1.სამშენებლო ან სხვა მასალის ისეთი სატრანსპორტო საშუალებით გადაზიდვა, რომელსაც აქვს გაუმართავი საბარგული ან მისაბმელი მოწყობილობა, რაც ქმნის გზის საფრის დანაგვიანების ან დაზიანების საფრთხეს, – გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარით.
2.იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, – გამოიწვევს დაჯარიმებას 900 ლარით. საქართველოს 2006 წლის 24 ივლისის კანონი №3500 – სსმ I, №35, 03.08.2006 წ., მუხ.256 საქართველოს 2016 წლის 24 ივნისის კანონი №5564 – ვებგვერდი, 13.07.2016წ.




