Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკანებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებმუხლი 3

ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ

მუხლი 3. საპენსიო სქემის ფორმები და საპენსიო სქემაში მონაწილეობა

რედაქცია №0 კონსოლიდირებული · 19 ივლ. 2023
თემები:თანამშრომლის შეღავათებიპირადი საგადასახადო დაგეგმვასტარტაპის იურიდიული მომსახურებააღმასრულებელი მენეჯმენტიკოლექტიური შემცირება

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678910111213

1.საპენსიო სქემა არის განუსაზღვრელი ვადით შექმნილი მექანიზმი, რომლის მიზანია მონაწილისა და ბენეფიციარის მიერ საპენსიო დანაგროვის დაგროვების, ინვესტირებისა და პენსიის მიღების ორგანიზება.

2.ამ კანონის შესაბამისად საპენსიო სქემაში მონაწილეობის შედეგად მიღებული პენსია განისაზღვრება მხოლოდ მონაწილის პირად საპენსიო ანგარიშზე დაგროვებული საპენსიო აქტივებითა და მის მიერ შერჩეული პენსიის გადახდის გრაფიკის შესაბამისად და დამოკიდებული არ არის სხვა ფაქტორებზე.

3.ამ კანონის შესაბამისად შეიძლება ჩამოყალიბდეს ორი ფორმის საპენსიო სქემა: ა) ინდივიდუალური საპენსიო სქემა; ბ) ჯგუფური საპენსიო სქემა.

4.თუ პირს სურს, „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საპენსიო სქემის ან სახელმწიფო პენსიის გარდა, მიიღოს დამატებითი პენსია, მას შეუძლია მონაწილეობა მიიღოს აქტივების მმართველი კომპანიის ან მზღვეველის მიერ ჩამოყალიბებულ და რეგისტრირებულ ინდივიდუალურ საპენსიო სქემაში. ინდივიდუალურ საპენსიო სქემაში მონაწილეობა შეუძლია როგორც დასაქმებულ ფიზიკურ პირს, ისე ნებისმიერ სხვა ფიზიკურ პირს (მათ შორის, თვითდასაქმებულს). ინდივიდუალური საპენსიო სქემის მონაწილეს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს ერთ ან რამდენიმე ინდივიდუალურ საპენსიო სქემაში. ინდივიდუალური საპენსიო სქემების მონაწილეს შეუძლია საკუთარი საპენსიო დანაგროვი ერთი ინდივიდუალური საპენსიო სქემიდან გადაიტანოს მეორე ინდივიდუალურ საპენსიო სქემაში ამ კანონის შესაბამისად.

5.დასაქმებულს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს ჯგუფურ საპენსიო სქემაში, რომელიც დააფუძნა მისმა დამსაქმებელმა ან იმ დამსაქმებელთა გაერთიანებამ, რომლის წევრიცაა მისი დამსაქმებელი, ან იმ დასაქმებულთა გაერთიანებამ, რომლის წევრიცაა თავად დასაქმებული. დასაქმებულს აგრეთვე შეუძლია სურვილის შემთხვევაში მონაწილეობა მიიღოს ერთ ან რამდენიმე ინდივიდუალურ საპენსიო სქემაში.

6.დასაქმებულთა გაერთიანების წევრს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს დასაქმებულთა გაერთიანების ჯგუფურ საპენსიო სქემაში.

7.დამსაქმებელთა გაერთიანების წევრს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს დამსაქმებელთა გაერთიანების ჯგუფურ საპენსიო სქემაში.

8.პროფესიული ორგანიზაციის წევრს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს პროფესიული ორგანიზაციის ჯგუფურ საპენსიო სქემაში.

9.საპენსიო სქემის მონაწილეს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს ერთზე მეტ ჯგუფურ და ინდივიდუალურ საპენსიო სქემაში.

10.ამ კანონის შესაბამისად, საპენსიო სქემების ჩამოყალიბება და რეგისტრაცია შეუძლიათ შემდეგ იურიდიულ პირებს: ა) აქტივების მმართველ კომპანიას; ბ)  მზღვეველს; გ)  საპენსიო კომპანიას.

11.მხოლოდ აქტივების მმართველ კომპანიასა და მზღვეველს აქვთ უფლება, განახორციელონ ინდივიდუალური საპენსიო სქემის რეგისტრაცია/შეთავაზება.

12.დაუშვებელია ნებაყოფლობითი კერძო საპენსიო საქმიანობის განხორციელება ამ კანონის შესაბამისად სამსახურის მიერ გაცემული ლიცენზიის ან/და საპენსიო სქემის რეგისტრაციის გარეშე.

13.დაუშვებელია პირმა სამსახურის მიერ ამ კანონის შესაბამისად გაცემული ლიცენზიის ან/და საპენსიო სქემის რეგისტრაციის გარეშე დასახელებაში გამოიყენოს შემდეგი სიტყვები: „საპენსიო კომპანია“, „საპენსიო ფონდი“, „საპენსიო სქემა“ ან სხვა სიტყვათწყობა ამ სიტყვების გამოყენებით (გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ასეთი გამოყენება დადგენილია ან აღიარებულია საქართველოს კანონით ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით, ან როდესაც, ამ სიტყვების/სიტყვათწყობის გამოყენების მიუხედავად, კონტექსტიდან ჩანს, რომ პირი არ ახორციელებს ამ კანონით გათვალისწინებულ საქმიანობას).

წინა მუხლი 2შემდეგი მუხლი 4

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • თანამშრომელთა წილობრივი ოფციონები (ESOP)5 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • საბონუსე და სამოტივაციო სისტემების შემუშავება5 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • საკომპენსაციო პაკეტები შემცირებისას3 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • კაპიტალის წამახალისებელი გეგმები2 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ლიანა ზაგაშვილი

ლიანა ზაგაშვილი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200-დან

დაუსვით კითხვაპროფილი
დავით მაისურაძე

დავით მაისურაძე

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

დაუსვით კითხვაპროფილი
ნინი ჩახუნაშვილი

ნინი ჩახუნაშვილი

სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაცია

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ნუგზარ მოსიძე

ნუგზარ მოსიძე

ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2023-07-19

1
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
0
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

მუხლი 2

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ

  • 40პენსიის გაცემის ფორმები და პენსიის მიღების უფლება
  • 4კერძო პენსიის ხელშეკრულება
  • 6პირადი საპენსიო ანგარიში

არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ

  • 14საპენსიო სქემის სახეები
  • 15პროფესიული საპენსიო სქემა
  • 23საპენსიო სქემის წესები

დაგროვებითი პენსიის შესახებ

  • 3დაგროვებითი საპენსიო სქემა
  • 32პენსიის დანიშვნა და გაცემა საპენსიო ასაკში
  • 4საპენსიო ფონდის შექმნა

ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ

  • 15ნებაყოფლობითი კერძო საპენსიო სქემის მონაწილე/ბენეფიციარი

სახელმწიფო პენსიის შესახებ

  • 7პენსიის დაფინანსების წყარო, ოდენობა და გაანგარიშების წესი

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

  • 201საპენსიო ფონდის მმართველობითი საბჭოს პროფესიონალი წევრობის კანდიდატების შესარჩევი კომისიის წევრების დანიშვნის წესი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1415237332415240462013
მითითებამნიშვნელობით ახლოსნებაყოფლობითი კერძო პე…არასახელმწიფო საპენსიო…დაგროვებითი პენსიის შე…ფულის გათეთრებისა და ტ…სახელმწიფო პენსიის შეს…საქართველოს პარლამენტი…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 19 ივლ. 2023