

6.კიბერუსაფრთხოების ბიუროს ძირითადი ფუნქციაა საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, ამ კანონით, მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში საქმიანობის განხორციელება.

7.(ამოღებულია - 10.06.2021, №632). საქართველოს 2013 წლის 24 დეკემბრის კანონი №1829 - ვებგვერდი, 28.12.2013წ. საქართველოს 2015 წლის 8 ივლისის კანონი №3933 - ვებგვერდი, 15.07.2015წ. საქართველოს 2020 წლის 12 ივნისის კანონი №6299 – ვებგვერდი, 26.06.2020წ. საქართველოს 2021 წლის 10 ივნისის კანონი №632 – ვებგვერდი,15.06.2021წ. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №803 – ვებგვერდი,30.06.2025წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №8 · ძალაშია 1 სექ. 2025-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 19 ივნ. 2012 – 28 დეკ. 2013 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 4

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 1 სექ. 2025· გამოქვეყნდა 30 ივნ. 2025
  2. 30 დეკ. 2021· გამოქვეყნდა 15 ივნ. 2021

    10¹ მუხლში შეიცვალა თავდაცვის სფეროს მოთხოვნების განმსაზღვრელი სტანდარტები და ბრძანების ადგენელი, ბიუროს მოქმედების გამორიცხვა, ნუსხის პროექტის წარმდგენი სამინისტრო, დებულების დამტკიცება და ამოღებულია მე-7 პუნქტი.

  3. 10 ივლ. 2020· გამოქვეყნდა 26 ივნ. 2020

    მე-3 პუნქტში მონაცემთა გაცვლის სააგენტო ორივეგან ჩანაცვლდა ციფრული მმართველობის სააგენტოთი, რომელზეც ბიუროს მოქმედების სფერო არ ვრცელდება. სააგენტოს უფლებამოსილებები, ფუნქციები და მოქმედების სფერო განისაზღვრება ამ კანონითა და სათაურიდან „შექმნის“ ამოღებული შესაბამისი კანონით.

  4. 1 აგვ. 2015· გამოქვეყნდა 15 ივლ. 2015
მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 10შემდეგი მუხლი 10¹ (მეორე)

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

დაუსვით კითხვაპროფილი
სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ნიკა ზოიძე

ნიკა ზოიძე

სამოქალაქო სამართლის სპეციალისტი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 26 ივნ. 2025 · №8

  • 4 ცვლილება · ბოლო 30 ივნ. 2025
  • 7 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ

  • 4ინფორმაციული უსაფრთხოების წესები
  • 10³კიბერუსაფრთხოების ბიუროს კომპიუტერულ ინციდენტებზე დახმარების ჯგუფი
  • 10²კიბერუსაფრთხოების ბიუროს დირექტორი

ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ

  • 11ინფორმაციული უსაფრთხოება

სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ

  • 40ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის დაცვის კრიპტოგრაფიული ღონისძიებები

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ

  • 22სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფა სახელმწიფო უსაფრთხოებისათვის მაღალი რისკის მქონე სუბიექტებში
  • 44სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური უზრუნველყოფა

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

  • 157პარლამენტის საკონტროლო უფლებამოსილებები თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში

ინფორმაციის ერთიანი სახელმწიფო რეესტრის შესახებ

  • 5ციფრული მმართველობის სააგენტოსთვის მისაწოდებელი ინფორმაციის სახეები

საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ციფრული მმართველობის სააგენტოს შესახებ

  • 5სააგენტოს საქმიანობის მიზნები

სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ

  • 25შიდა აუდიტის სუბიექტის თანამშრომლობა სხვა უწყებებთან

ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ

  • 11კვალიფიციური სანდო მომსახურების მიმწოდებლის ავტორიზაცია და მისი საქმიანობის ზედამხედველობა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
255410³10²4011224411515710¹
მნიშვნელობით ახლოსინფორმაციული უსაფრთხოე…ეროვნული უსაფრთხოების …სახელმწიფო საიდუმლოები…საქართველოს სახელმწიფო…საქართველოს პარლამენტი…ინფორმაციის ერთიანი სა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 26 ივნ. 2025 · რედაქცია №8 · ბოლოს შემოწმდა 25 ოქტ. 2026