Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსიმუხლი 125

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

მუხლი 125. სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა

რედაქცია №642 კონსოლიდირებული · 13 ოქტ. 2026 ამ მუხლის ცვლილება ძალაში შედის 1 იან. 2027
თემები:საგზაო, სატრანსპორტო და პარკირების სამართალდარღვევებიელექტრონული (ვიდეო/ფოტო) ჯარიმებიადგილზე დადებული ჯარიმებისაურავი და ვადის გადაცილება

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:11¹1²23455¹5²66¹6²6³6⁵6⁶77¹7²7³88¹8²8³99¹9²9³10111212¹12²12³131415161718

1.სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება 15 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით, მაგრამ არაუმეტეს 30 კმ/სთ-ისა, − გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით.

1¹.სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება 30 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით, მაგრამ არაუმეტეს 50 კმ/სთ-ისა, − გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.

1².სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება 50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით − გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით.

2.ამ მუხლის პირველი, 1 1 ან 1 2 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის იმ პირის მიერ ჩადენა, რომელიც ახორციელებს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარულ სამგზავრო გადაყვანას, საქალაქთაშორისო რეგულარულ სამგზავრო გადაყვანას ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით დადგენილ საერთაშორისო რეგულარულ სამგზავრო გადაყვანას, − გამოიწვევს დაჯარიმებას 400 ლარის ოდენობით.

3.( ამოღებულია – 02.05.2014, №2375 ).

4.ამ მუხლის პირველი, 1 1 ან 1 2 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენა, რომელსაც მოჰყვა საავარიო ვითარების შექმნა, − გამოიწვევს დაჯარიმებას 400 ლარის ოდენობით.

5.ამ მუხლის პირველი, 1 1 ან 1 2 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენა, რომელსაც მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო ან სხვა ნაგებობის, სხვა ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება, − გამოიწვევს დაჯარიმებას 600 ლარის ოდენობით.

5¹.მძღოლის მიერ „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლით გათვალისწინებულ ქვეითებთან მიმართებით საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა – გამოიწვევს დაჯარიმებას 40 ლარის ოდენობით.

5².ამ მუხლის 5 1 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა 1 წლის განმავლობაში − გამოიწვევს დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით.

6.სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ საგზაო ნიშნის ან საგზაო მონიშვნის, ბუქსირების, გარე სანათი ხელსაწყოთი, ხმოვანი სიგნალით ან საავარიო შუქსიგნალიზაციით სარგებლობის, სასწავლო სვლის, საცხოვრებელ ზონაში ან საგზაო მოძრაობის წესების, სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის პრიორიტეტის ან/და საჭაპანო ტრანსპორტის მართვის წესების დარღვევა − გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით.

6¹.სატრანსპორტო საშუალებით/საშუალებებით წინასწარი შეცნობით გზის გადაკეტვა ან ჯგუფურ მოძრაობაში მონაწილეობა, როდესაც გზის სავალი ნაწილი სრულად არის დაკავებული, ან სატრანსპორტო საშუალებით ჯგუფურ მოძრაობაში მონაწილეობა, რაც აფერხებს საგზაო მოძრაობას ან საშიშროებას უქმნის მოძრაობის უსაფრთხოებას, − გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით და სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 1 წლით შეჩერებას.

6².გზის სავალ ნაწილზე სატრანსპორტო საშუალებების განლაგების, მოძრაობის დაწყების ან/და მანევრირების წესების დარღვევა − გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.

6³.სატრანსპორტო საშუალებაზე საცნობი ნიშნის დამაგრების წესის დარღვევით მოძრაობა − გამოიწვევს მძღოლის ან საწარმოს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით. 6​ 4 . ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ტრანზიტული მოძრაობა (გარდა იმ გზისა, რომელზედაც ტრანზიტული მოძრაობა დაშვებულია) − გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალების მძღოლის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

6⁵.ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში საერთო სარგებლობის საავტომობილო გზაზე (გარდა იმ გზისა, რომელზედაც ტრანზიტული მოძრაობა დაშვებულია) N2 ან N3 კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა, თუ სატვირთო გადაზიდვის დანიშნულების ადგილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი არ არის, − გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

6⁶.სატრანსპორტო საშუალების ტროტუარზე მოძრაობა − გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.

7.მარეგულირებლის ან შუქნიშნის ამკრძალავ ნიშანზე გავლის წესების, პრიორიტეტული ნიშნის („დაუთმე გზა“, „მოძრაობა გაუჩერებლად აკრძალულია“) ან ამკრძალავი ნიშნის („შესვლა აკრძალულია“, „მოძრაობა აკრძალულია“) მოთხოვნის დაუცველობა, გასწრების, გზაჯვარედინის, რკინიგზაზე გადასასვლელის გავლის წესების დარღვევა, გავლის უპირატესობის მქონე სატრანსპორტო საშუალებისთვის დაბრკოლების შექმნა – გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.

7¹.შემხვედრი სატრანსპორტო ნაკადის გამყოფი უწყვეტი ღერძულა ხაზის გადაკვეთა – გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით.

7².ამ მუხლის 7 1 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა 1 წლის განმავლობაში – გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.

7³.შემხვედრი სატრანსპორტო ნაკადის გამყოფი უწყვეტი ღერძულა ხაზის გადაკვეთა და მოძრაობის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობა – გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.

8.ამკრძალავი ნიშნის „გაჩერება აკრძალულია“ ან „დგომა აკრძალულია“ მოთხოვნის დაუცველობა, აგრეთვე დგომის ან გაჩერების წესებით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნის დაუცველობა − გამოიწვევს დაჯარიმებას: ა) 10 ლარის ოდენობით (გარდა ამ ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა); ბ) 50 ლარის ოდენობით − ქ. თბილისში, ქ. ქუთაისში, ქ. ბათუმში, ქ. მცხეთაში, ქ. რუსთავში, ქ. გორში, ქ. თელავში, ქ. ფოთში, ქ. ზუგდიდში, ქ. ახალციხეში, ქ. ოზურგეთში ან საქართველოს რომელიმე კურორტზე; გ) 50 ლარის ოდენობით − M3, N2, N3 ან T კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებისთვის.

