Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებმუხლი 16

საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ

მუხლი 16. ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის დაცვის ფარგლები

რედაქცია №0 კონსოლიდირებული · 10 ოქტ. 2023
თემები:მომხმარებლის უფლებების დანაშაულებიინტელექტუალური საკუთრების ლიცენზირებაბირჟის Go-to-Market სტრატეგია საქართველოშიინტელექტუალური საკუთრების დანაშაულებისავაჭრო ნიშნის რეგისტრაცია

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის დაცვის ფარგლებიდან გამომდინარე, აკრძალულია: ა) ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის ნებისმიერი პირდაპირი ან არაპირდაპირი კომერციული გამოყენება ერთ-ერთ შემდეგ შემთხვევაში: ა.ა) როდესაც ადგილწარმოშობის დასახელებით ან გეოგრაფიული აღნიშვნით დაცული საქონელი და ის საქონელი, რომელზედაც რეგისტრაცია არ ვრცელდება, ერთნაირი ტიპის საქონელია; ა.ბ) რეგისტრირებული ან დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის რეპუტაციით სარგებლობის შემთხვევაში, მაშინაც კი, თუ შესაბამისი საქონელი ინგრედიენტის სახით გამოიყენება; ბ) ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის ნებისმიერი მცდარი გამოყენების, იმიტაციის ან მიბაძვის შემთხვევაში, მაშინაც კი, თუ შესაბამისი საქონლის წარმოშობის ადგილი მითითებულია ან დაცული ადგილწარმოშობის დასახელება წარმოდგენილია თარგმანით, ტრანსლიტერაციით, ტრანსკრიფციით ან შემდეგ სიტყვებთან ერთად: „სტილი“, „ტიპი“, „მეთოდი“, „წარმოებული, როგორც“, „იმიტაცია“, „არომატი“ და სხვა, აგრეთვე მაშინ, თუ აღნიშნული საქონელი ინგრედიენტის სახით გამოიყენება; გ) როდესაც ნებისმიერი სხვა მცდარი ან ისეთი აღნიშვნა, რომელიც მომხმარებელს საქონლის წარმომავლობის, წარმოშობის ადგილის, დასახელების ან განსაკუთრებული ხარისხის შესახებ მცდარ წარმოდგენას უქმნის, მოცემულია სამოქალაქო ბრუნვაში ჩართული/ბაზარზე განთავსებული საქონლის შიდა ან გარე შეფუთვაზე, სარეკლამო მასალაზე ან საქონელთან დაკავშირებულ დოკუმენტაციაში, აგრეთვე საქონლის იმგვარი შეფუთვის (ტარაში მოთავსების) შემთხვევაში, რომელმაც შეიძლება მომხმარებელს საქონლის წარმოშობის შესახებ მცდარი წარმოდგენა შეუქმნას; დ) ნებისმიერი სხვა ქმედების განხორციელების შემთხვევაში, რომელმაც შეიძლება მომხმარებელს საქონლის წარმოშობის შესახებ მცდარი წარმოდგენა შეუქმნას.

2.დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის გვარეობით ცნებად გადაქცევა არ შეიძლება.

3.თუ დაცული ადგილწარმოშობის დასახელება ან გეოგრაფიული აღნიშვნა იმ საქონლის დასახელებას შეიცავს, რომელიც გვარეობით ცნებად არის მიჩნეული, აღნიშნული გვარეობითი ცნების გამოყენებაზე არ ვრცელდება ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული აკრძალვები.

4.ამ მუხლის დებულებები ფიზიკურ პირს არ უზღუდავს უფლებას, საქონლის სამოქალაქო ბრუნვაში ჩართვისას/ბაზარზე განთავსებისას გამოიყენოს საკუთარი ან იმ პირის სახელი, რომლის მემკვიდრეცაა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აღნიშნული სახელის გამოყენება მომხმარებელს მცდარ წარმოდგენას უქმნის.

