Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსიმუხლი 290⁸

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

მუხლი 290⁸. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ სამართალდამრღვევისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრება და მისი აღსრულება, აგრეთვე აღნიშნული დეპარტამენტის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე შედგენილი საჯარიმო ქვითრის, გამოტანილი დადგენილების/საჩივართან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების ან გადაწყვეტილების გამოტანისთვის აუცილებელი წერილობითი ინფორმაციის შესაბამისი პირისთვის ჩაბარება

რედაქცია №639 კონსოლიდირებული · 24 ივნ. 2026
თემები:ESG შესაბამისობა

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678910111213

1.საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ამ კოდექსის 222-ე მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენ პირს მის მიმართ შედგენილ საჯარიმო ქვითარს, გამოტანილ დადგენილებას/საჩივართან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას უგზავნის რეგისტრაციის ადგილის მიხედვით (რეგისტრაციის მისამართზე), გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამ პირს აღნიშნული დოკუმენტი პირადად გადაეცა.

2.თუ ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ პირს რეგისტრაციის ადგილის მიხედვით (რეგისტრაციის მისამართზე) გაგზავნილი საჯარიმო ქვითარი,  დადგენილება/საჩივართან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება ვერ ჩაჰბარდა, გზავნილის მიმტანი გზავნილზე სათანადო აღნიშვნას აკეთებს და საჯარიმო ქვითარს, დადგენილებას/საჩივართან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას აბრუნებს. საჯარიმო ქვითარი, დადგენილება/საჩივართან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება დაბრუნებიდან არაუადრეს 30-ე დღისა და არაუგვიანეს მე-60 დღისა განმეორებით ეგზავნება აღნიშნულ პირს რეგისტრაციის ადგილის მიხედვით (რეგისტრაციის მისამართზე).

3.საჯარიმო ქვითარი, დადგენილება/საჩივართან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პირისთვის ჩაბარებულად მიიჩნევა, თუ აღნიშნული პირის რეგისტრაციის ადგილის მიხედვით (რეგისტრაციის მისამართზე) გზავნილის ჩაბარებისას მისი ოჯახის სრულწლოვანი წევრი ორჯერ განაცხადებს უარს მის მიღებაზე. ამ ნაწილის მიზნისთვის პირის ოჯახის წევრში იგულისხმება მისი მეუღლე, შვილი, შვილიშვილი, მშობელი, და, ძმა, პაპა, ბებია, ამ პირთან მცხოვრები სხვა სრულწლოვანი პირი.

4.ამ მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად განმეორებით გაგზავნილი საჯარიმო ქვითრის, დადგენილების/საჩივართან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების ჩაუბარებლობის შემთხვევაში საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი უზრუნველყოფს აღნიშნული საჯარიმო ქვითრის, დადგენილების/საჩივართან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების საჯაროდ, თავის ვებგვერდზე გამოქვეყნებას. საჯარიმო ქვითარი, დადგენილება/საჩივართან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პირისთვის ჩაბარებულად მიიჩნევა მისი საჯაროდ გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს. აღნიშნული საჯარიმო ქვითრის, დადგენილების/საჩივართან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების საჯაროდ გამოქვეყნების წესს ამტკიცებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი.

5.ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულმა პირმა ჯარიმა მისთვის დაჯარიმების შესახებ დადგენილების/საჯარიმო ქვითრის ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში უნდა გადაიხადოს. თუ ეს პირი მისთვის დაჯარიმების შესახებ დადგენილების/საჯარიმო ქვითრის ჩაბარებიდან 10 დღეში გადაიხდის აღნიშნული დადგენილებით/საჯარიმო ქვითრით გათვალისწინებულ ჯარიმას, მას ამ ჯარიმის ოდენობა 20 პროცენტით შეუმცირდება. ჯარიმის ამ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში პირი კარგავს აღნიშნული შეღავათით სარგებლობის უფლებას.

6.ამ კოდექსის 119 2 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის დაკისრებული ჯარიმის კანონით დადგენილ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში აღნიშნული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენ პირს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი დაარიცხავს საურავს კანონით განსაზღვრული ოდენობით. საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში სამართალდამრღვევის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განხორციელდება ჯარიმისა და საურავის გადახდის უზრუნველყოფის ღონისძიება.