8¹.არაუფლებამოსილი პირის მიერ სატრანსპორტო საშუალების შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სატრანსპორტო საშუალებისთვის განსაზღვრულ პარკირების ადგილზე პარკირება ან სატრანსპორტო საშუალების მიერ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისთვის მოწყობილ  პანდუსზე გადაადგილების შეფერხება − გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.

8².სატრანსპორტო საშუალების ტროტუარზე ან ქვეითთა გადასასვლელზე დგომა ან გაჩერება (გარდა იმ გამონაკლისი შემთხვევისა, როდესაც სატრანსპორტო საშუალების ტროტუარზე დგომა დასაშვებია) − გამოიწვევს დაჯარიმებას 10 ლარის ოდენობით, ხოლო ქ. თბილისში, ქ. ქუთაისში, ქ. ბათუმში, ქ. მცხეთაში, ქ. რუსთავში, ქ. გორში, ქ. თელავში, ქ. ფოთში, ქ. ზუგდიდში, ქ. ახალციხეში, ქ. ოზურგეთში ან საქართველოს რომელიმე კურორტზე − 100 ლარის ოდენობით.

8³.ამკრძალავი ნიშნის „სახანძრო ჰიდრანტთან გაჩერება აკრძალულია“ მოთხოვნის დაუცველობა − გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.

9.ამ მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევები, რომლებსაც მოჰყვა საავარიო ვითარების შექმნა ან მოძრაობის ისეთი შეფერხება, რომელმაც გამოიწვია საცობის შექმნა, – გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.

9¹.ამ მუხლის 5 1 და 5 2 ნაწილებით გათვალისწინებული სამართალდარღვევები, რომლებსაც მოჰყვა საავარიო ვითარების შექმნა, – გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.

9².ამ მუხლის მე-6–7 3 ნაწილებით გათვალისწინებული სამართალდარღვევები, რომლებსაც მოჰყვა საავარიო ვითარების შექმნა ან მოძრაობის ისეთი შეფერხება, რომელმაც გამოიწვია საცობის შექმნა, – გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.

9³.ამ მუხლის 9 2 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა 1 წლის განმავლობაში − გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით.

10.ამ მუხლის მე-6, 6 2 და მე-7–მე-8 ნაწილებით გათვალისწინებული სამართალდარღვევები, რომლებსაც მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის, აგრეთვე სხვა ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება, – გამოიწვევს დაჯარიმებას 250 ლარის ოდენობით.

11.ამ მუხლის 5 1 და 5 2 ნაწილებით გათვალისწინებული სამართალდარღვევები, რომლებსაც მოჰყვა ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება, – გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით.

12.სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისთვის განკუთვნილ, სატრანსპორტო საშუალებათა საერთო ნაკადის თანმხვედრი მიმართულებით მოწყობილ სპეციალურ ზოლში („BUS LANE“) სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების გარდა სხვა სახის სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა, გაჩერება ან დგომა (გარდა „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 41-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული გამონაკლისისა, აგრეთვე მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევაში შესაბამისი კატეგორიის მსუბუქი ავტომობილის − ტაქსის (M1 კატეგორია) ან/და მოტოციკლის (გარდა სამთვლიანისა) ან/და მოპედის (გარდა სამთვლიანისა) მოძრაობისა ან/და მგზავრთა ჩასხდომა/დასხდომა-გადმოსხდომის მიზნით გაჩერებისა) ან სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისთვის განკუთვნილ სპეციალურ ზოლში („BUS LANE“) სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების გაჩერების ადგილზე შესაბამისი კატეგორიის მსუბუქი ავტომობილის − ტაქსის (M1 კატეგორია) ან/და მოტოციკლის (გარდა სამთვლიანისა) ან/და მოპედის (გარდა სამთვლიანისა) გაჩერება ან დგომა ან შესაბამისი კატეგორიის მსუბუქი ავტომობილის − ტაქსის (M1 კატეგორია) ან/და მოტოციკლის (გარდა სამთვლიანისა) ან/და მოპედის (გარდა სამთვლიანისა) მიერ სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისთვის განკუთვნილი სპეციალური ზოლის („BUS LANE“) მონიშვნის უწყვეტი ხაზის გადაკვეთა − გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.

12¹.სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისთვის განკუთვნილ, სატრანსპორტო საშუალებათა საერთო ნაკადის საპირისპირო მიმართულებით მოწყობილ სპეციალურ ზოლში („BUS LANE“) სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების გარდა სხვა სახის სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა, გაჩერება ან დგომა − გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.

12².ამ მუხლის მე-12 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა 1 წლის განმავლობაში − გამოიწვევს დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით.

12³.ამ მუხლის 12 1 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა 1 წლის განმავლობაში − გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით.

13.ველოსიპედის ბილიკზე ან ველოსიპედის მოძრაობის ზოლზე ველოსიპედის გარდა სხვა სახის სატრანსპორტო საშუალების (გარდა საქართველოს კანონმდებლობით დაშვებული გამონაკლისებისა) მოძრაობა, გაჩერება ან დგომა – გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.

14.წინასწარი შეცნობით სატრანსპორტო საშუალების გზაზე გაჩერება ან დგომა სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის ან ნიშნების), შიდა ტრანზიტის, ტრანზიტული ნომრის ან „TEST“ ნომრის გარეშე − გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.

