Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს საგადასახადო კოდექსიმუხლი 283

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

მუხლი 283. საბანკო დაწესებულების მიერ ვალდებულების შეუსრულებლობა

რედაქცია №247 კონსოლიდირებული · 15 ოქტ. 2026
თემები:პრივატ ბანკინგიფინანსური სისტემის დანაშაულებიგაკოტრება და კორპორატიული დანაშაულებისაბანკო სასამართლო დავებისარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებებიინდივიდუალური დავები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12344¹5678

1.პირის საბანკო ანგარიშზე ფულის არსებობისას საბანკო დაწესებულების მიერ ბიუჯეტში გადასახადის გადარიცხვის თაობაზე ამ პირის საგადახდო დავალების ან საგადასახადო ორგანოს საინკასო დავალების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობა, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, – იწვევს დაჯარიმებას ანგარიშზე არსებული ფულადი სახსრების იმ ნაწილის 0,15 პროცენტის ოდენობით ყოველი დაგვიანებული დღისთვის, რომელიც ექვემდებარებოდა საინკასო/საგადახდო დავალებით მთლიანად ან ნაწილობრივ შესრულებას.

2.ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ქმედება, თუ მას თან ახლავს ფულადი სახსრების ამ კოდექსის 54-ე მუხლის 1 1 ნაწილისა და 71-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის გაუთვალისწინებლად სხვა მიმართულებით გადარიცხვა, – იწვევს დაჯარიმებას სხვა მიმართულებით გადარიცხული თანხის 10 პროცენტის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 500 ლარისა და არა უმეტეს საინკასო/საგადახდო დავალებაში მითითებული თანხის ოდენობისა.

3.საბანკო დაწესებულების მიერ გადასახადის გადამხდელისთვის საბანკო ანგარიშის გახსნა იმ დოკუმენტის წარდგენის გარეშე, რომლითაც დასტურდება გადასახადის გადამხდელისთვის საიდენტიფიკაციო ნომრის მინიჭება (გარდა უცხოური საწარმოსი და ფიზიკური პირისა, რომლებიც არ ეწევიან ეკონომიკურ საქმიანობას), აგრეთვე საბანკო ანგარიშზე ყადაღის დადების შესახებ ან საინკასო დავალების წარდგენის შესახებ საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილების არსებობისას ამ გადასახადის გადამხდელისთვის სხვა ანგარიშის გახსნა – იწვევს დაჯარიმებას გადასახადის გადამხდელის ანგარიშებზე განხორციელებული გასავლის ოპერაციების თანხის 10 პროცენტის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 500 ლარისა.

4.საბანკო დაწესებულების მიერ ამ კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“ და „ვ“ ქვეპუნქტების მოთხოვნათა შესაბამისად გადასახადის გადამხდელისთვის საბანკო ანგარიშების პირველად გახსნის ან ამ გადასახადის გადამხდელისთვის ბოლო ანგარიშის დახურვის შესახებ ინფორმაციის საგადასახადო ორგანოსთვის საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადებში (შემოსავლების სამსახურთან ხელშეკრულების დადების შემთხვევაში – ამ ხელშეკრულებით დადგენილი პირობებითა და დადგენილ ვადებში) წარუდგენლობა, თუ ეს გამოწვეული არ არის აღნიშნული პირების მიერ საბანკო დაწესებულებისა და საბანკო ოპერაციების ცალკეულ სახეობათა განმახორციელებელი სხვა ორგანიზაციისთვის არასწორი ინფორმაციის მიწოდებით, – იწვევს დაჯარიმებას თითოეულ ანგარიშზე 300 ლარის ოდენობით.

4¹.საბანკო დაწესებულების მიერ ამ კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ 1 “ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა − იწვევს დაჯარიმებას თითოეულ ანგარიშზე 300 ლარის ოდენობით.

5.ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული ანგარიშების თაობაზე ინფორმაციის საგადასახადო ორგანოში წარდგენამდე ან მისი წარდგენიდან 2 სამუშაო დღის ვადაში გასავლის ოპერაციის განხორციელება – იწვევს დაჯარიმებას გასავლის ოპერაციის თანხის 10 პროცენტის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 500 ლარისა.

6.თუ შემოსავლების სამსახურსა და საბანკო დაწესებულებას შორის დადებულია ხელშეკრულება ინფორმაციის (მათ შორის, საინკასო დავალების) ელექტრონულად გაცვლის შესახებ, ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული სანქცია გამოიყენება მხოლოდ ხელშეკრულებით განსაზღვრული ვადების დარღვევის შემთხვევაში.

7.საბანკო დაწესებულების მიერ გადასახადის გადამხდელის ანგარიშზე ყადაღის დადების შესახებ საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობა – იწვევს დაჯარიმებას იმ თანხის 20 პროცენტის ოდენობით, რომელიც გადასახადის გადამხდელის დავალების შესაბამისად გადაერიცხა სხვა პირს, მაგრამ არაუმეტეს დავალიანების თანხის ოდენობისა.

