საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

მუხლი 290⁵. ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებულ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაზღვრული მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულის მიერ ან მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ უფლებამოსილი ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ გამოტანილი დაჯარიმების შესახებ დადგენილების (საჯარიმო ქვითრის) აღსრულებისას შეღავათით სარგებლობის წესი

რედაქცია №642 კონსოლიდირებული · 13 ოქტ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ამ კოდექსის 125-ე მუხლის მე-8, მე-12−მე-13 და მე-15 ნაწილებითა და 125 2 −125 4 და 135-ე−135 5 მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევაში ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებულ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაზღვრული მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულის ან მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ უფლებამოსილი ფიზიკური პირის ან იურიდიული პირის მიერ გამოტანილი დაჯარიმების შესახებ დადგენილების (საჯარიმო ქვითრის) თაობაზე ინფორმაციას ამ კოდექსის 290 4 მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ შესაბამის პირს რეგისტრაციის ადგილის მიხედვით გზავნილის გაგზავნამდე მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაზღვრული მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირი უგზავნის მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით ან სხვა ტექნიკური საშუალებით, თუ მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაზღვრული მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულის ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირის მონაცემთა ბაზაში არსებობს ამ პირის საკონტაქტო ინფორმაცია.

2.თუ პირი მისთვის დაჯარიმების შესახებ დადგენილების (საჯარიმო ქვითრის) თაობაზე ინფორმაციის ამ მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით ან სხვა ტექნიკური საშუალებით გაგზავნიდან 10 კალენდარულ დღეში გადაიხდის დაჯარიმების შესახებ დადგენილებით (საჯარიმო ქვითრით) გათვალისწინებულ ჯარიმას, მას ამ ჯარიმის ოდენობა 20 პროცენტით შეუმცირდება. ჯარიმის ამ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში პირი კარგავს აღნიშნული შეღავათით სარგებლობის უფლებას. პირს უფლება აქვს, ამ შეღავათით ისარგებლოს იმ შემთხვევაშიც, თუ იგი ჯარიმას დაჯარიმების შესახებ დადგენილების გამოტანიდან (საჯარიმო ქვითრის გამოწერიდან) 10 კალენდარულ დღეში გადაიხდის, მიუხედავად იმისა, გაეგზავნა თუ არა მას დაჯარიმების შესახებ დადგენილების (საჯარიმო ქვითრის) თაობაზე ინფორმაცია ამ მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით ან სხვა ტექნიკური საშუალებით.

3.ჯარიმის ამ მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებულ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტთან დაკავშირებით გამოტანილი დაჯარიმების შესახებ დადგენილება (საჯარიმო ქვითარი) აღსრულდება ამ კოდექსის 290 4 მუხლის შესაბამისად. საქართველოს 2020 წლის 17 ივლისის კანონი №7059 – ვებგვერდი, 29.07.2020წ. საქართველოს 2022 წლის 26 აპრილის კანონი №1522 – ვებგვერდი, 13.05.2022წ. საქართველოს 2022 წლის 26 აპრილის კანონი №1525 – ვებგვერდი, 13.05.2022წ. საქართველოს 2026 წლის 17 მარტის კანონი №1400 – ვებგვერდი, 24.03.2026წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №616 · ძალაშია 30 აპრ. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 30 აპრ. 2026 – 1 მაი. 2026 ტექსტი უცნობია

  2. 13 მაი. 2022 – 31 დეკ. 2022 ტექსტი უცნობია

  3. 31 დეკ. 1984 – 29 ივლ. 2020 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 3

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. · გამოქვეყნდა 24 მარ. 2026
  2. · გამოქვეყნდა 13 მაი. 2022

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
90⁶90⁹13125290⁴135⁵125²290¹⁰290¹13¹³13¹²64462749290⁵
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს ადმინისტრა…პროდუქტის უსაფრთხოების…სურსათის/ცხოველის საკვ…სააღსრულებო წარმოებათა…ტურიზმის შესახებენერგოეფექტურობის შესა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №642 · ბოლოს შემოწმდა