15.ტაქსის პარკირებისთვის განკუთვნილ ადგილზე იმ სატრანსპორტო საშუალების პარკირება, რომელზედაც ტაქსით გადაყვანის ნებართვა გაცემული არ არის და რომლის ტაქსის პარკირებისთვის განკუთვნილ ადგილზე პარკირება მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოს მიერ დაშვებული არ არის, − გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.

16.სატრანსპორტო საშუალების გზაზე მიტოვება − გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.

17.სატრანსპორტო საშუალების განზრახ მოცურება/მოსრიალება ან/და მოცურებით წრიული ბრუნვის განხორციელება (დრიფტი), გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩატარებულ პროფესიულ სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობის შემთხვევისა, − გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით.

18.ამ მუხლის მე-17 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენა, რომელსაც მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო ან სხვა ნაგებობის, სხვა ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება, − გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით და სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 6 თვით შეჩერებას. შენიშვნა:

1.ამ მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას, კერძოდ, ამკრძალავი ნიშნის „გაჩერება აკრძალულია“ ან „დგომა აკრძალულია“ მოთხოვნის დაუცველობისას, „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მოთხოვნების (გარდა სატრანსპორტო საშუალების ტროტუარზე ან ქვეითთა გადასასვლელზე დგომასთან ან გაჩერებასთან დაკავშირებული მოთხოვნისა) დაუცველობისას, აგრეთვე ამ მუხლის 6 1 და მე-9−მე-11 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას, თუ სამართალდამრღვევი არ იმყოფება სატრანსპორტო საშუალებასთან ან უარს აცხადებს სატრანსპორტო საშუალების ადგილიდან გაყვანაზე, ხოლო სატრანსპორტო საშუალება აფერხებს მოძრაობას ან შეიძლება შეაფერხოს მოძრაობა, ქმნის საავარიო ვითარებას ან საცობს ან შეიძლება შექმნას საავარიო ვითარება ან საცობი, შესაძლებელია სატრანსპორტო საშუალება გადაყვანილ იქნეს სპეციალურ დაცულ სადგომზე ან სატრანსპორტო საშუალების თვლებს სპეციალური საშუალებით გაუკეთდეს ბლოკირება. სატრანსპორტო საშუალება ამკრძალავი ნიშნის „გაჩერება აკრძალულია“ ან „დგომა აკრძალულია“ მოქმედების ადგილიდან სპეციალურ დაცულ სადგომზე იქნება გადაყვანილი ან სატრანსპორტო საშუალების თვლებს სპეციალური საშუალებით გაუკეთდება ბლოკირება, თუ ამკრძალავ ნიშანს შესაბამისი მინიშნება ახლავს. ამ მუხლის 8 2 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას, თუ სამართალდამრღვევი არ იმყოფება სატრანსპორტო საშუალებასთან ან უარს აცხადებს სატრანსპორტო საშუალების ადგილიდან გაყვანაზე, სატრანსპორტო საშუალება ექვემდებარება სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანას, მიუხედავად იმისა, არის თუ არა ამის შესახებ შესაბამისი მინიშნება. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაზღვრული მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირი ვალდებულია უზრუნველყოს სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანილი სატრანსპორტო საშუალების ადგილმდებარეობის ან სატრანსპორტო საშუალების თვლების ბლოკირების შესახებ ინფორმაციის „ცხელი ხაზითა“ და ელექტრონული ტექსტური შეტყობინებით დაუყოვნებლივ მიღების შესაძლებლობა. სატრანსპორტო საშუალების სპეციალურ დაცულ სადგომზე ტრანსპორტირებისა და შენახვის საფასურის ან სატრანსპორტო საშუალების თვლებისთვის ბლოკირების მოხსნის საფასურის გადახდა სამართალდამრღვევს ეკისრება. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით ორგანოს უფლება აქვს, განსაზღვროს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის მუნიციპალიტეტის კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ სფეროში ჩადენის შემთხვევაში სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანისადმი დაქვემდებარებული სატრანსპორტო საშუალების სპეციალურ დაცულ სადგომზე ტრანსპორტირებისა და შენახვის საფასური, აგრეთვე სატრანსპორტო საშუალების თვლების სპეციალური საშუალებით ბლოკირების საფასური. სატრანსპორტო საშუალება მის მესაკუთრეს/მფლობელს დაუბრუნდება სატრანსპორტო საშუალების სპეციალურ დაცულ სადგომზე ტრანსპორტირებისა და შენახვის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის ან სატრანსპორტო საშუალების თვლებისთვის ბლოკირების მოხსნის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის, სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობის ან მინდობილობის, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტისა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენისთანავე.

1¹.ამ მუხლის 8 1 , 8 3 , მე-12−მე-13, მე-15 და მე-16 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას გაჩერებული ან მდგომი სატრანსპორტო საშუალება შეიძლება დაუყოვნებლივ იქნეს გადაყვანილი სპეციალურ დაცულ სადგომზე. სატრანსპორტო საშუალება მის მესაკუთრეს/მფლობელს დაუბრუნდება სატრანსპორტო საშუალების სპეციალურ დაცულ სადგომზე ტრანსპორტირებისა და შენახვის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის, სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობის ან მინდობილობის, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტისა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენისთანავე. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით ორგანოს უფლება აქვს, განსაზღვროს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის მუნიციპალიტეტის კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ სფეროში ჩადენის შემთხვევაში სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანისადმი დაქვემდებარებული სატრანსპორტო საშუალების სპეციალურ დაცულ სადგომზე ტრანსპორტირებისა და შენახვის საფასური, აგრეთვე სატრანსპორტო საშუალების თვლების სპეციალური საშუალებით ბლოკირების საფასური.

