ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ

მუხლი 16. თვითმმართველი ერთეულის საკუთარი უფლებამოსილებები

რედაქცია №36კონსოლიდირებული · 5 თებ. 2014

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 1 ვერიფიცირებული სპეციალისტი

ავთანდილ კუჭავა

1.თვითმმართველი ერთეული საკუთარ უფლებამოსილებებს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, დამოუკიდებლად და საკუთარი პასუხისმგებლობით. თვითმმართველი ერთეულის საკუთარი უფლებამოსილებები განისაზღვრება ამ კანონით.

2.მხოლოდ თვითმმართველი ერთეულია უფლებამოსილი, მიიღოს გადაწყვეტილება შემდეგ საკითხებზე: ა) თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის მომზადება, განხილვა და დამტკიცება, დამტკიცებულ ბიუჯეტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა, ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის მოსმენა და შეფასება; ბ) ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების შემოღება და გაუქმება, მათი განაკვეთების დადგენა კანონით გათვალისწინებული ზღვრული ოდენობების ფარგლებში; გ) ინვესტირების მიმართულებების, საკუთარი, აგრეთვე ერთობლივი მიზნობრივი პროგრამების განსახორციელებლად საჭირო სახსრების განსაზღვრა და თვითმმართველ ერთეულში ინვესტიციების ხელშეწყობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; ხელშეკრულების დამტკიცება ერთობლივი პროექტების განხორციელების მიზნით სხვა თვითმმართველ ერთეულთან საბიუჯეტო სახსრების გაერთიანების შესახებ; დ) ადგილობრივი მოსაკრებლების ამოღება; ე) დასაქმების ხელშეწყობის მუნიციპალური პროგრამების დამტკიცება; ვ) თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ქონების მართვა და განკარგვა; თვითმმართველი ერთეულის ქონების ფლობის, განკარგვის და ქონებით სარგებლობის წესების დადგენა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; ზ) თვითმმართველი ერთეულის უფლებამოსილების განხორციელების მიზნით კანონით განსაზღვრული იურიდიული პირების შექმნა, რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია; თ) თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული მიწის რესურსების მართვა და განკარგვა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; ი) მიწათსარგებლობის დაგეგმვა, თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიის ზონებად (გამწვანების, დასვენების, სამრეწველო, სავაჭრო და სხვა სპეციალური ზონები) დაყოფა, მათი საზღვრების დადგენა და შეცვლა; კ) ადგილობრივი მნიშვნელობის ტყის და ადგილობრივი მნიშვნელობის წყლის რესურსების მართვა; ლ) მშენებლობის ნებართვის გაცემა, თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიის ფარგლებში მიმდინარე მშენებლობაზე ზედამხედველობა კანონით დადგენილი წესით; მ) საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში საგზაო მოძრაობისა და ავტოსატრანსპორტო გადაყვანის რეგულირება, კანონით დადგენილი ნებართვების გაცემა და მოსახლეობის სამგზავრო ტრანსპორტით მომსახურების ორგანიზება; ნ) გარე ვაჭრობის, ბაზრებისა და ბაზრობების რეგულირება; ო) გარე რეკლამის განთავსების რეგულირება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; პ) ავტომანქანების პარკირების ადგილების განსაზღვრა და პარკირების წესების დადგენა; დასახლებებში ქუჩების დასუფთავება, გარე განათება, სანიაღვრე მეურნეობისა და კანალიზაციის მოწყობა, საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვებისა და გატანის სამუშაოთა წარმოების დაგეგმვა და განხორციელება ან მათ განხორციელებაზე მუნიციპალური შესყიდვის ორგანიზება; სასაფლაოების მოვლა-პატრონობა; ჟ) თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიის კეთილმოწყობა და გამწვანება, შესაბამისი პროგრამების დამტკიცება, პროგრამით გათვალისწინებულ ღონისძიებათა განხორციელება ან მათ განხორციელებაზე მუნიციპალური შესყიდვის ორგანიზება; რ) ადგილობრივი მნიშვნელობის გზების შენახვა, მშენებლობა და განვითარების უზრუნველყოფა; ს) თვითმმართველი ერთეულის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვა და თვითმმართველი ერთეულის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის ნორმებისა და წესების განსაზღვრა; მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის, განაშენიანების რეგულირების გეგმის, დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცება; თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიის კეთილმოწყობისა და საინჟინრო ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამების დამტკიცება; ტ) ადგილობრივი მნიშვნელობის ბიბლიოთეკების, მუზეუმების, თეატრების, გამოფენების, სპორტულ-გამაჯანსაღებელი ობიექტების საქმიანობის ორგანიზება; უ) მუნიციპალური არქივის შექმნა და საარქივო მომსახურების ტარიფების დადგენა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; ფ) სკოლამდელი აღზრდისა და სკოლისგარეშე სააღმზრდელო დაწესებულებების არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფორმით შექმნა და მათი წესდებების დამტკიცება; სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების საქმიანობის ორგანიზება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; ქ) თვითმმართველი ერთეულის მუნიციპალური პროგრამებისა და გეგმების შემუშავება და დამტკიცება; ღ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროში მუნიციპალური რესურსების მობილიზება, შესაბამისი ღონისძიებების (ადამიანის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს შექმნა, ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება, ჯანმრთელობის რისკფაქტორების იდენტიფიცირება) შემუშავება, განხორციელება და ამის თაობაზე მოსახლეობის ინფორმირება; ყ) თვითმმართველი ერთეულის მუნიციპალური სახანძრო უსაფრთხოებისა და სამაშველო ღონისძიებების უზრუნველყოფა; შ) თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებისა და საგზაო მოძრაობის დაგეგმარება; ჩ) შეკრებების, მიტინგების, დემონსტრაციების ჩატარებასთან დაკავშირებული საკითხების რეგულირება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; ც) ადგილობრივი შესყიდვების განხორციელება; ძ) ქუჩებისა და მოედნების სახელდება და ნუმერაცია.