7.ამ კოდექსის 222-ე მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე ამავე კოდექსის 278-ე მუხლის საფუძველზე გამოტანილი გადაწყვეტილება/მისი გამოტანისთვის აუცილებელი წერილობითი ინფორმაცია შესაბამის პირს ჰბარდება ამ მუხლით დადგენილი წესით (მათ შორის, ამ გადაწყვეტილების/ინფორმაციის განმეორებით ჩაუბარებლობის შემთხვევაში მისი შესაბამის ვებგვერდზე გამოქვეყნებით).

8.საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი უფლებამოსილია ამ კოდექსის 222-ე მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენ პირს მის მიმართ შედგენილი საჯარიმო ქვითრის ან გამოტანილი დადგენილების/საჩივართან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია საჯარიმო ქვითრის, დადგენილების/საჩივართან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების რეგისტრაციის ადგილის მიხედვით (რეგისტრაციის მისამართზე) გაგზავნამდე გაუგზავნოს მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით ან სხვა ტექნიკური საშუალებით, თუ აღნიშნულ დეპარტამენტს აქვს ამ პირის საკონტაქტო ინფორმაცია.

9.საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ ამ კოდექსის 119 2 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოების განსახორციელებლად საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო უფლებამოსილია უზრუნველყოს სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციის მონაცემთა ბაზაში არსებული, სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის/მოსარგებლის ვინაობის შესახებ ინფორმაციის (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, სახელწოდება, საიდენტიფიკაციო ნომერი), აგრეთვე სატრანსპორტო საშუალების შესახებ ინფორმაციის (მარკა, მოდელი, საწვავის ტიპი, გამოშვების წელი, რეგისტრაციის ნომერი, საქართველოში პირველადი რეგისტრაციის პერიოდი) აღნიშნული დეპარტამენტისთვის ხელმისაწვდომობა. დაუშვებელია, ეს ინფორმაცია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა სხვას გადასცეს ან სხვა ფორმით გაუზიაროს.

10.საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ამ კოდექსის 222-ე მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოების ფარგლებში უფლებამოსილია სამართალდამრღვევის იდენტიფიკაციის/ვერიფიკაციის მიზნით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზიდან გამოითხოვოს სამართალდამრღვევის პერსონალური მონაცემები (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, დაბადების თარიღი, რეგისტრაციის მისამართი). დაუშვებელია, ეს ინფორმაცია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა სხვას გადასცეს ან სხვა ფორმით გაუზიაროს.

11.საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ამ კოდექსის 222-ე მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენ უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს მის მიმართ შედგენილ საჯარიმო ქვითარს ან გამოტანილ დადგენილებას/საჩივართან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას აბარებს პირადად, საქართველოში რეგისტრაციის ადგილის მიხედვით (რეგისტრაციის მისამართზე) ან თავის ვებგვერდზე გამოქვეყნებით, ამ მუხლის სათანადო ნორმებით დადგენილი წესით.

12.ჯარიმის ან საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში ამ მუხლის მე-11 ნაწილით გათვალისწინებული პირი ვალდებულია აღნიშნული ჯარიმა ან საურავი საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას გადაიხადოს.

13.ჯარიმის ან საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში ამ კოდექსის 222-ე მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენ უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს შეიძლება საქართველოს ვიზის გაცემაზე ან საქართველოში შემოსვლაზე უარი ეთქვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილების აღსრულების ხანდაზმულობის ვადის განმავლობაში. საქართველოს 2023 წლის 12 ივლისის კანონი №3465 – ვებგვერდი, 24.07.2023წ. საქართველოს 2026 წლის 23 ივნისის კანონი №1748 – ვებგვერდი, 24.06.2026წ.