1².ამ მუხლის მე-14 ნაწილით გათვალისწინებული  ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას, თუ სატრანსპორტო საშუალებას არ აქვს რეგისტრაციის ნომერი (სახელმწიფო სანომრე ნიშანი ან ნიშნები), უფლებამოსილი პირი ახდენს სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის იდენტიფიცირებას და სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მონაცემებით განსაზღვრული პირის მიმართ, რომელზედაც სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობა ბოლოს არის გაცემული, გამოწერს საჯარიმო ქვითარს, ხოლო თუ სატრანსპორტო საშუალებას აქვს დროებითი სანომრე ნიშანი, უფლებამოსილი პირი საჯარიმო ქვითარს გამოწერს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ან საჯარო  სამართლის  იურიდიული  პირის  –  საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მონაცემთა ბაზაში არსებული დროებითი სანომრე ნიშნით მოსარგებლე პირის მიმართ და სატრანსპორტო საშუალება ექვემდებარება სპეციალურ დაცულ სადგომზე დაუყოვნებლივ გადაყვანას. თუ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილზე უფლებამოსილი პირი ვერ ახდენს სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის/დროებითი სანომრე ნიშნით მოსარგებლე პირის იდენტიფიცირებას, სატრანსპორტო საშუალება ექვემდებარება სპეციალურ დაცულ სადგომზე დაუყოვნებლივ გადაყვანას, ხოლო სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის/დროებითი სანომრე ნიშნით მოსარგებლე პირის იდენტიფიცირება ხდება და საჯარიმო ქვითარი გამოიწერება სპეციალურ დაცულ სადგომზე. აღნიშნული საჯარიმო ქვითარი  ჰბარდება სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს ან დროებითი სანომრე ნიშნით მოსარგებლე პირს. სატრანსპორტო საშუალება მის მესაკუთრეს/დროებითი სანომრე ნიშნით მოსარგებლე პირს/მფლობელს დაუბრუნდება სპეციალურ  დაცულ  სადგომზე ტრანსპორტირებისა და შენახვის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის, სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მოწმობის ან მინდობილობის და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენისთანავე. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო უფლებამოსილია განსაზღვროს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის მუნიციპალიტეტის კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ სფეროში ჩადენის შემთხვევაში სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანისადმი დაქვემდებარებული სატრანსპორტო საშუალების სპეციალურ დაცულ სადგომზე ტრანსპორტირებისა და შენახვის საფასური. თუ დადგენილია, რომ სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის ან ნიშნების), შიდა ტრანზიტის, ტრანზიტული ნომრის ან „TEST“ ნომრის არქონა მისი ქურდობით იყო გამოწვეული, სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე ან დროებითი სანომრე ნიშნით მოსარგებლე პირი თავისუფლდება ადმინისტრაციული სახდელისა და სატრანსპორტო საშუალების სპეციალურ დაცულ სადგომზე ტრანსპორტირებისა და შენახვის საფასურის გადახდისგან.

1³.სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისთვის განკუთვნილ ზოლში შესაბამისი კატეგორიის მსუბუქი ავტომობილის − ტაქსის (M1 კატეგორია) ან/და მოტოციკლის (გარდა სამთვლიანისა) ან/და მოპედის (გარდა სამთვლიანისა) მოძრაობის ან/და მგზავრთა ჩასხდომა/დასხდომა-გადმოსხდომის მიზნით გაჩერების ადგილის ან/და დროის და პირობების თაობაზე ამ მუხლის მე-12 ნაწილით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მისაღებად შესაბამისი პროექტი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით ორგანოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით წარედგინება.

2.(ამოღებულია – 21.04.2017, №712).

2¹.( ამოღებულია – 12.06.2012, №6442 ).

3.ჯარიმის ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევების ჩადენისათვის პირს დაერიცხება საურავი დაკისრებული ჯარიმის ორმაგი ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 500 ლარისა, ხოლო 290-ე მუხლის 1 1 ნაწილით განსაზღვრულ ვადაში ჯარიმის ან საურავის გადაუხდელობისას ჯარიმა შეიცვლება სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 6 თვით შეჩერებით.

4.( ამოღებულია – 02.05.2014, №2375 ).

4¹.ამ მუხლის მე-8−8 3 , მე-12−მე-13, მე-15 და მე-16 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას სატრანსპორტო საშუალების მფლობელის დაუდგენლობის შემთხვევაში ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს ეკისრება. ამასთანავე, აღნიშნული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის ამ კოდექსით განსაზღვრულ შემთხვევებში სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრედ მიიჩნევა ამ კოდექსის 290 1 მუხლის პირველი ნაწილითა და 290 4 მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული შესაბამისი პირი.

4².მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაზღვრული მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულის მიერ ან მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ უფლებამოსილი ფიზიკური პირის ან იურიდიული პირის მიერ ამ მუხლის მე-8, 8 2 , 8 3 და მე-12−მე-16 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის შემთხვევაში ჯარიმის ნებაყოფლობითი აღსრულებისთვის ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ ვადაში ჯარიმის გადაუხდელობისას პირს დაერიცხება საურავი დაკისრებული ჯარიმის ორმაგი ოდენობით. საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში პირის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განხორციელდება ჯარიმისა და საურავის გადახდის უზრუნველყოფის ღონისძიება. თუ მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაზღვრული მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული ან მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ უფლებამოსილი ფიზიკური პირი ან იურიდიული პირი ამ მუხლის მე-8, 8 2 , 8 3 და მე-12−მე-16 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე შემთხვევის ადგილზე არ გამოწერს საჯარიმო ქვითარს, ხოლო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ეს ფაქტი ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირდება და გამოიწერება საჯარიმო ქვითარი, ამ მუხლის შესაბამისი ნაწილით განსაზღვრული ჯარიმა გადაიხდება ამ კოდექსის 290 4 და 290 5 მუხლებით დადგენილი წესით.

5.ჯარიმის გადახდა ან ჯარიმის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერებით შეცვლა არ ათავისუფლებს პირს საურავის გადახდისაგან.

