საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში ან სასამართლოში საგადასახადო ან საბაჟო დავაზე მიღებული გადაწყვეტილების, ასევე გადასახადის გადამხდელის (მოვალის) საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთული, ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებული მომსახურების გაწევა ხორციელდება საფასურის გარეშე. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ივლისის დადგენილება №178 - სსმ - III, №80, 06.07.2010წ., მუხ.1172 საქართველოს მთავრობის 2011 წლის 5 იანვრის დადგენილება №7 - ვებგვერდი,10.01.2011წ. საქართველოს მთავრობის 2017 წლის 13 თებერვლის დადგენილება №76 – ვებგვერდი, 14.02.2017წ. საქართველოს მთავრობის 2019 წლის 27 სექტემბრის დადგენილება №472 – ვებგვერდი, 01.10.2019წ.
მუხლი 1²
რედაქცია №132 კონსოლიდირებული · 13 ნოე. 2026
გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?
გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?
აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