რედაქციების შედარება

1. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ამ კოდექსის 222-ე მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენ პირს მის მიმართ შედგენილ საჯარიმო ქვითარს, გამოტანილ შესაბამის დადგენილებას/საჩივართან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას უგზავნის რეგისტრაციის ადგილის მიხედვით (რეგისტრაციის მისამართზე), გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამ პირს აღნიშნული დოკუმენტი პირადად გადაეცა. 2. თუ ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ პირს რეგისტრაციის ადგილის მიხედვით (რეგისტრაციის მისამართზე) გაგზავნილი საჯარიმო ქვითარი,  დადგენილება/საჩივართან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება ვერ ჩაჰბარდა, გზავნილის მიმტანი გზავნილზე სათანადო აღნიშვნას აკეთებს და საჯარიმო ქვითარს, დადგენილებას/საჩივართან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას აბრუნებს. საჯარიმო ქვითარი, დადგენილება/საჩივართან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება დაბრუნებიდან არაუადრეს 30-ე დღისა და არაუგვიანეს მე-60 დღისა განმეორებით ეგზავნება აღნიშნულ პირს რეგისტრაციის ადგილის მიხედვით (რეგისტრაციის მისამართზე). 3. საჯარიმო ქვითარი, დადგენილება/საჩივართან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პირისთვის ჩაბარებულად მიიჩნევა, თუ აღნიშნული პირის რეგისტრაციის ადგილის მიხედვით (რეგისტრაციის მისამართზე) გზავნილის ჩაბარებისას მისი ოჯახის სრულწლოვანი წევრი ორჯერ განაცხადებს უარს მის მიღებაზე. ამ ნაწილის მიზნისთვის პირის ოჯახის წევრში იგულისხმება მისი მეუღლე, შვილი, შვილიშვილი, მშობელი, და, ძმა, პაპა, ბებია, ამ პირთან მცხოვრები სხვა სრულწლოვანი პირი. 4. ამ მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად განმეორებით გაგზავნილი საჯარიმო ქვითრის, დადგენილების/საჩივართან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების ჩაუბარებლობის შემთხვევაში საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი უზრუნველყოფს აღნიშნული საჯარიმო ქვითრის, დადგენილების/საჩივართან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების საჯაროდ, თავის ვებგვერდზე გამოქვეყნებას. საჯარიმო ქვითარი, დადგენილება/საჩივართან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პირისთვის ჩაბარებულად მიიჩნევა მისი საჯაროდ გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს. აღნიშნული საჯარიმო ქვითრის, დადგენილების/საჩივართან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების საჯაროდ გამოქვეყნების წესს ამტკიცებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი. 5. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულმა პირმა ჯარიმა მისთვის დაჯარიმების შესახებ დადგენილების/საჯარიმო ქვითრის ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში უნდა გადაიხადოს. თუ ეს პირი მისთვის დაჯარიმების შესახებ დადგენილების/საჯარიმო ქვითრის ჩაბარებიდან 10 დღეში გადაიხდის აღნიშნული დადგენილებით/საჯარიმო ქვითრით გათვალისწინებულ ჯარიმას, მას ამ ჯარიმის ოდენობა 20 პროცენტით შეუმცირდება. ჯარიმის ამ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში პირი კარგავს აღნიშნული შეღავათით სარგებლობის უფლებას. 6. ამ კოდექსის 119 2 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის დაკისრებული ჯარიმის კანონით დადგენილ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში აღნიშნული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენ პირს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი დაარიცხავს საურავს კანონით განსაზღვრული ოდენობით. საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში სამართალდამრღვევის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განხორციელდება ჯარიმისა და საურავის გადახდის უზრუნველყოფის ღონისძიება. 7. ამ კოდექსის 222-ე მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე ამავეამ კოდექსის 278-ე მუხლის საფუძველზე გამოტანილი გადაწყვეტილება/მისი გამოტანისთვის აუცილებელი წერილობითი ინფორმაცია შესაბამის პირს ჰბარდება ამ მუხლით დადგენილი წესით (მათ შორის, ამ გადაწყვეტილების/ინფორმაციის განმეორებით ჩაუბარებლობის შემთხვევაში მისი შესაბამის ვებგვერდზე გამოქვეყნებით). 8. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი უფლებამოსილია ამ კოდექსის 222-ე მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენ პირს მის მიმართ შედგენილი საჯარიმო ქვითრის ან გამოტანილი დადგენილების/საჩივართან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია საჯარიმო ქვითრის, დადგენილების/საჩივართან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების რეგისტრაციის ადგილის მიხედვით (რეგისტრაციის მისამართზე) გაგზავნამდე გაუგზავნოს მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით ან სხვა ტექნიკური საშუალებით, თუ აღნიშნულ დეპარტამენტს აქვს ამ პირის საკონტაქტო ინფორმაცია. 9. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ ამ კოდექსის 119 2 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოების განსახორციელებლად საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო უფლებამოსილია უზრუნველყოს სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციის მონაცემთა ბაზაში არსებული, სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის/მოსარგებლის ვინაობის შესახებ ინფორმაციის (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, სახელწოდება, საიდენტიფიკაციო ნომერი), აგრეთვე სატრანსპორტო საშუალების შესახებ ინფორმაციის (მარკა, მოდელი, საწვავის ტიპი, გამოშვების წელი, რეგისტრაციის ნომერი, საქართველოში პირველადი რეგისტრაციის პერიოდი) აღნიშნული დეპარტამენტისთვის ხელმისაწვდომობა. დაუშვებელია, ეს ინფორმაცია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა სხვას გადასცეს ან სხვა ფორმით გაუზიაროს. 10. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ამ კოდექსის 222-ე მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოების ფარგლებში უფლებამოსილია სამართალდამრღვევის იდენტიფიკაციის/ვერიფიკაციის მიზნით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზიდან გამოითხოვოს სამართალდამრღვევის პერსონალური მონაცემები (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, დაბადების თარიღი, რეგისტრაციის მისამართი). დაუშვებელია, ეს ინფორმაცია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა სხვას გადასცეს ან სხვა ფორმით გაუზიაროს. 11. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ამ კოდექსის 222-ე მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენ უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს მის მიმართ შედგენილ საჯარიმო ქვითარს ან გამოტანილ შესაბამის დადგენილებას/საჩივართან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას აბარებს პირადად, საქართველოში რეგისტრაციის ადგილის მიხედვით (რეგისტრაციის მისამართზე) ან თავის ვებგვერდზე გამოქვეყნებით, ამ მუხლის სათანადო ნორმებით დადგენილი წესით. 12. ჯარიმის ან საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში ამ მუხლის მე-11 ნაწილით გათვალისწინებული პირი ვალდებულია აღნიშნული ჯარიმა ან საურავი საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას გადაიხადოს. 13. ჯარიმის ან საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში ამ კოდექსის 222-ე მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენ უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს შეიძლება საქართველოს ვიზის გაცემაზე ან საქართველოში შემოსვლაზე უარი ეთქვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილების აღსრულების ხანდაზმულობის ვადის განმავლობაში. საქართველოს 2023 წლის 12 ივლისის კანონი №3465 – ვებგვერდი, 24.07.2023წ. საქართველოს 2026 წლის 23 ივნისის კანონი №1748 – ვებგვერდი, 24.06.2026წ.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 24 ივნ. 2026
წინა მუხლი 290⁷შემდეგი მუხლი 290⁹

