ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ

მუხლი 10¹⁰. სამოქმედო გეგმის შესათანხმებლად წარუდგენლობა ან შეთანხმებული სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული შესასრულებლად სავალდებულო მითითების შეუსრულებლობა

რედაქცია №8 კონსოლიდირებული · 26 ივნ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.პირველი/მესამე კატეგორიის კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის მიერ ამ კანონის მე-6 მუხლის მე-14 პუნქტით გათვალისწინებული სამოქმედო გეგმის შესათანხმებლად წარუდგენლობა ან შეთანხმებული სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული შესასრულებლად სავალდებულო  მითითების შეუსრულებლობა − გამოიწვევს გაფრთხილებას ან დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.

2.იგივე ქმედება, ჩადენილი იმ პირველი/მესამე კატეგორიის კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის მიერ, რომელსაც ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დარღვევისთვის 1 წლის განმავლობაში შეეფარდა ადმინისტრაციული სახდელი, − გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.

3.მესამე კატეგორიის კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტი კომერციული ბანკის მიერ ამ კანონის მე-6 მუხლის მე-17 პუნქტით გათვალისწინებული სამოქმედო გეგმის შესათანხმებლად წარუდგენლობა ან შეთანხმებული სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული შესასრულებლად  სავალდებულო  მითითების შეუსრულებლობა − გამოიწვევს დაჯარიმებას დარღვევის გამოვლენის მომენტისთვის ბოლო ანგარიშგების მდგომარეობით არსებული საზედამხედველო კაპიტალის 0.01%-ის, 0.05%-ის ან 0.1%-ის, მაგრამ არანაკლებ 20 000 (ოცი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის სერიოზულობიდან ან/და კომერციული ბანკის აქტივებისთვის მიყენებული ზარალიდან ან/და შესაძლო საფრთხიდან გამომდინარე. საქართველოს 2021 წლის 10 ივნისის კანონი №632 – ვებგვერდი,15.06.2021წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №5 · ძალაშია 30 დეკ. 2021-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 19 ივნ. 2012 – 30 დეკ. 2021 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 15 ივნ. 2021

    10¹⁰ მუხლით სამოქმედო გეგმის წარუდგენლობა ან მითითების შეუსრულებლობა ისჯება 5 000/10 000 ლარით, კომერციული ბანკი — საზედამხედველო კაპიტალის პროცენტით, მინიმუმ 20 000 ლარით.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
177¹⁷610¹ (…10⁷10¹ (…10¹ (…2643¹203679748110110¹⁰
მითითებამნიშვნელობით ახლოსინფორმაციული უსაფრთხოე…ფულის გათეთრებისა და ტ…საქართველოს ადმინისტრა…პერსონალურ მონაცემთა დ…ადამიანის სისხლისა და …გარემოსდაცვითი პასუხის…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №8 · ბოლოს შემოწმდა