5.ამ მუხლის დებულებები არცერთ პირს არ უზღუდავს უფლებას, საქონლის სამოქალაქო ბრუნვაში ჩართვისას/ბაზარზე განთავსებისას გამოიყენოს მცენარის ან ცხოველის ჯიშის დასახელება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აღნიშნული დასახელების გამოყენება მომხმარებელს მცდარ წარმოდგენას უქმნის.

წინა მუხლი 15შემდეგი მუხლი 17

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ტრეიდმარკის გაყალბება5 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • პროდუქტის დამცირება3 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • რეგიონული სავაჭრო ნიშნების სტრატეგია2 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ბრენდის დაცვის სტრატეგია1 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ლიანა ზაგაშვილი

ლიანა ზაგაშვილი

ინტელექტუალური საკუთრებისა და საავტორო სამართლის იურისტი | ხელოვნური ინტელექტისა და საავტორო უფლებების მკვლევარი | უმაღლესი განათლების ავტორიზაციისა და აკრედიტაციის ექსპერტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200-დან

დაუსვით კითხვაპროფილი
ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

დაუსვით კითხვაპროფილი
სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი - სისხლის სამართლის ადვოკატი თბილისში, საქართველოში და Chikovani Law Office-ის დამფუძნებელი. სისხლის სამართლის დაცვა, უცხოელი კლიენტების წარმომადგენლობა და საერთაშორისო საქმეები. GBA.

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 10 ოქტ. 2023

  • ციტირებულია 1 მუხლი

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

მუხლი 18

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ

  • 27ადგილწარმოშობის დასახელებით ან გეოგრაფიული აღნიშვნით დაცულ საქონელზე ოფიციალური სიმბოლოსა და წარწერის „რეგისტრირებული ადგილწარმოშობის დასახელება“ ან „რეგისტრირებული გეოგრაფიული აღნიშვნა“ გამოყენების წ
  • 28პასუხისმგებლობა ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის უკანონო გამოყენებისთვის
  • 18ადგილწარმოშობის დასახელებასა ან გეოგრაფიულ აღნიშვნასა და სასაქონლო ნიშანს შორის ურთიერთობა

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

  • 1103წარმოშობის გეოგრაფიული აღნიშვნისა და ადგილწარმოშობის დასახელების უფლება

სასაქონლო ნიშნების შესახებ

  • 31გეოგრაფიული წარმოშობის აღნიშვნის გამოყენება კოლექტიურ ნიშნად

ვაზისა და ღვინის შესახებ

  • 16ღვინისა და სპირტიანი სასმელის ადგილწარმოშობის დასახელების და გეოგრაფიული აღნიშვნის დაცვა
  • 17დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის, დაცული ადგილწარმოშობის დასახელების სპირტიანი სასმელის, დაცული გეოგრაფიული აღნიშვნის ღვინის, დაცული გეოგრაფიული აღნიშვნის სპირტიანი სასმელის კატეგორიის ცვლილება
  • 19დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინისა და დაცული ადგილწარმოშობის დასახელების სპირტიანი სასმელის წარმოება

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 158სასაქონლო (მომსახურების) ნიშნის ან სხვა კომერციული აღნიშვნის უკანონო გამოყენება

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი

  • 196სასაქონლო (მომსახურების) ნიშნის ან სხვა კომერციული აღნიშვნის მართლსაწინააღმდეგო გამოყენება

საქართველოს საბაჟო კოდექსი

  • 36საქონლის წარმოშობა

გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ

  • 9გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა აღდგენა ან გადარქმევა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
31196916171915811033618272816
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქონლის ადგილწარმოშობ…საქართველოს სამოქალაქო…სასაქონლო ნიშნების შეს…ვაზისა და ღვინის შესახ…საქართველოს ადმინისტრა…საქართველოს სისხლის სა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 10 ოქტ. 2023 · რედაქცია №0 · ბოლოს შემოწმდა 30 ოქტ. 2026