Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკავაზისა და ღვინის შესახებმუხლი 27

ვაზისა და ღვინის შესახებ

მუხლი 27. ბრენდის წარმოება

რედაქცია №18 კონსოლიდირებული · 9 ივნ. 2026 ამ მუხლის ცვლილება ძალაში შედის 4 იან. 2028
თემები:ალკოჰოლი და თამბაქო

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ბრენდი იწარმოება ღვინის დისტილატის არანაკლებ 6 თვის განმავლობაში მუხის კასრში ან მუხის მერქანთან შეხებისას დავარგებით.

2.ბრენდის სპირტშემცველობა 36%-ზე ნაკლები არ უნდა იყოს. საქართველოს 2002 წლის 4 ივლისის კანონი №1635-სსმI, №23, 24.07.2002წ., მუხ.117 საქართველოს 2005 წლის 5 ივნისის კანონი №4869-სსმI, №21, 18.06.2007წ., მუხ.183 საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №192-სსმI, №17, 28.07.2008წ., მუხ.121 საქართველოს 2017 წლის 15 ივნისის კანონი №972 - ვებგვერდი, 30.06.2017წ. საქართველოს 2021 წლის 16 ნოემბრის კანონი №1018 – ვებგვერდი, 22.11.2021წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ზემოთ მოცემულ ტექსტში ასახულია ცვლილება, რომელიც ჯერ არ ამოქმედებულა (ამოქმედდება: 3 იან. 2028). დღეს მოქმედებს ეს ტექსტი:

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №4 · ძალაშია 28 ივლ. 2008-დან · იცვლება 3 იან. 2028-დან

1. ხარისხის მიხედვით დადგენილია ღვინის ბრენდის და ადგილწარმოშობის დასახელების (ა.დ.) ღვინის ბრენდის შემდეგი კატეგორიები: ა) ახალგაზრდა ღვინის ბრენდი; ბ) ღვინის ბრენდი; გ) ღვინის ბრენდი ძველი; დ) ღვინის ბრენდი ძალიან ძველი; ე) ღვინის ბრენდი საკოლექციო. 2. ღვინის ბრენდი მზადდება მუხის კასრებში, მომინანქრებულ ავზში ჩაწყობილ, გაუაქტივებელ ან გააქტივებულ მუხის ტკეჩებზე დავარგებული საბრენდე სპირტებისგან, კერძოდ: ა) ახალგაზრდა ღვინის ბრენდი – ერთიდან 3 წლამდე დავარგების საბრენდე სპირტებისგან; ბ) ღვინის ბრენდი სამწლიანი – არანაკლებ 3-წლიანი დავარგების საბრენდე სპირტებისგან; გ) ღვინის ბრენდი ოთხწლიანი – არანაკლებ 4-წლიანი დავარგების საბრენდე სპირტებისგან; დ) ღვინის ბრენდი ხუთწლიანი – არანაკლებ 5-წლიანი დავარგების საბრენდე სპირტებისგან. 3. ღვინის ბრენდებს შეიძლება ჰქონდეთ საკუთარი დასახელებები. ღვინის ბრენდის ეტიკეტზე აუცილებლად უნდა იყოს მითითებული საბრენდე სპირტის დავარგების ასაკი. ეტიკეტზე ვარსკვლავების გამოყენების შემთხვევაში მათი რაოდენობა უნდა შეესაბამებოდეს კუპაჟში გამოყენებული საბრენდე სპირტის დავარგების ასაკს. 4. მაღალი ხარისხის ღვინის ბრენდი მზადდება მუხის კასრებში, არანაკლებ 6-წლიანი დავარგების საბრენდე სპირტებისაგან და მას უნდა ჰქონდეს საკუთარი დასახელება. 5. საბრენდე სპირტის დავარგების ასაკის მიხედვით დადგენილია უმაღლესი ხარისხის ღვინის ბრენდის შემდეგი ჯგუფები: ა) I ჯგუფი – ძველი, რომელიც მზადდება 6-7-წლიანი დავარგების საბრენდე სპირტებისგან; ბ) II ჯგუფი – ძველი, უმაღლესი ხარისხის, რომელიც მზადდება 8–10-წლიანი დავარგების საბრენდე სპირტებისგან; გ) III ჯგუფი – ძველი, რომელიც მზადდება 10–20-წლიანი დავარგების საბრენდე სპირტებისგან; დ) IV ჯგუფი – ძალიან ძველი, რომელიც მზადდება 20- ან მეტწლიანი დავარგების საბრენდე სპირტებისგან. 6. I ჯგუფის ღვინის ბრენდის დამზადებისას ნებადართულია კუპაჟში 5-წლიანი დავარგების საბრენდე სპირტის გამოყენება არა უმეტეს 10%-ის ოდენობით. II ჯგუფის ღვინის ბრენდის დამზადებისას ნებადართულია კუპაჟში 6-წლიანი დავარგების საბრენდე სპირტის გამოყენება არა უმეტეს 10%-ის ოდენობით. III ჯგუფის ღვინის ბრენდის დამზადებისას ნებადართულია კუპაჟში 7-წლიანი დავარგების საბრენდე სპირტის გამოყენება არა უმეტეს 10%-ის ოდენობით. IV ჯგუფის ღვინის ბრენდის დამზადებისას ნებადართულია კუპაჟში 8-წლიანი დავარგების საბრენდე სპირტის გამოყენება არა უმეტეს 10%-ის ოდენობით. 7. ადგილწარმოშობის დასახელების (ა.დ.) ღვინის ბრენდს მიეკუთვნება ადგილწარმოშობის დასახელების (ა.დ.) ღვინის საბრენდე სპირტებისაგან დამზადებული უმაღლესი ხარისხის ღვინის ბრენდი, რომლის ასაკია არანაკლებ ექვსი წელი. 8. საკოლექციო ღვინის ბრენდად ითვლება I, II, III და IV ჯგუფების ღვინის ბრენდები, რომლებიც კუპაჟისშემდგომი დასვენების შემდეგ მუხის კასრებში ან ბუტებში გააგრძელებს დავარგებას არანაკლებ 3 წლის განმავლობაში. საქართველოს 2002 წლის 4 ივლისის კანონი №1635-სსმI, №23, 24.07.2002წ., მუხ.117 საქართველოს 2005 წლის 5 ივნისის კანონი №4869-სსმI, №21, 18.06.2007წ., მუხ.183 საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №192-სსმI, №17, 28.07.2008წ., მუხ.121

