Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსიმუხლი 114⁶

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

მუხლი 114⁶. სანავსადგურე ერთეულის მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საზღვაო უშიშროების წესების დარღვევა

რედაქცია №639 კონსოლიდირებული · 24 ივნ. 2026
თემები:საზღვაო უსაფრთხოებადაკავება

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678

1.ნავსადგურის უშიშროების ოფიცრის მიერ ნავსადგურის უშიშროების გეგმის შემუშავების, განახლების, საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის − საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსთვის წარდგენის, დანერგვის ან/და პერიოდული შემოწმების ვალდებულების შეუსრულებლობა − გამოიწვევს შესაბამისი სანავსადგურე ერთეულის დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.

2.იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, − გამოიწვევს შესაბამისი სანავსადგურე ერთეულის დაჯარიმებას 20 000 ლარის ოდენობით.

3.ნავსადგურის უშიშროების ოფიცრის მიერ ნავსადგურის უშიშროების საკითხზე სწავლებისა და წვრთნის ჩატარების, მათ შორის, ნავსადგურის უშიშროების პერსონალის პრაქტიკული და თეორიული წვრთნის განხორციელების, ან/და ნავსადგურის უშიშროების რეგულარული ინსპექტირების ჩატარების ვალდებულების შეუსრულებლობა − გამოიწვევს შესაბამისი სანავსადგურე ერთეულის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.

4.იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, − გამოიწვევს შესაბამისი სანავსადგურე ერთეულის დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.

5.ნავსადგურის უშიშროების ოფიცრის მიერ ნავსადგურში და მის მოსაზღვრე ტერიტორიაზე, ნავსადგურში ან/და მის მოსაზღვრე ტერიტორიაზე არსებულ შეზღუდულ ზონასა და ნავსადგურში მყოფ გემზე და გემის გარშემო არსებულ სივრცეზე უწყვეტი მონიტორინგის განხორციელების ვალდებულების შეუსრულებლობა − გამოიწვევს შესაბამისი სანავსადგურე ერთეულის დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.

6.იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, − გამოიწვევს შესაბამისი სანავსადგურე ერთეულის დაჯარიმებას 20 000 ლარის ოდენობით.

7.სანავსადგურე ერთეულის მიერ ნავსადგურში არსებული შეზღუდული ზონის აღმნიშვნელი შესაბამისი ნიშნის ან/და ბანერის სათანადო წესის დაცვით განთავსების ვალდებულების შეუსრულებლობა − გამოიწვევს თითოეული ნიშნის/ბანერის სათანადო წესის დაცვით განთავსების ვალდებულების შეუსრულებლობისთვის სანავსადგურე ერთეულის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.

8.იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, − გამოიწვევს თითოეული ნიშნის/ბანერის სათანადო წესის დაცვით განთავსების ვალდებულების შეუსრულებლობისთვის სანავსადგურე ერთეულის დაჯარიმებას 4 000 ლარის ოდენობით. შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული რომელიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის დაკისრებული ჯარიმის ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში სამართალდამრღვევს დაეკისრება საურავი აღნიშნული ჯარიმის ორმაგი ოდენობით. საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში სამართალდამრღვევის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განხორციელდება ჯარიმისა და საურავის გადახდის უზრუნველყოფის ღონისძიება. საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4333 – ვებგვერდი, 12.07.2024წ.

წინა მუხლი 114⁵შემდეგი მუხლი 114⁷

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • სახანძრო უსაფრთხოების დასკვნა2 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • საზღვაო უსაფრთხოების შესაბამისობა1 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

სულხან კაპანაძე

სულხან კაპანაძე

სასამართლო წარმომადგენლობა

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾100

დაუსვით კითხვაპროფილი
სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
არმაზ ძირკვაძე

არმაზ ძირკვაძე

კომერციული იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-06-24 · №639

0
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
1
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 290

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 114³საზღვაო უსაფრთხოების წესებისა და საზღვაო უშიშროების წესების დარღვევა
  • 114⁷სანავსადგურე ობიექტის მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საზღვაო უშიშროების წესების დარღვევა
  • 114¹⁰ნავსადგურის ტერიტორიაზე სამუშაოთა ორგანიზების, სწავლების ან/და ინსტრუქტაჟის წესის დაცვის ან დარღვევის თაობაზე გაცემული გაფრთხილების შეუსრულებლობა

საზღვაო კოდექსი

  • 77—
  • 76—
  • 80—

მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ

  • 66მეზღვაურთა სერტიფიცირების წესების დარღვევა

საქართველოს საბაჟო კოდექსი

  • 174სატრანსპორტო საშუალების შემოსვლის/ჩამოფრენის ან გასვლის/გაფრენის შესახებ საბაჟო ორგანოსთვის შეუტყობინებლობა
  • 176სანებართვო პირობების შეუსრულებლობა

მეზღვაურთა შრომის შესახებ

  • 29მეზღვაურის შრომის პირობების დარღვევა

ნარჩენების მართვის კოდექსი

  • 45სახიფათო ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული სპეციალური ვალდებულებების შეუსრულებლობა
  • 40¹სახიფათო ნარჩენების შეგროვებისა და დამუშავების სპეციალური მოთხოვნების დარღვევა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
290114³114⁷114¹⁰777680664540¹17417629114⁶
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს ადმინისტრა…საზღვაო კოდექსიმეზღვაურთა განათლებისა…საქართველოს საბაჟო კოდ…მეზღვაურთა შრომის შესა…ნარჩენების მართვის კოდ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 24 ივნ. 2026