Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკავაზისა და ღვინის შესახებმუხლი 17

ვაზისა და ღვინის შესახებ

მუხლი 17. დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის, დაცული ადგილწარმოშობის დასახელების სპირტიანი სასმელის, დაცული გეოგრაფიული აღნიშვნის ღვინის, დაცული გეოგრაფიული აღნიშვნის სპირტიანი სასმელის კატეგორიის ცვლილება

რედაქცია №18 კონსოლიდირებული · 9 ივნ. 2026
თემები:ალკოჰოლი და თამბაქო

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.დასაშვებია, დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინო გადახარისხდეს დაცული გეოგრაფიული აღნიშვნის ღვინოდ, თუ იგი აკმაყოფილებს ახალი კატეგორიის ღვინისთვის კანონით დადგენილ მოთხოვნებს.

2.დასაშვებია, დაცული ადგილწარმოშობის დასახელების სპირტიანი სასმელი გადახარისხდეს დაცული გეოგრაფიული აღნიშვნის სპირტიან სასმელად, თუ იგი აკმაყოფილებს ახალი კატეგორიის სპირტიანი სასმელისთვის კანონით დადგენილ მოთხოვნებს.

3.დასაშვებია, დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოს, დაცული ადგილწარმოშობის დასახელების სპირტიან სასმელს, დაცული გეოგრაფიული აღნიშვნის ღვინოს ან დაცული გეოგრაფიული აღნიშვნის სპირტიან სასმელს მოეხსნას შესაბამისი კატეგორია.

4.ამ მუხლის პირველ, მე-2 და მე-3 პუნქტებში აღნიშნული კატეგორიის ცვლილება დასაშვებია მეწარმის ინიციატივით ან/და სახელმწიფო კონტროლის საფუძველზე, სააგენტოს გადაწყვეტილებით. საქართველოს 2002 წლის 4 ივლისის კანონი №1635-სსმI, №23, 24.07.2002წ., მუხ.117 საქართველოს 2005 წლის 5 ივნისის კანონი №4869-სსმI, №21, 18.06.2007წ., მუხ.183 საქართველოს 2017 წლის 15 ივნისის კანონი №972 - ვებგვერდი, 30.06.2017წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ზემოთ მოცემულ ტექსტში ასახულია ცვლილება, რომელიც ჯერ არ ამოქმედებულა (ამოქმედდება: 3 იან. 2028). დღეს მოქმედებს ეს ტექსტი:

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №3 · ძალაშია 1 აგვ. 2007-დან · იცვლება 3 იან. 2028-დან

1. თითოეული სპეციფიკური ზონის საზღვრები უნდა იყოს ზუსტად დადგენილი (დემარკირებული) ვენახის ცალკეული ნაკვეთის ან მათი ერთობლიობის გამოკვეთით და იმ ფაქტორების (ნიადაგი, კლიმატი, ვენახის განლაგება და ექსპოზიცია (ტერუარი)) გათვალისწინებით, რომლებიც განაპირობებს ამ სპეციფიკურ ზონაში წარმოებული ადგილწარმოშობის დასახელების (ა.დ.) ღვინის განსაკუთრებულ ხარისხს. 2. ნებისმიერი პირი უფლებამოსილია, რეგისტრირებული ადგილწარმოშობის დასახელების, გეოგრაფიული აღნიშვნის საზღვრებში ან სპეციფიკური ზონის ფარგლებში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დაარეგისტრიროს ახალი ადგილწარმოშობის დასახელება ან გეოგრაფიული აღნიშვნა, რომლის გამოყენების ექსკლუზიური უფლება მხოლოდ ამ პირს ექნება. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნული ახალი ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის გამოყენების ექსკლუზიური უფლების მინიჭების, შეცვლისა და შეწყვეტის, აგრეთვე გამოყენების შეზღუდვის წესს განსაზღვრავს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო. 4. ადგილწარმოშობის დასახელების (ა.დ.) ღვინოების წარმოებისათვის განკუთვნილ სპეციფიკურ ზონაში დასაშვებია მხოლოდ ვაზის ჯიშების სტანდარტული სორტიმენტის მევენახეობის ამ ზონისათვის ან ქვეზონისათვის დამტკიცებული ვაზის ჯიშების გაშენება. 5. სპეციფიკური ზონის დასახელების რეგისტრაციიდან არა უგვიანეს 5 წლისა ამ სპეციფიკურ ზონაში დასაშვებია ვაზის იმ ჯიშების არსებობაც, რომლებიც არ შედის ვაზის ჯიშების სტანდარტულ სორტიმენტში. 6. თუ სპეციფიკური ზონის დასახელების რეგისტრაციიდან 5 წლის შემდეგ ადგილწარმოშობის დასახელების (ა.დ.) ღვინოების წარმოებისათვის განკუთვნილ ვენახში არ იქნება დაცული ამ მუხლის მე-4 პუნქტის მოთხოვნა, აკრძალულია ასეთ ვენახში მოწეული ყურძნისაგან წარმოებული ღვინისათვის ადგილწარმოშობის დასახელების (ა.დ.) ღვინის სტატუსის მინიჭება. საქართველოს 2002 წლის 4 ივლისის კანონი №1635-სსმI, №23, 24.07.2002წ., მუხ.117 საქართველოს 2005 წლის 5 ივნისის კანონი №4869-სსმI, №21, 18.06.2007წ., მუხ.183