6.თუ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირი ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე შემთხვევის ადგილზე არ გამოწერს საჯარიმო ქვითარს და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ეს ფაქტი ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირდება, ამ მუხლის შესაბამისი ნაწილით განსაზღვრული ჯარიმა გადაიხდება ამ კოდექსის 268 1 და 290 1 მუხლებით დადგენილი წესით.

7.(ამოღებულია – 30.06.2017, №1194) .

8.ამ მუხლის 9 1 ნაწილის მიზნებისთვის საავარიო ვითარებად მიიჩნევა: ა) სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ ქვეითთა გადასასვლელზე მკვეთრი მანევრირება; ბ) ქვეითთათვის განკუთვნილ შუქნიშანზე მწვანე მაშუქი სიგნალისას მძღოლის მიერ სატრანსპორტო საშუალების მკვეთრი დამუხრუჭება, მოძრაობის დაწყება ან გაგრძელება ან უკუსვლით მოძრაობა; გ) სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ სხვა ისეთი ვითარების შექმნა, რომელმაც გამოიწვია მოძრაობის შეფერხება ან/და ქვეითის წაქცევა ან მისი ჯანმრთელობის დაზიანების სხვაგვარი საფრთხე, მაგრამ არ მოჰყოლია ამ მუხლის მე-11 ნაწილით გათვალისწინებული შედეგი.

9.ქმედება ამ მუხლის 7 3 ნაწილით გათვალისწინებულ სამართალდარღვევად ჩაითვლება, თუ მოძრაობის საპირისპირო მიმართულებით მოძრავი სატრანსპორტო საშუალება მთლიანად გადაკვეთს შემხვედრი სატრანსპორტო ნაკადის გამყოფ უწყვეტ ღერძულა ხაზს.

10.ამ მუხლის პირველი, 1 1 და 1 2 ნაწილებით განსაზღვრულ მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბებად მიიჩნევა აგრეთვე საგზაო მონაკვეთზე დამონტაჟებულ/განთავსებულ ავტომატურ ვიდეოტექნიკურ საშუალებებს შორის მანძილზე მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება, რომელსაც ავტომატური ვიდეოტექნიკური საშუალება ავტომატურ რეჟიმში, საგზაო მონაკვეთზე დამონტაჟებულ/განთავსებულ ავტომატურ ვიდეოტექნიკურ საშუალებებს შორის გავლილი მანძილისა და დროის შეფარდებით გამოითვლის.

11.ამ მუხლის მე-16 ნაწილის მიზნისთვის სატრანსპორტო საშუალება გზაზე მიტოვებულად მიიჩნევა, თუ მისი ვიზუალური დათვალიერებით აშკარად დგინდება, რომ იგი გამოუსადეგარია გზაზე უსაფრთხო მოძრაობისთვის, და არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ იგი გზაზე არანაკლებ 3 თვის განმავლობაში დგას. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1989 წლის 5 ივნისის ბრძანებულება №2156 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №6, ივნისი, 1989 წ., მუხ.72 საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტ.I, 1992 წ., მუხ.128 საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 17 მარტის კანონი №436 – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №16, მარტი, 1994 წ., მუხ.308 საქართველოს რესპუბლიკის 1995 წლის 29 ივნისის კანონი №771 – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №27-30, აპრილი-ივლისი, 1994-1995წწ., მუხ.649 საქართველოს 1997 წლის 13 მაისის კანონი №696 – პარლამენტის უწყებანი, №23-24, 07.06.1997წ., გვ. 3 საქართველოს 2005 წლის 23 ივნისის კანონი №1753 – სსმ I, №38, 15.07.2005წ., მუხ.251 საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2962 – სსმ I, №15, 16.05.2006წ., მუხ.110 საქართველოს 2007 წლის 8 მაისის კანონი №4707 – სსმ I, №18, 22.05.2007წ., მუხ.137 საქართველოს 2007 წლის 22 ივნისის კანონი №5027 – სსმ I, №25, 05.07.2007წ., მუხ.225 საქართველოს 2008 წლის 11 მარტის კანონი №5851 – სსმ I, №6, 25.03.2008წ., მუხ.21 საქართველოს 2008 წლის 30 დეკემბრის კანონი №956 – სსმ I, №41, 30.12.2008წ., მუხ.330 საქართველოს 2009 წლის 17 ივლისის კანონი №1505- სსმ I, №21, 03.08.2009წ., მუხ.116 საქართველოს 2009 წლის 20 ოქტომბრის კანონი №1812- სსმ I, №30, 02.11.2009წ., მუხ.187 საქართველოს 2010 წლის 2 ივლისის კანონი №3280 – სსმ I, №38, 16.07.2010წ., მუხ.227 საქართველოს 2011 წლის 17 მაისის კანონი №4684 – ვებგვერდი, 18.05.2011წ. საქართველოს 2011 წლის 20 მაისის კანონი №4708 – ვებგვერდი, 03.06.2011წ. საქართველოს 2012 წლის 15 მაისის კანონი №6173 – ვებგვერდი, 18.05.2012წ. საქართველოს 2012 წლის 12 ივნისის კანონი №6442 – ვებგვერდი, 25.06.2012წ. საქართველოს 2013 წლის 27 ნოემბრის კანონი №1644 – ვებგვერდი, 13.12.2013წ. საქართველოს 2013 წლის 26 დეკემბრის კანონი №1884 – ვებგვერდი, 30.12.2013წ. საქართველოს 2013 წლის 24 დეკემბრის კანონი №1835 – ვებგვერდი, 03.01.2014წ. საქართველოს 2014 წლის 2 მაისის კანონი №2375 – ვებგვერდი, 16.05.2014წ. საქართველოს 2015 წლის 29 მაისის კანონი №3675 – ვებგვერდი, 04.06.2015წ. საქართველოს 2017 წლის 21 აპრილის კანონი №712 – ვებგვერდი, 10.05.2017წ. საქართველოს 2017 წლის 29 ივნისის კანონი №1160 – ვებგვერდი, 29.06.2017წ. საქართველოს 2017 წლის 30 ივნისის კანონი №1194 – ვებგვერდი, 14.07.2017წ. საქართველოს 2018 წლის 4 მაისის კანონი №2261 – ვებგვერდი, 24.05.2018წ. საქართველოს 2019 წლის 29 მაისის კანონი №4609 – ვებგვერდი, 30.05.2019წ. საქართველოს 2020 წლის 12 ივნისის კანონი №6294 – ვებგვერდი, 19.06.2020წ. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6878 – ვებგვერდი, 28.07.2020წ. საქართველოს 2020 წლის 17 ივლისის კანონი №7059 – ვებგვერდი, 29.07.2020წ. საქართველოს 2022 წლის 6 სექტემბრის კანონი №1719 – ვებგვერდი, 16.09.2022წ. საქართველოს 2022 წლის 30 ნოემბრის კანონი №2231 – ვებგვერდი, 13.12.2022წ. საქართველოს 2024 წლის 19 ივლისის კანონი №4388 – ვებგვერდი, 30.07.2024წ. საქართველოს 2024 წლის 13 დეკემბრის კანონი №169 - ვებგვერდი, 29.12.202 4წ. საქართველოს 2025 წლის 2 ივლისის კანონი №932 – ვებგვერდი, 08.07.2025წ. საქართველოს 2026 წლის 17 მარტის კანონი №1400 – ვებგვერდი, 24.03.2026წ. საქართველოს 2026 წლის 25 ივნისის კანონი №1836 – ვებგვერდი, 26.06.2026წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №629 · ძალაშია 26 ივნ. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 30 აპრ. 2026 – 1 მაი. 2026 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 58

