საქართველოს სახელმწიფო სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვა, ქვეყნის შიდა და საგარეო უსაფრთხოების უზრუნველყოფა, შეიარაღებული თავდასხმისა და აგრესიის მოგერიება წარმოადგენს მხედრული მოვალეობის არსს, რომელიც სამხედრო მოსამსახურისაგან მოითხოვს: ა) მტკიცედ დაიცვას სამხედრო ფიცისა და სამხედრო წესდებების მოთხოვნები, ერთგულად ემსახუროს საქართველოს, შეასრულოს მხედრული მოვალეობა; ბ) აიმაღლოს სამხედრო, ტექნიკური და ზოგადი ცოდნის დონე; გ) დაეუფლოს და, საჭიროების შემთხვევაში, გამოიყენოს მინდობილი იარაღი და საბრძოლო ტექნიკა; დ) გაუფრთხილდეს სახელმწიფო და საზოგადოებრივ ქონებას; ე) გაუფრთხილდეს თავის სამხედრო წოდებას, პატივსა და ღირსებას; ვ) მკაცრად დაიცვას მისთვის განდობილი სამხედრო და სახელმწიფო საიდუმლო; ზ) დაემორჩილოს მეთაურს (უფროსს), ზუსტად და დროულად შეასრულოს მისი ბრძანებები და განკარგულებები.
სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ
მუხლი 22. სამხედრო მოსამსახურის ვალდებულება
ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის
ძალის დაკარგვის თარიღი: .
გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?
უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ამ მუხლზე · 1
- არსებითი გადაწყვეტილება (T1)
სამხედრო მოსამსახურის მივლინებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება
დავა ეხებოდა თავდაცვის სამინისტროსთვის სამხედრო მოსამსახურის მიერ ირლანდიაში გამგზავრებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების დაკისრებას. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ სამივლინებო ხარჯების ანაზღაურება მოითხოვს მივლინების სპეციალური კანონმდებლობით გათვალისწინებულ სამართლებრივ საფუძველს. სასამართლომ ხარჯების ანაზღაურებაზე უარი უცვლელად დატოვა, თუმცა გააუქმა მოსარჩელისთვის სახელმწიფო ბაჟის დაკისრება, რადგან იგი კანონით გათავისუფლებული იყო ამ ვალდებულებისგან.
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
პირველადი რედაქცია · ძალაშია 15 ივლ. 1998-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?
აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

