Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსიმუხლი 119²

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

მუხლი 119². ხილული გამონაბოლქვის მქონე იმ სატრანსპორტო საშუალების მართვა ან სხვა პირისთვის სამართავად გადაცემა/საექსპლუატაციოდ გადაცემა/საექსპლუატაციოდ დაშვება, რომლის გამონაბოლქვიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ნორმას არ შეესაბამება

რედაქცია №639 კონსოლიდირებული · 24 ივნ. 2026
თემები:საგზაო, სატრანსპორტო და პარკირების სამართალდარღვევები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ხილული გამონაბოლქვის მქონე იმ სატრანსპორტო საშუალების ქალაქ თბილისის, ქალაქ ბათუმის, ქალაქ ქუთაისის ან ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მართვა, რომლის გამონაბოლქვიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ნორმას არ შეესაბამება, ან ხილული გამონაბოლქვის მქონე სატრანსპორტო საშუალების აღნიშნული მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მართვის შემთხვევაში მისი გამონაბოლქვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შემოწმებისთვის თავის არიდება ან შემოწმებაზე უარის თქმა – გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალების მძღოლის დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.

2.ხილული გამონაბოლქვის მქონე იმ სატრანსპორტო საშუალების სხვა პირისთვის სამართავად გადაცემა/საექსპლუატაციოდ გადაცემა/საექსპლუატაციოდ დაშვება, რომლის მართვაც ქალაქ თბილისის, ქალაქ ბათუმის, ქალაქ ქუთაისის ან ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ხორციელდება და რომლის გამონაბოლქვიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ნორმას არ შეესაბამება, – გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას – 500 ლარის ოდენობით.

3.ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით განსაზღვრული ქმედების ჩადენა, თუ ამ დროს მისთვის ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან 15 დღეა გასული, – გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას – 1 500 ლარის ოდენობით.

4.ამ ნაწილით ან ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით განსაზღვრული ქმედების ჩადენა, თუ ამ დროს მისთვის ბოლოს დადებული, ამ ნაწილით ან ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან 15 დღეა გასული, – გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 600 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას − 3 000 ლარის ოდენობით. შენიშვნა:

1.ამ მუხლის შესაბამისი ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის დაკისრებული ჯარიმის ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში სამართალდამრღვევს დაეკისრება საურავი აღნიშნული ჯარიმის ოდენობით. საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში სამართალდამრღვევის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განხორციელდება ჯარიმისა და საურავის გადახდის უზრუნველყოფის ღონისძიება.

2.პირს, რომელსაც დაედო ამ მუხლით განსაზღვრული რომელიმე ადმინისტრაციული სახდელი, ამავე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის აღნიშნული ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან 15 დღის განმავლობაში ჩადენისთვის არ შეიძლება დაედოს ადმინისტრაციული სახდელი.

3.პირისთვის ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შემთხვევაში იგი თავისუფლდება აღნიშნული პასუხისმგებლობისგან, თუ შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენიდან 2 საათის განმავლობაში სათანადო სატრანსპორტო საშუალებას „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ აკრედიტებულ ინსპექტირების ცენტრში ინსპექტირება ჩაუტარდება და ამ ინსპექტირების შედეგად დადგინდება, რომ აღნიშნული სატრანსპორტო საშუალების გამონაბოლქვი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ნორმას შეესაბამება. აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებისთვის ინსპექტირების ჩატარებას თავისი ხარჯით უზრუნველყოფს ამ სატრანსპორტო საშუალების მძღოლი, მფლობელი ან/და მესაკუთრე.

4.გზაზე შემოწმებას ექვემდებარება ხილული გამონაბოლქვის მქონე სატრანსპორტო საშუალების გამონაბოლქვი ამ გამონაბოლქვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ნორმასთან შესაბამისობის განსაზღვრის მიზნით.

4¹.თუ ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენის გამო ადმინისტრაციული სახდელის დადებისას საჯარიმო ქვითრის შედგენის უფლებამოსილების მქონე პირი შემთხვევის ადგილზე არ გამოწერს საჯარიმო ქვითარს, საჯარიმო ქვითარი სამართალდამრღვევს რეგისტრაციის ადგილის მიხედვით (რეგისტრაციის მისამართზე) ეგზავნება. აღნიშნული საჯარიმო ქვითარი სამართალდამრღვევს ჩაჰბარდება და აღსრულდება ამ კოდექსის 290 8 მუხლით გათვალისწინებული დადგენილების/საჩივართან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების ჩაბარებისა და აღსრულებისთვის დადგენილი წესით.

5.ამ მუხლით გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალების გამონაბოლქვის ნორმას და ხილული გამონაბოლქვის მქონე სატრანსპორტო საშუალების გამონაბოლქვის გზაზე შემოწმების წესს ადგენს საქართველოს მთავრობა.

წინა მუხლი 119¹შემდეგი მუხლი 120

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ხილული გამონაბოლქვის მქონე ავტომობილის მართვა და გამონაბოლქვის შემოწმებაზე უარი (მუხლი 119²)1 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

აიჰან ჰასანლი

აიჰან ჰასანლი

ადვოკატი, მედიატორი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-06-24 · №639

1
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
2
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 290მუხლი 290⁸

მიუთითებენ მასზე

მუხლი 290⁸

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 119¹გზის საფარის დანაგვიანება ან დაზიანება
  • 118იმ ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვა ან სხვა პირისთვის სამართავად გადაცემა/საექსპლუატაციოდ გადაცემა/საექსპლუატაციოდ დაშვება, რომელსაც არ გაუვლია პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება
  • 119სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის წესების დარღვევა

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი

  • 198¹საავტომობილო ბენზინის ხარისხობრივი ნორმების ან/და დიზელის საწვავის შემადგენლობის ნორმების დარღვევა
  • 277სატრანსპორტო საშუალების უხარისხო რემონტი, ტექნიკურად გაუმართავი ტრანსპორტის საექსპლუატაციოდ გაშვება
  • 276ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა

საქართველოს საბაჟო კოდექსი

  • 168საქონლის უკანონო გადატანა ან გადმოტანა

ნარჩენების მართვის კოდექსი

  • 31მუნიციპალური ნარჩენებით გარემოს დანაგვიანება
  • 36სახიფათო ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა

„ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“

  • 15ობიექტის ექსპლუატაციის წესების დარღვევა

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

  • 281საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენების წესების დარღვევა

პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი

  • 13¹¹ეკონომიკური ოპერატორის მიერ პროდუქტის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ვალდებულებების შეუსრულებლობა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
198¹277276290⁸290119¹1181191528113¹¹3136168119²
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს ადმინისტრა…საქართველოს სისხლის სა…საქართველოს საბაჟო კოდ…ნარჩენების მართვის კოდ…ტექნიკური საფრთხის კონ…საქართველოს საგადასახა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 24 ივნ. 2026