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 1 იან. 2027 ჯერ არ ამოქმედებულა· გამოქვეყნდა 9 ივლ. 2025
  2. 26 ივნ. 2026

    125-ე მუხლის მე-10 ნაწილში მონაკვეთზე გამოთვლილი სიჩქარის გადაჭარბების წესის მოქმედების სფეროს დაემატა 1² ნაწილი პირველ და 1¹ ნაწილებთან ერთად; გამოთვლის წესი უცვლელია.

  3. 1 მაი. 2026· გამოქვეყნდა 24 მარ. 2026
  4. 8 ივლ. 2025
  5. 1 აპრ. 2025· გამოქვეყნდა 29 დეკ. 2024
  6. 1 დეკ. 2024· გამოქვეყნდა 3 ოქტ. 2024
  7. 30 ივლ. 2024
  8. 1 იან. 2024· გამოქვეყნდა 13 დეკ. 2022
  9. 1 აპრ. 2023· გამოქვეყნდა 29 დეკ. 2022
  10. 31 დეკ. 2022· გამოქვეყნდა 13 მაი. 2022
  11. 16 სექ. 2022
  12. 1 მარ. 2022· გამოქვეყნდა 28 დეკ. 2021
  13. 19 ნოე. 2021· გამოქვეყნდა 5 ნოე. 2021
  14. 29 ივლ. 2020
  15. 28 ივლ. 2020
  16. 19 ივნ. 2020
  17. 18 დეკ. 2019· გამოქვეყნდა 4 დეკ. 2019
  18. 4 დეკ. 2019
  19. 3 ივნ. 2019· გამოქვეყნდა 30 მაი. 2019

    125-ე მუხლს დაემატა მე-12–მე-14 ნაწილები ახალი ჯარიმებით, 1¹ და 1² შენიშვნები სპეციალურ სადგომზე გადაყვანისა და ქვითრის გამოწერის წესით; შენიშვნის 1-ელ პუნქტში გადაყვანის საფუძვლები გაფართოვდა შესაძლო შეფერხებით/საცობით, ხოლო დაბრუნებისთვის სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი დაემატა.

  20. 24 ოქტ. 2018
  21. 1 ოქტ. 2018· გამოქვეყნდა 24 მაი. 2018

    125-ე მუხლს დაემატა 6⁴ ნაწილი, რომელიც დედაქალაქში აკრძალულ ტრანზიტულ მოძრაობას მძღოლისთვის 500 ლარიანი ჯარიმით სჯის.

  22. 26 სექ. 2018
  23. 30 ივლ. 2018
  24. 6 ივნ. 2018
  25. 1 ნოე. 2017· გამოქვეყნდა 14 ივლ. 2017
  26. 15 აგვ. 2017· გამოქვეყნდა 13 ივლ. 2017
  27. 1 ივლ. 2017· გამოქვეყნდა 10 მაი. 2017
  28. 13 მარ. 2016· გამოქვეყნდა 7 მარ. 2016
  29. 15 ივნ. 2015· გამოქვეყნდა 4 ივნ. 2015

    125-ე მუხლის შენიშვნის პირველი ნაწილი ახლებურად ჩამოყალიბდა: განისაზღვრა სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანის საფუძვლები და პირობები, თვითმმართველობის ორგანოს ვალდებულება ინფორმაციის „ცხელი ხაზით“ და ტექსტური შეტყობინებით მიწოდების შესახებ, ხარჯების დაკისრება და სატრანსპორტო საშუალების დაბრუნების წესი.

  30. 15 იან. 2015· გამოქვეყნდა 12 იან. 2015
  31. 2 სექ. 2014· გამოქვეყნდა 16 მაი. 2014

    ჯარიმის ან საურავის გადაუხდელობისას მართვის უფლების შეჩერების ვადა 1 წლიდან 6 თვემდე შეიცვალა. მე-4 ნაწილი, რომელიც 150-ლარიან საურავს ითვალისწინებდა, ამოღებულია.

