სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ

მუხლი 10. შრომის უფლების რეალიზაცია

რედაქცია №29კონსოლიდირებული · 21 სექ. 2023

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.სამხედრო სამსახური წარმოადგენს სახელმწიფო სამსახურის განსაკუთრებულ სახეს და მიზნად ისახავს საქართველოს თავდაცვის უზრუნველყოფას.

2.სახელმწიფოს მიერ სამხედრო მოსამსახურისათვის გარანტირებულია: ა) სამსახურებრივ საქმიანობაში მიღწეული შედეგებისა და კვალიფიკაციის გათვალისწინებით სამხედრო თანამდებობის დაკავება და სამსახურებრივი დაწინაურება; ბ) საკუთარი სურვილითა და სამხედრო სამსახურის ინტერესების გათვალისწინებით პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლება; გ) საშტატო განრიგისა და დაკავებული თანამდებობის მიხედვით სამხედრო წოდების მინიჭება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. დაუშვებელია სამხედრო მოსამსახურისათვის მორიგი სამხედრო წოდების მინიჭების შეფერხება.

3.სამხედრო სამსახურში ყოფნის პერიოდი პირს ეთვლება შრომის საერთო სტაჟში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში სპეციალობის მიხედვით ნამსახურობის სტაჟში.

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ამ მუხლზე · 1

ყველა გადაწყვეტილება
  • კრებულიარსებითი გადაწყვეტილება (T1)

    სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის ბრძანების ბათილობა, ახალი აქტების გამოცემა და ფულადი მოთხოვნები

    დავა შეეხებოდა თავდაცვის მინისტრის ბრძანებით სამხედრო სამსახურიდან დათხოვნას, სამხედრო წოდებას, ნამსახურობის სტაჟსა და ფულად მოთხოვნებს. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ აქტის გამოცემამდე უნდა გამოიკვლიოს და კომპლექსურად შეაფასოს საქმისთვის არსებითი ყველა გარემოება. სასამართლომ დაუშვებლად მიიჩნია კანონის გამოყენება მის მიღებამდე მომხდარ დათხოვნაზე, როდესაც კანონს უკუძალა არ აქვს. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად დათხოვნის ნაწილში ბრძანება ბათილად იქნა ცნობილი და თავდაცვის სამინისტროს ახალი აქტის გამოცემა დაევალა; დანარჩენ მოთხოვნებზე უარი უცვლელად დარჩა.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 15 ივლ. 1998-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
4611¹³164041261073027271452510
მნიშვნელობით ახლოსთავდაცვის კოდექსიპენიტენციური კოდექსისახელმწიფო დაცვის სპეც…დანაშაულის პრევენციის,…საქართველოს სახელმწიფო…საქართველოს სისხლის სა…