Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსიმუხლი 290⁴

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

მუხლი 290⁴. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაზღვრული მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულის მიერ ან მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ უფლებამოსილი ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრება და მისი აღსრულება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტის ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებისას, ამ კოდექსის 278-ე მუხლის საფუძველზე გამოტანილი  დადგენილების/მისი გამოტანისთვის აუცილებელი წერილობითი ინფორმაციის შესაბამისი პირისთვის ჩაბარება

რედაქცია №642 კონსოლიდირებული · 13 ოქტ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678910

1.თუ მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაზღვრული მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული ან მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ უფლებამოსილი ფიზიკური პირი ან იურიდიული პირი ამ კოდექსის 125-ე მუხლის მე-8, მე-12−მე-13 და მე-15 ნაწილებითა და 125 2 −125 4 და 135-ე–135 5 მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე შემთხვევის ადგილზე სამართალდამრღვევის დაუსწრებლად გამოწერს საჯარიმო ქვითარს ან შემთხვევის ადგილზე არ გამოწერს საჯარიმო ქვითარს და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ეს ფაქტი ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირდება, შესაბამისი მუხლით/მუხლის ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმის გადახდა ეკისრება: ა) სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მონაცემებით განსაზღვრულ პირს, რომელზედაც სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობა ბოლოს არის გაცემული (გარდა ამ ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა), თუ სატრანსპორტო საშუალების იდენტიფიცირება რეგისტრაციის ნომრით (სახელმწიფო სანომრე ნიშნით) ხდება; ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მონაცემთა ბაზაში არსებული დროებითი სანომრე ნიშნით მოსარგებლე პირს, თუ სატრანსპორტო საშუალების იდენტიფიცირება დროებითი სანომრე ნიშნით ხდება; გ) სატრანსპორტო საშუალებაზე ლიზინგის რეგისტრაციის საფუძველზე საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მონაცემთა ბაზაში ლიზინგის მიმღებად აღრიცხულ პირს, თუ სატრანსპორტო საშუალების იდენტიფიცირება რეგისტრაციის ნომრით (სახელმწიფო სანომრე ნიშნით) ხდება.

2.ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ შესაბამის პირს საჯარიმო ქვითარს რეგისტრაციის ადგილის მიხედვით მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაზღვრული მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირი უგზავნის.

3.თუ ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ შესაბამის პირს რეგისტრაციის ადგილის მიხედვით გაგზავნილი საჯარიმო ქვითარი ვერ ჩაჰბარდა, საჯარიმო ქვითრის მიმტანი პირი გზავნილზე სათანადო აღნიშვნას აკეთებს და საჯარიმო ქვითარს აბრუნებს. საჯარიმო ქვითარი დაბრუნებიდან არაუადრეს 30-ე დღისა და არაუგვიანეს მე-60 დღისა აღნიშნულ პირს რეგისტრაციის ადგილის მიხედვით (რეგისტრაციის მისამართზე) განმეორებით ეგზავნება.

4.საჯარიმო ქვითარი ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული შესაბამისი პირისთვის ჩაბარებულად მიიჩნევა, თუ ამ პირის რეგისტრაციის ადგილის მისამართზე საჯარიმო ქვითრის ჩაბარებისას მისი ოჯახის სრულწლოვანი წევრი ორჯერ განაცხადებს უარს მის მიღებაზე. ამ ნაწილის მიზნისთვის ოჯახის წევრში იგულისხმება პირის მეუღლე, შვილი, შვილიშვილი, მშობელი, და, ძმა, პაპა, ბებია, ამ პირთან მცხოვრები სხვა სრულწლოვანი პირი.

5.ამ მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად განმეორებით გაგზავნილი საჯარიმო ქვითრის ჩაუბარებლობის შემთხვევაში მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაზღვრული მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირი უზრუნველყოფს საჯარიმო ქვითრის საჯაროდ, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაზღვრული მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულის ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებას. საჯარიმო ქვითარი ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული შესაბამისი პირისთვის ჩაბარებულად მიიჩნევა საჯაროდ გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს. ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებულ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე გამოწერილი საჯარიმო ქვითრის საჯაროდ გამოქვეყნების წესს ამტკიცებს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო.

6.ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულმა შესაბამისმა პირმა ჯარიმა უნდა გადაიხადოს მისთვის საჯარიმო ქვითრის ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში.

7.ჯარიმის ამ მუხლის მე-6 ნაწილით დადგენილ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ შესაბამის პირს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაზღვრული მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირი დაარიცხავს საურავს ამ კოდექსის 125-ე მუხლის შენიშვნის 4 ​ 2 ნაწილითა და 125 ​ 2 –125 ​ 4 და 135-ე–135 ​ 5 მუხლებით გათვალისწინებული შესაბამისი ოდენობით. საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში პირის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განხორციელდება ჯარიმისა და საურავის გადახდის უზრუნველყოფის ღონისძიება.