3.გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული საკითხებისა, თვითმმართველი ერთეული უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ისეთ საკითხზე, რომელიც კანონის თანახმად არ განეკუთვნება ხელისუფლების სხვა ორგანოს უფლებამოსილებას და არ არის აკრძალული თვითმმართველი ერთეულისათვის. საქართველოს 2006 წლის 14 დეკემბრის ორგანული კანონი №3991 - სსმ I, №48, 22.12.2006 წ., მუხ.358 საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის ორგანული კანონი №5296 - სსმ I, №31, 03.08.2007 წ., მუხ.347 საქართველოს 2007 წლის 20 ნოემბრის ორგანული კანონი №5463 - სსმ I, №40, 03.12.2007 წ., მუხ.371 საქართველოს 2009 წლის 16 ივლისის ორგანული კანონი №1459 - სსმ I, №20, 28.07.2009 წ., მუხ.91 საქართველოს 2009 წლის 18 დეკემბრის ორგანული კანონი №2441 - სსმ I, №47, 28.12.2009 წ., მუხ.357 საქართველოს 2009 წლის 28 დეკემბრის ორგანული კანონი №2515 - სსმ I, №5, 25.01.2010წ., მუხ.16 საქართველოს 2010 წლის 15 დეკემბრის ორგანული კანონი №4056 - სსმ I, №74, 24.12.2010 წ.,მუხ.451 საქართველოს 2012 წლის 16 მარტის ორგანული კანონი №5857 – ვებგვერდი, 28.03.2012წ. საქართველოს 2013 წლის 12 ივლისის ორგანული კანონი №824 – ვებგვერდი, 06.08.2013წ.