8.პირის ანგარიშზე ფულადი სახსრების არსებობისას ანგარიშიდან თანხების ჩამოწერისა და ბიუჯეტში გადარიცხვის თაობაზე ამ პირის საგადახდო დავალების ან საგადასახადო ორგანოს საინკასო დავალების დროულად შეუსრულებლობის შემთხვევაში, თუ გადამხდელი წერილობით მიმართავს საგადასახადო ორგანოს, იგი ვალდებულია საბანკო დაწესებულების ამ მოქმედების შედეგად გადასახადის გადამხდელისთვის დაკისრებული საურავი იმავე ოდენობით დაარიცხოს საბანკო დაწესებულებას. ასეთ შემთხვევაში პირს სანქცია არ დაეკისრება. საქართველოს 2010 წლის 17 დეკემბრის კანონი №4114-სსმI, №76, 29.12.2010წ., მუხ.506 საქართველოს 2011 წლის 24 ივნისის კანონი №4963 - ვებგვერდი, 30.06.2011წ. საქართველოს 2012 წლის 15 მაისის კანონი №6211 – ვებგვერდი, 29.05.2012წ. საქართველოს 2023 წლის 22 თებერვლის კანონი №2626 – ვებგვერდი, 10.03.2023წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №201 · ძალაშია 4 ივლ. 2023-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 29 მაი. 2023 – 1 ივლ. 2023 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 4

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 1 ივლ. 2023· გამოქვეყნდა 10 მარ. 2023
  2. 1 ნოე. 2022· გამოქვეყნდა 23 სექ. 2022
  3. 1 იან. 2012· გამოქვეყნდა 30 ივნ. 2011

    283-ე მუხლს დაემატა 4¹ ნაწილი, რომლითაც ბანკი 71-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ¹“ ქვეპუნქტის ვალდებულების შეუსრულებლობისთვის ჯარიმდება თითოეულ ანგარიშზე 300 ლარით.

  4. 29 დეკ. 2010

    283 მუხლის მე-3 და მე-7 ნაწილებში ბანკის პასუხისმგებლობის საფუძველი ოპერაციების შეჩერების გადაწყვეტილებიდან ანგარიშზე ყადაღის დადების გადაწყვეტილებაზე გადავიდა.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 282შემდეგი მუხლი 284

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • საბანკო დარღვევების პრეტენზიები9 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ბანკროტობის აქტივების დაფარვა5 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • საბანკო ბარათებით თაღლითობა (მუხლი 286) - ადვოკატი5 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • საბანკო/საკრედიტო ბარათით თაღლითობა (მუხლი 180/286)5 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
მია ზოიძე

მია ზოიძე

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს თანადამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

დაუსვით კითხვაპროფილი
გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
დავით ელისაბედაშვილი

დავით ელისაბედაშვილი

კერძო აღმასრულებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾100

დაუსვით კითხვაპროფილი
ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 15 ოქტ. 2026 · №247

  • 4 ცვლილება · ბოლო 10 მარ. 2023
  • ციტირებულია 2 მუხლი
  • 14 რედაქცია
  • 2 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 54მუხლი 71

მიუთითებენ მასზე

მუხლი 7მუხლი 7¹

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

  • 54საბანკო დაწესებულების ვალდებულება გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებით
  • 243საბანკო ანგარიშზე საინკასო დავალების წარდგენა
  • 274საგადასახადო დეკლარაციის/გაანგარიშების წარდგენის ვადის დარღვევა

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 164⁴სახელმწიფო საგადასახადო ორგანოებისა და მათი თანამდებობის პირთა მოთხოვნებისა და მითითებების შეუსრულებლობა
  • 165საანგარიშსწორებო და სხვა ანგარიშების გახსნის წესის დარღვევა და ბიუჯეტში თანხების გადარიცხვაზე დავალებების შეუსრულებლობა
  • 165¹გადასახადებისა და სხვა სავალდებულო გადასახდელების არასწორად გადახდევინება

დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ

  • 23სანქციები

გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ

  • 21ამ კანონის მე-15 მუხლით გათვალისწინებული თანხების საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში, სახელმწიფო ხაზინის ერთიან ანგარიშზე ჩარიცხვის ვალდებულების შეუსრულებლობა

ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ

  • 39განხორციელებული საქმიანობის შესახებ დოკუმენტის შეუდგენლობა ან ჩანაწერების წარმოების ვალდებულების შეუსრულებლობა

ელექტრონული კომერციის შესახებ

  • 20ჯარიმა

პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ

  • 73ამ კანონის 21-ე მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობა
  • 77მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებული ინფორმაციის აღრიცხვის ვალდებულების შეუსრულებლობა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
164⁴165165¹547177¹243274232139207377283
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საგადასახა…საქართველოს ადმინისტრა…დეპოზიტების დაზღვევის …გარემოსდაცვითი პასუხის…ადამიანის სისხლისა და …ელექტრონული კომერციის …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 15 ოქტ. 2026 · რედაქცია №247 · ბოლოს შემოწმდა 26 ოქტ. 2026