არასამხედრო ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ

მუხლი 14. იმ პირის უფლებები და მოვალეობები, რომელიც გადის არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურს

რედაქცია №16 კონსოლიდირებული · 26 ივნ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 1 ვერიფიცირებული სპეციალისტი · კონსულტაცია ₾200-დან

ვახტანგ ბარამაშვილი

1.პირს, რომელიც გადის არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურს, აქვს საქართველოს კონსტიტუციითა და საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს შრომის კოდექსი“ გათვალისწინებული უფლებები და მოვალეობები.

2.პირი არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურს, როგორც წესი, გადის თავისი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

3.პირს, რომელიც გადის არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურს, სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან გათავისუფლების დღემდე ეძლევა შრომის ანაზღაურება (ხელფასი) საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული ოდენობით, ნამუშევარი დღეების პროპორციულად.

4.პირს, რომელიც გადის არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურს, არ აქვს უფლება, ეკავოს ხელმძღვანელი ან მატერიალურად პასუხსაგები თანამდებობა, შესაბამის სუბიექტს მოსთხოვოს უფრო მაღალი შრომის ანაზღაურება (ხელფასი), მონაწილეობა მიიღოს გაფიცვაში.

5.შესაბამის სუბიექტს სახელმწიფო კომისიასთან შეუთანხმებლად არ აქვს უფლება, არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის მოსამსახურე სამსახურიდან გაათავისუფლოს ან სხვა სამსახურში გადაიყვანოს.

6.პირი არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლისას საგანგებო სიტუაციაზე რეაგირებისა და საგანგებო სიტუაციის ლიკვიდაციის ღონისძიებებში მონაწილეობის დროს მხოლოდ დამხმარე ფუნქციებსა და მოვალეობებს ასრულებს. საქართველოს 2018 წლის 27 ივნისის კანონი №2626 – ვებგვერდი, 06.07.2018წ. საქართველოს 2023 წლის 21 სექტემბრის კანონი №3502 – ვებგვერდი, 12.10.2023წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №13 · ძალაშია 1 იან. 2025-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 18 დეკ. 2000 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. · გამოქვეყნდა 6 ივლ. 2018

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200-დან

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
356¹3131211405730107182114
მნიშვნელობით ახლოსარასამხედრო ალტერნატიუ…საქართველოს სისხლის სა…პენიტენციური კოდექსისაქართველოს სახელმწიფო…საქართველოს შინაგან სა…საჯარო სამსახურის შესა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №16 · ბოლოს შემოწმდა