უზენაესი სასამართლო

უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ამ მუხლზე · 5

ყველა გადაწყვეტილება
  • №ას-367-686-092009-12-2942სამოქალაქო
    კრებულიარსებითი გადაწყვეტილება (T1)

    როგორ განისაზღვრება ადმინისტრაციული და სამოქალაქო სამართალწარმოების საზღვარი, როდესაც დავა საჯარო ორგანოს დადგენილებების კანონიერებას ეხება?

    მოსარჩელეები მოითხოვდნენ თბილისის მთავრობის დადგენილებების ნაწილობრივ ბათილად ცნობას, სამსახურში აღდგენასა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას. უზენაესმა სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო ურთიერთობას საჯაროსამართლებრივი შინაარსი ჰქონდა და საქმე ადმინისტრაციული სამართალწარმოებით უნდა განხილულიყო. სასამართლომ ოთხი მოსარჩელის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა, მათ მიმართ სააპელაციო გადაწყვეტილება გააუქმა და საქმე ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას ხელახლა განსახილველად დაუბრუნა სსსკ 412-ის საფუძველზე.

  • №ას-696-696-20182018-07-0642სამოქალაქო
    დოქტრინული დასაშვებობა (T5)

    რა უნდა დაასაბუთოს კასატორმა საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობისთვის?

    შპს მოითხოვდა მუნიციპალიტეტის მერიისგან წყალსადენის ქსელის მოწყობაზე გაწეული 54280.15 ლარის ანაზღაურებას. სააპელაციო სასამართლომ მოთხოვნა დავალების გარეშე სხვისი საქმეების შესრულების საფუძველზე სრულად დააკმაყოფილა, ხოლო უზენაესმა სასამართლომ მიუთითა მხარეთა შორის ნარდობის ურთიერთობაზე და მიიჩნია, რომ მერიას ფულადი ვალდებულება მართებულად დაეკისრა. უზენაესმა სასამართლომ დაასკვნა, რომ მერიამ ვერ დაასაბუთა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძველი. საჩივარი სსსკ 391-ის საფუძველზე დაუშვებლად იქნა ცნობილი და არსებითად არ განხილულა.

  • №ას-210-199-20172017-04-0716სამოქალაქო
    დოქტრინული დასაშვებობა (T5)

    როგორ მოწმდება რეორგანიზაციის საფუძვლით შრომითი ურთიერთობის ცალმხრივი შეწყვეტის კანონიერება?

    დასაქმებული ითხოვდა ორგანიზაციული ცვლილებებისა და გათავისუფლების შესახებ ბრძანებების ბათილად ცნობას, სამუშაოზე აღდგენას და ყოველთვიური იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ შრომითი ურთიერთობის ცალმხრივი შეწყვეტის კანონიერება უნდა შეფასდეს შეწყვეტის საფუძვლისა და ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთშეჯერებით და პროპორციულობის ტესტით. დადგენილი გარემოებების გათვალისწინებით, პალატამ დამსაქმებლის გადაწყვეტილება ლეგიტიმური მიზნის პროპორციულ საშუალებად მიიჩნია. საკასაციო საჩივარი სსსკ 391-ე მუხლის საფუძველზე დაუშვებლობის გამო დარჩა განუხილველად და მისი არსებითი განხილვა არ გამართულა.

  • №577აპ-222022-10-0348სისხლის
    დაუშვებლობა (T5)

    მუნიციპალური სახსრების მითვისება და გაფლანგვა

    საქმე ეხება მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული საბავშვო ბაღის სახელფასო სახსრების მითვისებისა და გაფლანგვისათვის ორი პირის მსჯავრდებას. საკასაციო პალატამ მიიჩნია, რომ დირექტორის მიერ სახსრების განკარგვა შეზღუდული იყო წესდებით, ხელშეკრულებითა და დამტკიცებული საშტატო განრიგით, ხოლო დაცვის საჩივარმა დასაშვებობის საფუძველი ვერ დაასაბუთა. საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი და ძალაში დარჩა თითოეული მსჯავრდებულისათვის დანიშნული ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით.

