წყლის რესურსების მართვის შესახებ

მუხლი 39. ზედაპირული წყლის ობიექტიდან წყლის ამოღების შეთანხმებულ ტექნიკურ პირობებთან და ზედაპირული წყლის ობიექტში წყალჩაშვების განმახორციელებელ პირთან დაკავშირებული გარდამავალი დებულება

რედაქცია №5 კონსოლიდირებული · 16 სექ. 2026 ამ მუხლის ცვლილება ძალაში შედის 1 სექ. 2027

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.პირი, რომელსაც „გარემოსდაცვითი ტექნიკური რეგლამენტების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის დადგენილების საფუძველზე, შეთანხმებული აქვს ზედაპირული წყლის ობიექტიდან წყლის ამოღების ტექნიკური პირობები და წყალსარგებლობას ახორციელებს შეთანხმებული ტექნიკური პირობებით დადგენილი წესით, ამ კანონით განსაზღვრული სპეციალური წყალსარგებლობის ნებართვა არ სჭირდება ზედაპირული წყლის ობიექტიდან წყლის ამოღების ტექნიკური პირობების შეთანხმების ვადის ამოწურვამდე.

2.ზედაპირული წყლის ობიექტიდან წყლის ამოღების შეთანხმებული ტექნიკური პირობების ცვლილების შემთხვევაში, საქმიანობის განმახორციელებელმა პირმა უნდა აიღოს სპეციალური წყალსარგებლობის ნებართვა, ამ კანონით დადგენილი წესით.

3.პირი, რომლის საქმიანობაც არ ექვემდებარება გარემოზე ზემოქმედების შეფასებას და რომელიც ზედაპირული წყლის ობიექტში დამაბინძურებელ ნივთიერებათა შემცველი ჩამდინარე წყლების ჩაშვებას ახორციელებს, ვალდებულია შესაბამისი სპეციალური წყალსარგებლობის ნებართვა აიღოს 2028 წლის 1 მარტამდე. საქართველოს 2026 წლის  24 ივნისის კანონი №1766 – ვებგვერდი, 02.07.2026წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ზემოთ მოცემულ ტექსტში ასახულია ცვლილება, რომელიც ჯერ არ ამოქმედებულა (ამოქმედდება: 1 სექ. 2027). დღეს მოქმედებს ეს ტექსტი:

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 20 ივლ. 2023-დან · იცვლება 1 სექ. 2027-დან

1. პირი, რომელსაც „გარემოსდაცვითი ტექნიკური რეგლამენტების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის დადგენილების საფუძველზე, შეთანხმებული აქვს ზედაპირული წყლის ობიექტიდან წყლის ამოღების ტექნიკური პირობები და წყალსარგებლობას ახორციელებს შეთანხმებული ტექნიკური პირობებით დადგენილი წესით, ამ კანონით განსაზღვრული სპეციალური წყალსარგებლობის ნებართვა არ სჭირდება ზედაპირული წყლის ობიექტიდან წყლის ამოღების ტექნიკური პირობების შეთანხმების ვადის ამოწურვამდე. 2. ზედაპირული წყლის ობიექტიდან წყლის ამოღების შეთანხმებული ტექნიკური პირობების ცვლილების შემთხვევაში, საქმიანობის განმახორციელებელმა პირმა უნდა აიღოს სპეციალური წყალსარგებლობის ნებართვა, ამ კანონით დადგენილი წესით. 3. პირი, რომლის საქმიანობაც არ ექვემდებარება გარემოზე ზემოქმედების შეფასებას და რომელიც ზედაპირული წყლის ობიექტში დამაბინძურებელ ნივთიერებათა შემცველი ჩამდინარე წყლების ჩაშვებას ახორციელებს, ვალდებულია, შესაბამისი სპეციალური წყალსარგებლობის ნებართვა აიღოს 2027 წლის 1 სექტემბრამდე.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. ჯერ არ ამოქმედებულა· გამოქვეყნდა 2 ივლ. 2026

    39-ე მუხლის მე-3 პუნქტში სპეციალური წყალსარგებლობის ნებართვის აღების ვადა 2027 წლის 1 სექტემბრიდან 2028 წლის 1 მარტამდე გადაიწია.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
247¹82²6026¹102943117381639
მნიშვნელობით ახლოსწყლის რესურსების მართვ…წყალმომხმარებელთა ორგა…საქართველოს ადმინისტრა…ლიცენზიებისა და ნებართ…სასმელი წყლის მიწოდები…სამრეწველო ემისიების შ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №5 · ბოლოს შემოწმდა