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 26 ოქტ. 1998 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 1 იან. 2003· გამოქვეყნდა 23 ივლ. 2002

    მე-17 მუხლში ტერმინები შეიცვალა სპეციფიკური ზონითა და ადგილწარმოშობის დასახელების ღვინით; მე-2 პუნქტით ჯიშებს განსაზღვრავს სამეცნიერო ინსტიტუტი და ამტკიცებს სამინისტრო, მე-3 პუნქტში ვადა 5 წელია, ხოლო ახალი მე-5 პუნქტი კრძალავს სტატუსის მინიჭებას.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 16შემდეგი მუხლი 18

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • მეღვინეობის სამართალისერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 9 ივნ. 2026 · №18

  • 1 ცვლილება · ბოლო 23 ივლ. 2002
  • 5 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

ვაზისა და ღვინის შესახებ

  • 19დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინისა და დაცული ადგილწარმოშობის დასახელების სპირტიანი სასმელის წარმოება
  • 16ღვინისა და სპირტიანი სასმელის ადგილწარმოშობის დასახელების და გეოგრაფიული აღნიშვნის დაცვა
  • 18დაცული გეოგრაფიული აღნიშვნის ღვინისა და დაცული გეოგრაფიული აღნიშვნის სპირტიანი სასმელის წარმოებასთან დაკავშირებული შეზღუდვები

საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ

  • 27ადგილწარმოშობის დასახელებით ან გეოგრაფიული აღნიშვნით დაცულ საქონელზე ოფიციალური სიმბოლოსა და წარწერის „რეგისტრირებული ადგილწარმოშობის დასახელება“ ან „რეგისტრირებული გეოგრაფიული აღნიშვნა“ გამოყენების წ
  • 16ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის დაცვის ფარგლები
  • 18ადგილწარმოშობის დასახელებასა ან გეოგრაფიულ აღნიშვნასა და სასაქონლო ნიშანს შორის ურთიერთობა

სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი

  • 18ეტიკეტირების წესი
  • 24¹საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ღვინის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილება
  • 17მიკვლევადობას მოთხოვნები

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

  • 1103წარმოშობის გეოგრაფიული აღნიშვნისა და ადგილწარმოშობის დასახელების უფლება

სასაქონლო ნიშნების შესახებ

  • 31გეოგრაფიული წარმოშობის აღნიშვნის გამოყენება კოლექტიურ ნიშნად

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 179⁶სამომხმარებლო ბაზარზე დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის სამომხმარებლო ტარაში დაფასოების ან/და შესაბამისობის სერტიფიკატის გარეშე რეალიზაცია

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
31191618179⁶11031824¹1727161817
მნიშვნელობით ახლოსვაზისა და ღვინის შესახ…საქონლის ადგილწარმოშობ…სურსათის/ცხოველის საკვ…საქართველოს სამოქალაქო…სასაქონლო ნიშნების შეს…საქართველოს ადმინისტრა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 9 ივნ. 2026 · რედაქცია №18 · ბოლოს შემოწმდა 29 ოქტ. 2026