  • №ას-370-343-20102010-06-2827სამოქალაქო
    დაუშვებლობა (T5)

    რა გარემოებები გაითვალისწინა სასამართლომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებისას?

    ქუთაისის მერია მოითხოვდა საარბიტრაჟო გადაწყვეტილებისა და საჯარო რეესტრის ჩანაწერის გაუქმებას და მიწის ნაკვეთზე თვითმმართველი ქალაქის საკუთრების აღრიცხვას. პირველი ინსტანციის სასამართლომ სარჩელი დააკმაყოფილა, სააპელაციო სასამართლომ კი გადაწყვეტილება უცვლელად დატოვა. შპს „მ.“ საკასაციო საჩივრით სადავოდ ხდიდა, მათ შორის, საქმის განსჯადობასა და მიწის ნაკვეთზე საკუთრების საკითხს. უზენაესმა სასამართლომ მიუთითა, რომ შესაბამის საკითხებზე არსებობდა სასამართლო პრაქტიკა და არსებითად მოქმედი საპროცესო დარღვევა არ დასტურდებოდა; სსსკ 391-ის საფუძველზე მან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად ცნო არსებითი განხილვის გარეშე.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. თვითმმართველი ერთეული საკუთარ უფლებამოსილებებს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, დამოუკიდებლად და საკუთარი პასუხისმგებლობით. თვითმმართველი ერთეულის საკუთარი უფლებამოსილებები განისაზღვრება ამ კანონით. 2. მხოლოდ თვითმმართველი ერთეულია უფლებამოსილი, მიიღოს გადაწყვეტილება შემდეგ საკითხებზე: ა) თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის მომზადება, განხილვა და დამტკიცება, დამტკიცებულ ბიუჯეტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა, ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის მოსმენა და შეფასება; ბ) ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების შემოღება და გაუქმება, მათი განაკვეთების დადგენა კანონით გათვალისწინებული ზღვრული ოდენობების ფარგლებში; გ) ინვესტირების მიმართულებების, საკუთარი, აგრეთვე ერთობლივი მიზნობრივი პროგრამების განსახორციელებლად საჭირო სახსრების განსაზღვრა და თვითმმართველ ერთეულში ინვესტიციების ხელშეწყობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; ხელშეკრულების დამტკიცება ერთობლივი პროექტების განხორციელების მიზნით სხვა თვითმმართველ ერთეულთან საბიუჯეტო სახსრების გაერთიანების შესახებ; დ) ადგილობრივი მოსაკრებლების ამოღება; ე) დასაქმების ხელშეწყობის მუნიციპალური პროგრამების დამტკიცება; ვ) თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ქონების მართვა და განკარგვა; თვითმმართველი ერთეულის ქონების ფლობის, განკარგვის და ქონებით სარგებლობის წესების დადგენა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; ზ) თვითმმართველი ერთეულის უფლებამოსილების განხორციელების მიზნით კანონით განსაზღვრული იურიდიული პირების შექმნა, რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია; თ) თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული მიწის რესურსების მართვა და განკარგვა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; ი) მიწათსარგებლობის დაგეგმვა, თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიის ზონებად (გამწვანების, დასვენების, სამრეწველო, სავაჭრო და სხვა სპეციალური ზონები) დაყოფა, მათი საზღვრების დადგენა და შეცვლა; კ) ადგილობრივი მნიშვნელობის ტყის და ადგილობრივი მნიშვნელობის წყლის რესურსების მართვა; ლ) მშენებლობის ნებართვის გაცემა, თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიის ფარგლებში მიმდინარე მშენებლობაზე ზედამხედველობა კანონით დადგენილი წესით; მ) საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში საგზაო მოძრაობისა და ავტოსატრანსპორტო გადაყვანის რეგულირება, კანონით დადგენილი ნებართვების გაცემა და მოსახლეობის სამგზავრო ტრანსპორტით მომსახურების ორგანიზება; ნ) გარე ვაჭრობის, ბაზრებისა და ბაზრობების რეგულირება; ო) გარე რეკლამის განთავსების რეგულირება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; პ) ავტომანქანების პარკირების ადგილების განსაზღვრა და პარკირების წესების დადგენა; დასახლებებში ქუჩების დასუფთავება, გარე განათება, სანიაღვრე მეურნეობისა და კანალიზაციის მოწყობა, საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვებისა და გატანის სამუშაოთა წარმოების დაგეგმვა და განხორციელება