ვაზისა და ღვინის შესახებ

მუხლი 16. ღვინისა და სპირტიანი სასმელის ადგილწარმოშობის დასახელების და გეოგრაფიული აღნიშვნის დაცვა

რედაქცია №18 კონსოლიდირებული · 9 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ღვინის ან სპირტიანი სასმელის ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის დაცვა ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საქპატენტში რეგისტრაციის საფუძველზე.

2.ღვინის ან სპირტიანი სასმელის ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციისთვის საქპატენტში წარდგენილი უნდა იქნეს სააგენტოსთან შეთანხმებული, შესაბამისი ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის, ადგილწარმოშობის დასახელების სპირტიანი სასმელის, გეოგრაფიული აღნიშვნის ღვინის ან გეოგრაფიული აღნიშვნის სპირტიანი სასმელის წარმოების სპეციფიკაცია.

3.ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნულ წარმოების სპეციფიკაციაში მითითებული უნდა იყოს: ა) ადგილწარმოშობის დასახელება ან გეოგრაფიული აღნიშვნა; ბ) ფიზიკური, ქიმიური და ორგანოლეპტიკური მახასიათებლები; გ) ღვინის, სპირტიანი სასმელის დამზადების სპეციფიკური მეთოდები ან/და შეზღუდვები; დ) შესაბამისი გეოგრაფიული ადგილის საზღვრები; ე) 1 ჰექტარ ვენახზე ყურძნის მაქსიმალური მოსავლიანობა და ღვინის მაქსიმალური გამოსავლიანობა; ვ) ვაზის ჯიში/ჯიშები; ზ) პროდუქტის განსაკუთრებული ხარისხის, თვისებების ან/და რეპუტაციის კავშირი შესაბამის გეოგრაფიულ ადგილთან; თ) დამატებითი განსაკუთრებული მახასიათებლები (არსებობის შემთხვევაში); ი) მაკონტროლებელი ორგანო.

4.საქპატენტში დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ან დაცული გეოგრაფიული აღნიშვნის ღვინის ან სპირტიანი სასმელის წარმოების სპეციფიკაციაში ცვლილების შეტანა დასაშვებია მხოლოდ სააგენტოსთან შეთანხმებით. საქართველოს 2002 წლის 4 ივლისის კანონი №1635-სსმI, №23, 24.07.2002წ., მუხ.117 საქართველოს 2005 წლის 5 ივნისის კანონი №4869-სსმI, №21, 18.06.2007წ., მუხ.183 საქართველოს 2017 წლის 15 ივნისის კანონი №972 - ვებგვერდი, 30.06.2017წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ზემოთ მოცემულ ტექსტში ასახულია ცვლილება, რომელიც ჯერ არ ამოქმედებულა (ამოქმედდება: 3 იან. 2028). დღეს მოქმედებს ეს ტექსტი:

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №3 · ძალაშია 1 აგვ. 2007-დან · იცვლება 3 იან. 2028-დან

1. ადგილწარმოშობის დასახელების (ა.დ.) ღვინოების წარმოება ეფუძნება შემდეგ ძირითად კრიტერიუმებს: ა) სპეციფიკურ ზონას; ბ) ვაზის ჯიშს; გ) კულტივირების (ტრადიციულ და ეკოლოგიურ) მეთოდებს; დ) ღვინის დაყენების მეთოდს; ე) ბუნებრივი მოცულობითი სპირტშემცველობის მინიმალურ ზღვარს; ვ) ყურძნის ან/და ღვინის გამოსავლიანობას ერთი ჰექტარიდან; ზ) ფიზიკურ-ქიმიურ ანალიზს და ორგანოლეპტიკურ მახასიათებლებს. 2. ადგილწარმოშობის დასახელების (ა.დ.) ღვინოები მოიცავს შემდეგ კატეგორიებს: ა) ადგილწარმოშობის დასახელების მშრალ, ნახევრად მშრალ, ნახევრად ტკბილ და ტკბილ ღვინოებს; ბ) ადგილწარმოშობის დასახელების შემაგრებულ ღვინოებს (ა.დ.შ.); გ) ადგილწარმოშობის დასახელების ცქრიალა ღვინოებს (ა.დ.ც.). საქართველოს 2002 წლის 4 ივლისის კანონი №1635-სსმI, №23, 24.07.2002წ., მუხ.117 საქართველოს 2005 წლის 5 ივნისის კანონი №4869-სსმI, №21, 18.06.2007წ., მუხ.183

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 26 ოქტ. 1998 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 23 ივლ. 2002

    მე-16 მუხლის პირველი პუნქტი ამოღებულია, ხოლო მე-2 და მე-3 პუნქტებში სამარკო ღვინოები შეიცვალა ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოებით და განსაკუთრებული ზონა სპეციფიკური ზონით.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ლიანა ზაგაშვილი

ლიანა ზაგაშვილი

ინტელექტუალური საკუთრებისა და საავტორო სამართლის იურისტი | ხელოვნური ინტელექტისა და საავტორო უფლებების მკვლევარი | უმაღლესი განათლების ავტორიზაციისა და აკრედიტაციის ექსპერტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200-დან

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
31191718179⁶11031824¹19452716
მნიშვნელობით ახლოსვაზისა და ღვინის შესახ…საქონლის ადგილწარმოშობ…საქართველოს სამოქალაქო…სურსათის/ცხოველის საკვ…სასაქონლო ნიშნების შეს…საქართველოს ადმინისტრა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №18 · ბოლოს შემოწმდა