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 4

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 4 იან. 2028 ჯერ არ ამოქმედებულა· გამოქვეყნდა 22 ნოე. 2021

    27-ე მუხლის მე-2 პუნქტში ბრენდის მინიმალური სპირტშემცველობა 37,5%-დან 36%-მდე შეიცვალა, წინადადება კი ახლებურად ჩამოყალიბდა.

  2. 28 ივლ. 2008

    27-ე მუხლის პირველ პუნქტში ღვინის ბრენდის კატეგორიებს დაემატა „ახალგაზრდა ღვინის ბრენდი“, ხოლო მე-2 პუნქტში მისი მოსამზადებლად განისაზღვრა ერთიდან 3 წლამდე დავარგების საბრენდე სპირტები; დანარჩენი ქვეპუნქტები გადანომრილია.

  3. 1 აგვ. 2007· გამოქვეყნდა 18 ივნ. 2007

    მე-4 პუნქტში ჯგუფების მიხედვით კუპაჟის წესი შეიცვალა მაღალი ხარისხის ღვინის ბრენდის მოთხოვნით (მუხის კასრი, არანაკლებ 6-წლიანი სპირტი, საკუთარი დასახელება). ამოღებული მე-5 პუნქტის ნაცვლად დაწესდა უმაღლესი ხარისხის ბრენდის ჯგუფები, მათი კუპაჟის წესები, ა.დ. ღვინის ბრენდი და საკოლექციო ბრენდი.

  4. 1 იან. 2003· გამოქვეყნდა 23 ივლ. 2002

    27-ე მუხლიდან ამოღებულია საკოლექციო ბრენდის კატეგორია (პირველი პუნქტი) და დამზადების წესი (მე-2 პუნქტი), აგრეთვე მე-5 პუნქტი სამარკო ბრენდის სახელმწიფო რეგისტრაციის შესახებ.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 26შემდეგი მუხლი 28

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • მეღვინეობის სამართალისერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 9 ივნ. 2026 · №18

  • 4 ცვლილება · ბოლო 22 ნოე. 2021
  • 6 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

ვაზისა და ღვინის შესახებ

  • 29მაგარი სასმელის წარმოება
  • 30სპირტიანი სასმელის წარმოება
  • 18დაცული გეოგრაფიული აღნიშვნის ღვინისა და დაცული გეოგრაფიული აღნიშვნის სპირტიანი სასმელის წარმოებასთან დაკავშირებული შეზღუდვები

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 179⁸ადგილობრივ სამომხმარებლო ბაზარზე ჩამოსასხმელი სახით ღვინის შესაბამისობის სერტიფიკატის გარეშე რეალიზაცია
  • 164⁵კვების პროდუქტების უკანონო წარმოება
  • 179⁶სამომხმარებლო ბაზარზე დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის სამომხმარებლო ტარაში დაფასოების ან/და შესაბამისობის სერტიფიკატის გარეშე რეალიზაცია

სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი

  • 18ეტიკეტირების წესი
  • 75გარდამავალი დებულებანი
  • 24¹საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ღვინის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილება

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

  • 90მცირე ბიზნესის დასაბეგრი შემოსავალი და გადასახადის განაკვეთები

ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ

  • 41ამ კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით გასატარებელი ღონისძიებები

პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი

  • 95ხანდაზმულობის ვადა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
41293018179⁸164⁵179⁶9095187524¹27
მნიშვნელობით ახლოსვაზისა და ღვინის შესახ…საქართველოს ადმინისტრა…სურსათის/ცხოველის საკვ…საქართველოს საგადასახა…ლიცენზიებისა და ნებართ…პროდუქტის უსაფრთხოების…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 9 ივნ. 2026 · რედაქცია №18 · ბოლოს შემოწმდა 29 ოქტ. 2026