1.სამხედრო მოსამსახურე იმყოფება სრულ სახელმწიფო კმაყოფაზე.
2.სამსახურებრივი მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულების, სანიმუშო დისციპლინისა და საბრძოლო მომზადებაში წარჩინებული მაჩვენებლებისათვის სამხედრო მოსამსახურეს წლის განმავლობაში შეიძლება მიეცეს ფულადი ჯილდო და/ან მატერიალური დახმარება, ხოლო სამხედრო სწავლებებში მონაწილეობისას სამივლინებო ხარჯების გარდა მიეცემა ყოველდღიური ანაზღაურება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3.საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმით, სახელმწიფოს ხარჯზე ეძლევა სასურსათო ულუფა ან შესაბამისი ფულადი კომპენსაცია და ფორმის ტანსაცმელი, რომლის ნიმუშებსა და ტარების წესს შეიმუშავებს და ამტკიცებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი.
3¹.ამ მუხლის მე-3 პუნქტში განსაზღვრული სასურსათო ულუფის შესაბამისი ფულადი კომპენსაცია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სავალდებულო სამხედრო სამსახურში მყოფ სამხედრო მოსამსახურეს არ მიეცემა.
4.( ამოღებულია).
5.(ამოღებულია).
6.სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების იუნკერს მიეცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შრომის ანაზღაურება, თუ ის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეა და სამხედრო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩაირიცხა ამ კანონით დადგენილი წესით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით. საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრ ის კანონი №2474 - სსმ I, №56, 28.
12.200 5 წ., მუხ.414 საქართველოს 2007 წლის 11 მაის ის კანონი № 4745 - სსმ I, № 18 , 2 2 .
05.2007 წ., მუხ. 159 საქართველოს 2011 წლის 1 ივლისის კანონი №5012 - ვებგვერდი, 15.07.2011წ. საქართველოს 2014 წლის 16 აპრილის კანონი № 2239 - ვებგვერდი, 28.04.2014წ. საქართველოს 2019 წლის 22 თებერვლის კანონი №4331 – ვებგვერდი, 07.03.2019წ.