  32. 1 მარ. 2014· გამოქვეყნდა 3 იან. 2014

    125 მუხლიდან ამოღებულია 15 კმ/სთ-ზე მეტით სიჩქარის გადაჭარბების ნაწილი და საურავის ორი ნორმა; დაემატა მე-6 ნაწილი 20-ლარიანი ჯარიმით და 6³ ნაწილი საცნობი ნიშნის წესის დარღვევაზე 50 ლარით.

  33. 1 იან. 2014· გამოქვეყნდა 30 დეკ. 2013

    125-ე მუხლის პირველ ნაწილში სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა 100 ლარიდან 50 ლარამდეა განსაზღვრული. მუხლის შენიშვნის მე-3 და მე-4 ნაწილები ახლებურად ჩამოყალიბდა და განსაზღვრავს საურავს (500 და 150 ლარი) და ჯარიმის შეჩერებით ჩანაცვლებას (1 წელი და 6 თვე).

  34. 1 იან. 2014· გამოქვეყნდა 13 დეკ. 2013
  35. 13 აგვ. 2013
  36. 1 აგვ. 2012· გამოქვეყნდა 25 ივნ. 2012
  37. 18 მაი. 2012

    მე-3 ნაწილის 500-ლარიან საურავს დაემატა პირველი, 7¹ და 7² ნაწილები, მე-4 ნაწილის 150-ლარიანს კი 6²; პირველი და მე-9 ნაწილები მე-4 ნაწილის ჩამონათვალიდან ამოვიდა, ხოლო ჯარიმისა „და“ საურავის გადაუხდელობა ორივე ნაწილში „ან“-ით შეიცვალა.

  38. 6 ივლ. 2011· გამოქვეყნდა 22 ივნ. 2011

    125-ე მუხლში გადაუხდელობისას სატრანსპორტო საშუალების რეალიზაციის ჩანაწერი შეიცვალა დამრღვევი მძღოლის ან მესაკუთრის მიმართ გადახდის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებით.

  39. 27 აპრ. 2011
  40. 16 აპრ. 2011· გამოქვეყნდა 5 აპრ. 2011
  41. 15 აპრ. 2011· გამოქვეყნდა 25 მარ. 2011
  42. 12 იან. 2011· გამოქვეყნდა 29 დეკ. 2010
  43. 2 იან. 2011· გამოქვეყნდა 29 სექ. 2010
  44. 1 აგვ. 2010· გამოქვეყნდა 16 ივლ. 2010

    შენიშვნის მე-2 პუნქტსა და 2¹ ნაწილში მართვის უფლების ჩამორთმევის შემცვლელი ჯარიმა 300-დან 500 ლარამდე გაიზარდა. მე-3 და მე-4 ნაწილებში საურავის ჩამონათვალი შეიცვალა (პირველი ნაწილი მე-3 ნაწილიდან მე-4 ნაწილში გადავიდა), ხოლო მე-5 ნაწილში „იძულებითი აღსრულება“ შეიცვალა „გადახდით“.

  45. 18 მაი. 2010· გამოქვეყნდა 4 მაი. 2010
  46. 16 ნოე. 2009· გამოქვეყნდა 2 ნოე. 2009

    125-ე მუხლის შენიშვნის პირველ პუნქტში გადაყვანილი სატრანსპორტო საშუალების დაბრუნებისთვის ახლა მოითხოვება ხარჯების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, სარეგისტრაციო მოწმობა ან მინდობილობა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი; ამასთან, სიტყვა „მინიშნება“ სხვა ადგილზე გადავიდა.

  47. 17 აგვ. 2009· გამოქვეყნდა 3 აგვ. 2009

    125-ე მუხლს დაემატა 6¹ ნაწილი გზის ორგანიზებული გადაკეტვისა და ჯგუფური მოძრაობისთვის და 2¹ ნაწილი, რომელიც ამ დარღვევისას ჩამორთმევის 300 ლარიანი ჯარიმით ჩანაცვლებას ითვალისწინებს.

  48. 13 იან. 2009· გამოქვეყნდა 30 დეკ. 2008

    125-ე მუხლის მე-8 ნაწილში ამკრძალავი ნიშნის დარღვევა ორ ნიშნად დაიყო; დაემატა 4¹ ნაწილი მესაკუთრის პასუხისმგებლობის შესახებ და 4² ნაწილი 150-ლარიანი საურავისა და 30-დღიანი ვადის გასვლის შემდეგ სატრანსპორტო საშუალების რეალიზაციის შესახებ.

  49. 8 აპრ. 2008· გამოქვეყნდა 25 მარ. 2008

    125-ე მუხლის მე-8 ნაწილის ჯარიმა 40-დან 10 ლარამდე, ხოლო მე-9 ნაწილის ჯარიმა 50-დან 20 ლარამდე შეიცვალა.

  50. 19 ივლ. 2007· გამოქვეყნდა 5 ივლ. 2007

    შენიშვნის მე-3 და მე-4 ნაწილებში საურავი ჯარიმასთან ერთად დარიცხვად აღარ არის ჩამოყალიბებული, მე-3 ნაწილს დაემატა შენიშვნის მე-2 ნაწილით დადგენილი შემთხვევა, ხოლო უფლების ჩამორთმევით ჯარიმის შეცვლა უკავშირდება 290-ე მუხლის 1¹ ნაწილით განსაზღვრულ ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობას.

  51. 5 ივნ. 2007· გამოქვეყნდა 22 მაი. 2007

    125 მუხლს დაემატა მე-6 ნაწილი მესაკუთრისთვის ჯარიმის დაკისრების, საურავისა და სატრანსპორტო საშუალების რეალიზაციის შესახებ.

  52. 1 ნოე. 2006· გამოქვეყნდა 16 მაი. 2006

    შენიშვნის 1-ლ პუნქტში ახლებურად არის ჩამოყალიბებული მიტოვებული სატრანსპორტო საშუალების გადაყვანის წესი, ხარჯები დამრღვევს ეკისრება და დაემატა მფლობელისთვის დაბრუნების პირობა. მე-2 პუნქტი იძლევა მართვის უფლების ჩამორთმევის 300-ლარიანი ჯარიმით შეცვლის შესაძლებლობას, ხოლო მე-3 პუნქტი ადგენს საურავისა და ჯარიმის ჩამორთმევით შეცვლის ახალ წესს.