8.თუ ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული შესაბამისი პირი არ არის ამ კოდექსის მე-13 მუხლით დადგენილ ასაკს მიღწეული პირი, ამ კოდექსის 125-ე მუხლის მე-8, მე-12−მე-13 და მე-15 ნაწილებითა და 125 2 −125 4 და 135-ე−135 5 მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის პასუხისმგებლობას მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაზღვრული მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირი ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული შესაბამისი პირის კანონიერ წარმომადგენელს აკისრებს.

9.ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებულ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტთან დაკავშირებით გამოტანილი დაჯარიმების შესახებ დადგენილების (საჯარიმო ქვითრის) აღსრულებისას ამ კოდექსის 290-ე მუხლით გათვალისწინებული დაჯარიმების შესახებ დადგენილების აღსრულების ვადები და წესი გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლითა და ამ კოდექსის 290 5 მუხლით სხვა რამ არ არის დადგენილი.

10.ამ კოდექსის 125-ე მუხლის მე-8 და მე-12−მე-16 ნაწილებითა და 125 2 −125 4 და 134-ე–135 ​ 5 მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე ამ კოდექსის 278-ე მუხლის საფუძველზე გამოტანილი დადგენილება/მისი გამოტანისთვის აუცილებელი წერილობითი ინფორმაცია შესაბამის პირს ჰბარდება ამ მუხლით დადგენილი წესით (მათ შორის, ამ დადგენილების/ინფორმაციის განმეორებით ჩაუბარებლობის შემთხვევაში შესაბამის ვებგვერდზე გამოქვეყნების გზით), თუ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაზღვრულმა მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურულმა ერთეულმა ან მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ უფლებამოსილმა ფიზიკურმა ან იურიდიულმა პირმა შეადგინა. საქართველოს 2020 წლის 17 ივლისის კანონი №7059 – ვებგვერდი, 29.07.2020წ. საქართველოს 2022 წლის 26 აპრილის კანონი №1522 – ვებგვერდი, 13.05.2022წ. საქართველოს 2022 წლის 26 აპრილის კანონი №1525 – ვებგვერდი, 13.05.2022წ. საქართველოს 2026 წლის 17 მარტის კანონი №1400 – ვებგვერდი, 24.03.2026წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №616 · ძალაშია 30 აპრ. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 30 აპრ. 2026 – 1 მაი. 2026 ტექსტი უცნობია

  2. 13 მაი. 2022 – 31 დეკ. 2022 ტექსტი უცნობია

  3. 31 დეკ. 1984 – 29 ივლ. 2020 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 5

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 1 მაი. 2026· გამოქვეყნდა 24 მარ. 2026
  2. 1 იან. 2024· გამოქვეყნდა 25 დეკ. 2023
  3. 31 დეკ. 2022· გამოქვეყნდა 13 მაი. 2022
  4. 16 სექ. 2022
  5. 29 ივლ. 2020
მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 290³შემდეგი მუხლი 290⁵

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 13 ოქტ. 2026 · №642

  • 5 ცვლილება · ბოლო 24 მარ. 2026
  • ციტირებულია 5 მუხლი
  • 6 რედაქცია
  • 7 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 125მუხლი 13მუხლი 135⁵მუხლი 278მუხლი 290მუხლი 290⁵მუხლი 5

მიუთითებენ მასზე

მუხლი 125მუხლი 125²მუხლი 135²მუხლი 282მუხლი 290⁵

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 290¹საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს მიერ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრება და მისი აღსრულება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტის ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებისას
  • 290⁵ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებულ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაზღვრული მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულის მიერ ან მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ უფლებამოსილი ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ გამოტანილი დაჯარიმების შესახებ დადგენილების (საჯარიმო ქვითრის) აღსრულებისას შეღავათით სარგებლობის წესი
  • 290¹⁰ამ კოდექსის 118 5 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტის ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირების შემთხვევაში საჯარიმო ქვითრის ჩაბარება და მისი აღსრულება

ტურიზმის შესახებ

  • 49პასუხისმგებლობა ტურიზმის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევისთვის

სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და სატელეკომუნიკაციო მიზნებისთვის გამოყენებადი ფიზიკური ინფრასტრუქტურის გაზიარების შესახებ

  • 13ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა

ნარჩენების მართვის კოდექსი

  • 46ამ კოდექსის 31-ე–45-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმების შედგენის უფლებამოსილების მქონე ორგანოების მოთხოვნათა შეუსრულებლობა

გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ

  • 25ამ კანონით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების შედგენის უფლებამოსილების მქონე ორგანოების მოთხოვნათა შეუსრულებლობა

პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი

  • 13¹²ბაზარზე ზედამხედველობასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ

  • 13ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების წარმოება და დადგენილი რეჟიმის დარღვევისათვის დაკისრებული ჯარიმის გადახდის წესი

ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ

  • 4

საჯარო შესყიდვების შესახებ

  • 96ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების ზოგადი წესი

ენერგოეფექტურობის შესახებ

  • 27ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის ჯარიმის დაკისრებისა და გადახდის წესი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
125290⁵13135⁵2782905125²135²282290¹290¹⁰461349290⁴
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს ადმინისტრა…ტურიზმის შესახებსატელეკომუნიკაციო ინფრ…ნარჩენების მართვის კოდ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 13 ოქტ. 2026 · რედაქცია №642 · ბოლოს შემოწმდა 23 ოქტ. 2026