სავალდებულოა, დაცული გეოგრაფიული აღნიშვნის ღვინის ან დაცული გეოგრაფიული აღნიშვნის სპირტიანი სასმელის საწარმოებლად გამოყენებული ყურძნის არანაკლებ 85%-ისა მოყვანილი იყოს შესაბამისი გეოგრაფიული აღნიშვნის წარმოების სპეციფიკაციაში მითითებულ გეოგრაფიულ ადგილზე. საქართველოს 2002 წლის 4 ივლისის კანონი №1635-სსმI, №23, 24.07.2002წ., მუხ.117 საქართველოს 2005 წლის 5 ივნისის კანონი №4869-სსმI, №21, 18.06.2007წ., მუხ.183 საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №192-სსმI, №17, 28.07.2008წ., მუხ.121 საქართველოს 2017 წლის 15 ივნისის კანონი №972 - ვებგვერდი, 30.06.2017წ.
მუხლი 18. დაცული გეოგრაფიული აღნიშვნის ღვინისა და დაცული გეოგრაფიული აღნიშვნის სპირტიანი სასმელის წარმოებასთან დაკავშირებული შეზღუდვები
გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?
აღწერეთ თქვენი საკითხიტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ზემოთ მოცემულ ტექსტში ასახულია ცვლილება, რომელიც ჯერ არ ამოქმედებულა (ამოქმედდება: 3 იან. 2028). დღეს მოქმედებს ეს ტექსტი:
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №4 · ძალაშია 28 ივლ. 2008-დან · იცვლება 3 იან. 2028-დან
1. სპეციფიკურ ზონაში წარმოებული ადგილწარმოშობის დასახელების (ა.დ.) ღვინოების წარმოებისას დასაშვებია 15%-მდე იმ ყურძნის ან ღვინის გამოყენება, რომელიც მოწეულია ან მიღებულია მევენახეობის იმავე ზონის სხვა სპეციფიკურ ზონაში ვაზის იმავე ფერის (მხოლოდ ვიტის ვინიფერას ფარგლებში) სტანდარტული ჯიშებისგან. 2. სპეციფიკურ ზონაში მოწეული ყურძნის გადამუშავება, ღვინის წარმოება და ჩამოსხმა დასაშვებია ამ სპეციფიკური ზონის გარეთაც, მხოლოდ საქართველოს ფარგლებში, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ დადგენილი წესით. საქართველოს 2002 წლის 4 ივლისის კანონი №1635-სსმI, №23, 24.07.2002წ., მუხ.117 საქართველოს 2005 წლის 5 ივნისის კანონი №4869-სსმI, №21, 18.06.2007წ., მუხ.183 საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №192-სსმI, №17, 28.07.2008წ., მუხ.121
ამ მუხლის ტექსტები დროში
… – 26 ოქტ. 1998 ტექსტი უცნობია
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
ამ მუხლის ისტორია· 3
ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა
შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.
მე-18 მუხლის მე-2 პუნქტში ზონის გარეთ გადამუშავების, წარმოებისა და ჩამოსხმის ტერიტორიული ფარგალი მევენახეობის იმავე ზონიდან საქართველოს ტერიტორიაზე შეიცვალა; სამინისტროს მიერ დადგენილი წესი რჩება.
- · გამოქვეყნდა 18 ივნ. 2007
მე-2 პუნქტში ყურძნის გადამუშავება, ღვინის წარმოება და ჩამოსხმა ერთ წესშია გაერთიანებული: სპეციფიკურ ზონაში მოწეულთან მიმართებით ისინი დასაშვებია ამ ზონის გარეთაც, მხოლოდ მევენახეობის იმავე ზონის ფარგლებში. ამოღებულია მე-3 მუხლის „ა.გ“ და „ა.დ“ ქვეპუნქტებზე მითითება და ჩამოსხმის ცალკე დათქმა საქართველოს ფარგლებში.
- · გამოქვეყნდა 23 ივლ. 2002
მე-18 მუხლში დასახელებების გამოყენების აკრძალვა ჩანაცვლდა 15%-მდე ყურძნის ან ღვინის გამოყენების წესით და ზონის გარეთ გადამუშავების, წარმოებისა და ჩამოსხმის დაშვებით.
რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით
სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება
გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?
აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

