საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ

მუხლი 27. ადგილწარმოშობის დასახელებით ან გეოგრაფიული აღნიშვნით დაცულ საქონელზე ოფიციალური სიმბოლოსა და წარწერის „რეგისტრირებული ადგილწარმოშობის დასახელება“ ან „რეგისტრირებული გეოგრაფიული აღნიშვნა“ გამოყენების წ

რედაქცია №0 კონსოლიდირებული · 10 ოქტ. 2023

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.წარწერის „რეგისტრირებული ადგილწარმოშობის დასახელება“ ან „რეგისტრირებული გეოგრაფიული აღნიშვნა“ გამოყენების უფლება აქვს სერტიფიკატის მფლობელ ნებისმიერ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს.

2.წარწერა „რეგისტრირებული ადგილწარმოშობის დასახელება“ ან „რეგისტრირებული გეოგრაფიული აღნიშვნა“ შეიძლება გამოყენებულ იქნეს იმ საქონლის სავაჭრო სახელწოდებაში ან მასთან ერთად, აგრეთვე შეფუთვაზე ან რეკლამაში ან შეთავაზებაში, რომელიც შეიცავს რეგისტრირებული ადგილწარმოშობის დასახელებით ან გეოგრაფიული აღნიშვნით ნიშანდებულ საქონელს, თუ: ა) საქონელში არ არის სხვა ინგრედიენტი, რომელმაც შეიძლება ნაწილობრივ ან მთლიანად ჩაანაცვლოს რეგისტრირებული ან დაცული ადგილწარმოშობის დასახელებით ან გეოგრაფიული აღნიშვნით ნიშანდებული საქონელი; ბ) გამოყენებული ინგრედიენტების რაოდენობა საკმარისია იმისთვის, რომ საქონელს ძირითადი მახასიათებლები შესძინოს; გ) საქონლის ინგრედიენტის პროცენტული მაჩვენებელი მიეთითება რეგისტრირებულ ადგილწარმოშობის დასახელებასთან ან გეოგრაფიულ აღნიშვნასთან ერთად, საქონლის სავაჭრო სახელწოდების სიახლოვეს, ხედვის ძირითად არეალში, ხოლო თუ ეს შეუძლებელია − ინგრედიენტების ჩამონათვალში, ამ ინგრედიენტის გასწვრივ.

3.ამ მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნათა დაცვით, რეგისტრირებული ადგილწარმოშობის დასახელებით ან გეოგრაფიული აღნიშვნით ნიშანდებული საქონლის (გარდა ღვინისა) ეტიკეტის წინა მხარეს უნდა განთავსდეს შესაბამისი ოფიციალური სიმბოლო. ხედვის იმავე არეალში უნდა განთავსდეს საქონლის რეგისტრირებული ადგილწარმოშობის დასახელება ან გეოგრაფიული აღნიშვნა. საქონლის ეტიკეტზე შეიძლება განთავსდეს აგრეთვე წარწერა „რეგისტრირებული ადგილწარმოშობის დასახელება“ ან „რეგისტრირებული გეოგრაფიული აღნიშვნა“.

4.ამ მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნათა დაცვით, რეგისტრირებული ადგილწარმოშობის დასახელებით ან გეოგრაფიული აღნიშვნით ნიშანდებული ღვინის ეტიკეტის წინა მხარეს უნდა განთავსდეს წარწერა „რეგისტრირებული ადგილწარმოშობის დასახელება“ ან „რეგისტრირებული გეოგრაფიული აღნიშვნა“. ხედვის იმავე არეალში უნდა განთავსდეს ღვინის რეგისტრირებული ადგილწარმოშობის დასახელება ან გეოგრაფიული აღნიშვნა. ღვინის ეტიკეტზე შეიძლება განთავსდეს აგრეთვე შესაბამისი ოფიციალური სიმბოლო.

5.ოფიციალური სიმბოლოს შავ-თეთრი ვერსია შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი საქონლის ეტიკეტზე ან შეფუთვაზე სხვა ფერები წარმოდგენილი არ არის.

6.ოფიციალური სიმბოლო მტკიცდება საქპატენტის თავმჯდომარის ბრძანებით.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
319519616311715811031618527
მნიშვნელობით ახლოსსაქონლის ადგილწარმოშობ…საქართველოს სამოქალაქო…ვაზისა და ღვინის შესახ…სასაქონლო ნიშნების შეს…საქართველოს ადმინისტრა…საქართველოს სისხლის სა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №0 · ბოლოს შემოწმდა