ან მათ განხორციელებაზე მუნიციპალური შესყიდვის ორგანიზება; სასაფლაოების მოვლა-პატრონობა; ჟ) თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიის კეთილმოწყობა და გამწვანება, შესაბამისი პროგრამების დამტკიცება, პროგრამით გათვალისწინებულ ღონისძიებათა განხორციელება ან მათ განხორციელებაზე მუნიციპალური შესყიდვის ორგანიზება; რ) ადგილობრივი მნიშვნელობის გზების შენახვა, მშენებლობა და განვითარების უზრუნველყოფა; ს) თვითმმართველი ერთეულის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვა და თვითმმართველი ერთეულის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის ნორმებისა და წესების განსაზღვრა; მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის, განაშენიანების რეგულირების გეგმის, დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცება; თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიის კეთილმოწყობისა და საინჟინრო ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამების დამტკიცება; ტ) ადგილობრივი მნიშვნელობის ბიბლიოთეკების, მუზეუმების, თეატრების, გამოფენების, სპორტულ-გამაჯანსაღებელი ობიექტების საქმიანობის ორგანიზება; უ) მუნიციპალური არქივის შექმნა და საარქივო მომსახურების ტარიფების დადგენა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; ფ) სკოლამდელი აღზრდისა და სკოლისგარეშე სააღმზრდელო დაწესებულებების არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფორმით შექმნა და მათი წესდებების დამტკიცება; სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების საქმიანობის ორგანიზება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; ქ) თვითმმართველი ერთეულის მუნიციპალური პროგრამებისა და გეგმების შემუშავება და დამტკიცება; ღ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროში მუნიციპალური რესურსების მობილიზება, შესაბამისი ღონისძიებების (ადამიანის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს შექმნა, ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება, ჯანმრთელობის რისკფაქტორების იდენტიფიცირება) შემუშავება, განხორციელება და ამის თაობაზე მოსახლეობის ინფორმირება; ყ) თვითმმართველი ერთეულის მუნიციპალური სახანძრო უსაფრთხოებისა და სამაშველო ღონისძიებების უზრუნველყოფა; შ) თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებისა და საგზაო მოძრაობის დაგეგმარება; ჩ) შეკრებების, მიტინგების, დემონსტრაციების ჩატარებასთან დაკავშირებული საკითხების რეგულირება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; ც) ადგილობრივი შესყიდვების განხორციელება; ძ) ქუჩებისა და მოედნების სახელდება და ნუმერაცია. 3. გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული საკითხებისა, თვითმმართველი ერთეული უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ისეთ საკითხზე, რომელიც კანონის თანახმად არ განეკუთვნება ხელისუფლების სხვა ორგანოს უფლებამოსილებას და არ არის აკრძალული თვითმმართველი ერთეულისათვის. საქართველოს 2006 წლის 14 დეკემბრის ორგანული კანონი №3991 - სსმ I, №48, 22.12.2006 წ., მუხ.358 საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის ორგანული კანონი №5296 - სსმ I, №31, 03.08.2007 წ., მუხ.347 საქართველოს 2007 წლის 20 ნოემბრის ორგანული კანონი №5463 - სსმ I, №40, 03.12.2007 წ., მუხ.371 საქართველოს 2009 წლის 16 ივლისის ორგანული კანონი №1459 - სსმ I, №20, 28.07.2009 წ., მუხ.91 საქართველოს 2009 წლის 18 დეკემბრის   ორგანული კანონი №2441 - სსმ I, №47, 28.12.2009 წ., მუხ.357 საქართველოს 2009 წლის 28 დეკემბრის ორგანული კანონი №2515 - სსმ I, №5, 25.01.2010წ., მუხ.16 საქართველოს 2010 წლის 15 დეკემბრის  ორგანული კანონი №4056 - სსმ I, №74, 24.12.2010 წ.,მუხ.451 საქართველოს 2012 წლის  16 მარტის ორგანული კანონი №5857 – ვებგვერდი, 28.03.2012წ. საქართველოს 2013 წლის  12 ივლისის ორგანული კანონი №824 – ვებგვერდი, 06.08.2013წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №34 · ძალაშია 1 სექ. 2013-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 4 აპრ. 2012 – 1 მაი. 2012 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 10