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • მდგრადი განვითარების შესაბამისობასერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-06-24 · №639

2
ციტირებულია მუხლი
1
ცვლილება
ბოლო 2026-06-24
2
რედაქცია
3
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 119²მუხლი 222მუხლი 278

მიუთითებენ მასზე

მუხლი 119²მუხლი 119¹

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 222საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი, ამავე სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი − დაცული ტერიტორიების სააგენტო და საჯარო სამართლის იურიდიული პირი − ეროვნული სატყეო სააგენტო
  • 268¹ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მიღებული დადგენილების/გამოცემული საჯარიმო ქვითრის/საჩივართან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების ან/და ადმინისტრაციული წარმოების უზრუნველყოფისთვის აუცილებელი დოკუმენტის/შეტყობინების ჩაბარების წესი
  • 290⁹ამ კოდექსის 96 4 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ჩაბარება და მისი აღსრულება

სავალდებულო სერტიფიცირებისადმი დაქვემდებარებული სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების გასავრცელებლად დაშვებისა და მეთესლეობის შესახებ

  • 12პასუხისმგებლობის საფუძველი

სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი

  • 63პასუხისმგებლობის საფუძვლები

სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმებისა და მათგან წარმოებული გენმოდიფიცირებული პროდუქტის ეტიკეტირების შესახებ

  • 10პასუხისმგებლობა ამ კანონის დარღვევისათვის

პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი

  • 13¹³ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს მიერ ბაზარზე ზედამხედველობის განხორციელებისას გამოვლენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის დაკისრებული ჯარიმის გადახდის წესი

საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი

  • 125დადგენილება სამშენებლო სამართალდამრღვევის დაჯარიმების შესახებ

ნარჩენების მართვის კოდექსი

  • 47ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესის შესახებ

  • 22რეაგირება კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევებზე

მეზღვაურთა შრომის შესახებ

  • 30ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი

ტურიზმის შესახებ

  • 49პასუხისმგებლობა ტურიზმის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევისთვის

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
119²222278119¹268¹290⁹13¹³63104722121253049290⁸
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს ადმინისტრა…სავალდებულო სერტიფიცირ…სურსათის/ცხოველის საკვ…სურსათად/ცხოველის საკვ…პროდუქტის უსაფრთხოების…საქართველოს სივრცის და…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 24 ივნ. 2026