  53. 15 ივლ. 2005

    125-ე მუხლის სიჩქარისა და მოძრაობის წესების დარღვევები დაიყო ცალკე ნაწილებად ფიქსირებული ჯარიმებით, ხოლო შენიშვნაში 30-დღიანი ვადა და ქვითრის მიკვრა ჩანაცვლდა გადაუხდელობის შედეგების წესით.

  54. 1 ივლ. 1997· გამოქვეყნდა 7 ივნ. 1997

    125-ე მუხლი ახლა სიჩქარისა და მოძრაობის წესების დარღვევას აწესრიგებს სამსაფეხურიანი სანქციებით ლარში და შენიშვნით მიტოვებული სატრანსპორტო საშუალების შესახებ.

  55. 29 ივნ. 1995

    125-ე მუხლში ხელმძღვანელებისა და პასუხისმგებელი პირების ერთმინიმალიანი ჯარიმა შეიცვალა ხუთიდან ათ მინიმალურ ოდენობამდე ჯარიმით.

  56. 17 მარ. 1994

    125-ე მუხლში ხელმძღვანელებისა და პასუხისმგებელი თანამდებობის პირების ჯარიმა სამასი მანეთიდან შრომის ანაზღაურების ერთ მინიმალურ ოდენობამდე შეიცვალა.

  57. 31 აგვ. 1992

    125-ე მუხლში გაფართოვდა ხაზზე გაშვების დარღვევათა ჩამონათვალი და ჯარიმა სამას მანეთამდე გაიზარდა.

  58. 30 ივნ. 1989

    125-ე მუხლი ერთ ნაწილადაა ჩამოყალიბებული: ჯარიმა ათიდან ორმოცდაათ მანეთამდეა, ხოლო განმეორებითი ჩადენის ნაწილი ამოღებულია.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 124შემდეგი მუხლი 125¹

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა / ჯარიმების გასაჩივრება1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ადგილზე დაჯარიმების გასაჩივრება — საჯარიმო ქვითარი და 20% შეღავათის გადაწყვეტილებასერვისის გვერდი
  • გადაუხდელი ჯარიმის საურავი და ჯარიმის მართვის უფლების შეჩერებით შეცვლა — დაცვა და აღდგენასერვისის გვერდი
  • ვიდეო/ფოტოფირზე დაფიქსირებული ჯარიმის გასაჩივრებასერვისის გვერდი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

აიჰან ჰასანლი

აიჰან ჰასანლი

ადვოკატი, მედიატორი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 13 ოქტ. 2026 · №642

  • 58 ცვლილება · ბოლო 26 ივნ. 2026
  • ციტირებულია 19 მუხლი
  • 67 რედაქცია
  • 10 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 25მუხლი 290მუხლი 290¹მუხლი 290⁴მუხლი 290⁵მუხლი 37მუხლი 41საგზაო მოძრაობის შ… 25საგზაო მოძრაობის შ… 37საგზაო მოძრაობის შ… 41

მიუთითებენ მასზე

მუხლი 119მუხლი 121¹მუხლი 209მუხლი 209²მუხლი 239მუხლი 240¹მუხლი 242მუხლი 243მუხლი 252მუხლი 261მუხლი 290მუხლი 290¹მუხლი 290⁴მუხლი 290⁵მუხლი 290⁶მუხლი 313მუხლი 40ადმინისტრაციული სა… 4ადმინისტრაციული სა… 2

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 123საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ადგილის მიტოვება ან სატრანსპორტო საშუალების გაჩერების შესახებ პოლიციელის მოთხოვნის შეუსრულებლობა
  • 127¹საავტომობილო ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანის ან ტვირთის გადაზიდვის და ავტოსადგურის/ავტოსადგომის მუშაობის წესების დარღვევა, ან არაგაბარიტული (მსხვილგაბარიტიანი) სატრანსპორტო საშუალებით გზაზე მოძრაობა შესაბამის უფლებამოსილ ორგანოსთან შეთანხმების გარეშე
  • 127ქვეითად მოსიარულის ან საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილის მიერ მოძრაობის წესების დარღვევა, აგრეთვე საავტომობილო გზის გასწვრივ პირუტყვის ძოვების წესების დარღვევა

საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ

  • 29მოძრაობის სიჩქარე

საქართველოს საბაჟო კოდექსი

  • 170საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის გადატვირთვა/გადმოტვირთვა ან საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების მიერ საბაჟო კონტროლის ზონის დატოვება ან სატრანსპორტო საშუა
  • 168საქონლის უკანონო გადატანა ან გადმოტანა
  • 174სატრანსპორტო საშუალების შემოსვლის/ჩამოფრენის ან გასვლის/გაფრენის შესახებ საბაჟო ორგანოსთვის შეუტყობინებლობა

საგზაო მოძრაობის შესახებ

  • 33სიჩქარე და დისტანცია

შრომითი მიგრაციის შესახებ

  • 16³პასუხისმგებლობა საშუამავლო კომპანიის მიერ დადებული ხელშეკრულების პირობის დარღვევისთვის

პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ

  • 54მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებული სხვა წესების დარღვევა
  • 52უფლებამოსილი პირის მიერ ამ კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული წესების დარღვევა

ნარჩენების მართვის კოდექსი

  • 31მუნიციპალური ნარჩენებით გარემოს დანაგვიანება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
290290¹290⁴290⁵253741119121¹209209²239253741125
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს ადმინისტრა…საგზაო მოძრაობის შესახ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 13 ოქტ. 2026 · რედაქცია №642 · ბოლოს შემოწმდა 25 ოქტ. 2026