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 6 აგვ. 2013
  2. · გამოქვეყნდა 28 მარ. 2012
  3. 16-ე მუხლის „მ“ ქვეპუნქტში ადგილობრივი სამგზავრო გადაყვანის რეგულირება შეიცვალა საგზაო მოძრაობისა და ავტოსატრანსპორტო გადაყვანის რეგულირებით, ნებართვების გაცემითა და სამგზავრო ტრანსპორტით მომსახურების ორგანიზებით, მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში.

  4. მე-16 მუხლში ექსკლუზიური უფლებამოსილება საკუთარმა ჩაანაცვლა, მე-2 პუნქტის ჩამონათვალი ახლებურად და გაფართოებულად ჩამოყალიბდა, ხოლო მე-3 პუნქტი ერთეულს აძლევს უფლებას გადაწყვიტოს სხვა ორგანოსთვის მიუკუთვნებელი და აუკრძალავი საკითხი.

  5. · გამოქვეყნდა 28 ივლ. 2009

    16-ე მუხლის „ო“ ქვეპუნქტის ობიექტთა ჩამონათვალიდან ამოღებულია „არქივი“; დარჩა ბიბლიოთეკა, მუზეუმი, საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებები და სხვა.

  6. მე-16 მუხლის „რ“ ქვეპუნქტიდან ამოღებულია სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პრიორიტეტების დამტკიცება; დარჩა მუნიციპალური პროგრამებისა და გეგმების დამტკიცება.

  7. · გამოქვეყნდა 30 დეკ. 2008
  8. · გამოქვეყნდა 3 დეკ. 2007

    16-ე მუხლის „მ“ ქვეპუნქტიდან ამოღებულია საბინაო-კომუნალური მომსახურების ტარიფისა და წესების დადგენა, აგრეთვე წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სამუშაოები; დარჩა პარკირება, ქუჩების დასუფთავება და განათება, სანიაღვრე მეურნეობა, ნარჩენები და სასაფლაოები.

  9. მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში ქონების მართვა-განკარგვა დაექვემდებარა კანონმდებლობით განსაზღვრულ წესს და დაემატა „ა¹“ ქვეპუნქტი იურიდიული პირების შექმნა-რეორგანიზაცია-ლიკვიდაციის შესახებ.

  10. მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტი ახლა ეხება სკოლამდელი და სკოლისგარეშე სააღმზრდელო დაწესებულებების არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფორმით შექმნას და წესდებების დამტკიცებას; წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის დანიშვნა და საქმიანობის კონტროლი ამოღებულია.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ავთანდილ კუჭავა

ავთანდილ კუჭავა

CEO

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
87576749¹316265 (და…1684116
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს დედაქალაქი…საქართველოს კონსტიტუცი…ადგილობრივი თვითმმართვ…საქართველოს რესპუბლიკი…მობილიზაციის შესახებადგილობრივი მოსაკრებლე…