საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

მუხლი 165. საანგარიშსწორებო და სხვა ანგარიშების გახსნის წესის დარღვევა და ბიუჯეტში თანხების გადარიცხვაზე დავალებების შეუსრულებლობა

რედაქცია №642 კონსოლიდირებული · 13 ოქტ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

ბანკებისა და სხვა საფინანსო-საკრედიტო დაწესებულებების მიერ საგადასახადო ორგანოებში აღრიცხვაზე აყვანის დამადასტურებელი დოკუმენტების წარუდგენლად გადამხდელთათვის საანგარიშსწორებო და სხვა ანგარიშების გახსნა და ანგარიშების გახსნის შესახებ საგადასახადო ორგანოებში ინფორმაციის წარუდგენლობა, აგრეთვე ბიუჯეტში თანხების გადარიცხვაზე საგადასახადო დავალებების (განკარგულებების) მიუღებლობა და მიღებული საგადასახადო დავალებების (განკარგულებების) უწინარესად შეუსრულებლობა, – გამოიწვევს დაჯარიმებას ასიდან ას ოცდაათ ლარამდე. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1986 წლის 11 ივნისის ბრძანებულება №785 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №6, ივნისი, 1986 წ., მუხ.140 საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 15 თებერვლის კანონი №416 – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №15, თებერვალი, 1994 წ., მუხ.287 საქართველოს 1998 წლის 28 ნოემბრის კანონი №1703 – სსმ I, №6, 24.12.1998წ., მუხ.47

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №75 · ძალაშია 7 იან. 1999-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 5

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 24 დეკ. 1998

    165-ე მუხლში ჯარიმის ადრესატად თანამდებობის პირთა მითითება ამოღებულია, ხოლო ხუთმაგი მინიმალური ანაზღაურება შეიცვალა ასიდან ას ოცდაათ ლარამდე ჯარიმით.

  2. 165-ე მუხლის ძველი ნორმა (აკრძალული ინდივიდუალური შრომითი საქმიანობა) შეიცვალა ბანკების თანამდებობის პირთა პასუხისმგებლობით საგადასახადო წესების დარღვევისთვის.

  3. 165-ე მუხლში სანქცია ორმოცდაათიდან ას მანეთამდე ჯარიმაა (ადრე გაფრთხილება ან ორმოცდაათ მანეთამდე ჯარიმა), კონფისკაცია მოიცავს პროდუქციას, იარაღებსა და ნედლეულს, დარღვევა კი ეხება სხვა ინდივიდუალურ შრომით საქმიანობასაც.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
204¹219164⁴165¹165¹⁰18¹28327927410¹⁰212077165
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს ადმინისტრა…საქართველოს საგადასახა…გარემოსდაცვითი პასუხის…პერსონალურ მონაცემთა დ…საქართველოს საბიუჯეტო …ინფორმაციული უსაფრთხოე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №642 · ბოლოს შემოწმდა