საჯარო სამსახურის შესახებ

მუხლი 127. დავის გადაწყვეტა სასამართლო წესით

რედაქცია №111კონსოლიდირებული · 21 ივლ. 2017

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 6 ვერიფიცირებული სპეციალისტი · კონსულტაცია ₾100-დან

გურანდა გრიგოლიასულხან კაპანაძენინო დარსაველიძე

1.მოხელეს უფლება აქვს კანონმდებლობით დადგენილი წესით ერთი თვის განმავლობაში გაასაჩივროს სასამართლოში სამსახურებრივ საკითხებზე გამოცემული ბრძანება, განკარგულება, გადაწყვეტილება, აგრეთვე მოქმედება.

2.დამხმარე მოსამსახურეს უფლება აქვს სამსახურებრივი დავის გადასაწყვეტად მიმართოს სასამართლოს ერთი თვის ვადაში.

2¹.ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრული სამართლებრივი აქტების გასაჩივრების ხანდაზმულობის ვადა აითვლება კანონმდებლობით დადგენილი წესით აქტის გაცნობიდან.

2².სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ადმინისტრაციული აქტის თაობაზე პირის მიერ სარჩელის წარდგენა არ იწვევს სადავო აქტის მოქმედების შეჩერებას.

3.მოხელეს შეუძლია სასამართლოში მოითხოვოს ბრძანების, განკარგულების, გადაწყვეტილების ან მოქმედების ნაწილობრივ ან მთლიანად არაკანონიერად აღიარება.

4.აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებში წარმოშობილი სამსახურებრივი დავა განიხილება და წყდება „აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე.

5.სასამართლოს მიერ სამსახურიდან განთავისუფლებაზე ან გადაყვანაზე გაცემული ბრძანების, განკარგულების ან გადაწყვეტილების არაკანონიერად აღიარების შემთხვევაში, მოხელე ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღდგენას, გარდა იმ შემთხვევისა, როცა იგი უარს ამბობს აღდგენაზე.

6.სასამართლოს მიერ სამსახურიდან განთავისუფლებაზე ან გადაყვანაზე გაცემული ბრძანების , განკარგულების ან გადაწყვეტილების ბათილად ცნობა არ იწვევს მოხელის სამსახურში დაუყოვნებლივ აღდგენას , თუ , სასამართლო გადაწყვეტილების შესაბამისად , დაწესებულება ვალდებულია ახალი ბრძანება , განკარგულება ან გადაწყვეტილება გამოსცეს სამსახურიდან განთავისუფლებასთან ან გადაყვანასთან დაკავშირებულ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ . მოხელის მიერ მოთხოვნილი განაცდური ხელფასი ამ კანონის 112- ე მუხლით დადგენილი ოდენობით ანაზღაურდება მხოლოდ იმ შემთხვევაში , თუ დაწესებულებ ა მოხელე ს აღ ა დგე ნს სამსახურში . სხვა შემთხვევაში განაცდური ხელფასი არ ანაზღაურდება . (არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი) - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილება №2/4/735 ­– ვებგვერდი, 01.08.2017წ. საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1802-სსმI, №36, 11.07.2005წ., მუხ.241 საქართველოს 2011 წლის 5 მაისის კანონი №4650 - ვებგვერდი,13.05.2011წ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილება №2/4/735 ­– ვებგვერდი, 01.08.2017წ. თავი XV. სახელმწიფო პოლიტიკა სამსახურის სფეროში

საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკა

კონსტიტუციურობის სტატუსი და პრაქტიკა

3

საკონსტიტუციო სასამართლომ ამ მუხლის ნორმა ან ნორმატიული შინაარსი არაკონსტიტუციურად ცნო

  • №2/4/73521.07.2017გადაწყვეტილება(6)
    ტექსტი ძალადაკარგულია

    საქართველოს მოქალაქეები - მერი გიორგაძე და ფიქრია მერაბიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

    ძალის დაკარგვის თარიღი: 21.07.2017საქმის გადასინჯვის საფუძველი§55§59
  • 59530.05.2014კონსტიტუციური სარჩელი
    პროცესუალური / დასაშვებობა
  • 56207.08.2013კონსტიტუციური სარჩელი
    პროცესუალური / დასაშვებობა
სამოქალაქო საქმეთა პალატა

უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ამ მუხლზე · 14

ყველა გადაწყვეტილება
  • №3კ-533-022002-09-3011
    არსებითი გადაწყვეტილება (T1)

    როდის იწყება საჯარო მოსამსახურის მიერ სამსახურებრივი ბრძანების სასამართლოში გასაჩივრების ერთთვიანი ვადა?

    დავა ეხებოდა შინაგან საქმეთა ორგანოებიდან გათავისუფლების ბრძანების გაუქმებას, სამსახურში აღდგენასა და იძულებით განაცდური ხელფასის ანაზღაურებას. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ ბრძანების გასაჩივრების ერთთვიანი ვადის ათვლა იწყება მაშინ, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ, და სააპელაციო სასამართლოს ამ გარემოების გამოკვლევა დაავალა. სასამართლომ დავა ადმინისტრაციული წესით განსჯადად მიიჩნია და სამოქალაქო პალატის მიერ მისი განხილვა სასამართლოს უკანონო შემადგენლობად შეაფასა. საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, სააპელაციო გადაწყვეტილება გაუქმდა და საქმე სსსკ 412-ის საფუძველზე ადმინისტრაციულ სააპელაციო პალატას ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა.

  • №3კ-888-022002-09-0612
    საკასაციო არსებითი (T2)

    რა გარემოებები გაითვალისწინა სასამართლომ საჯარო მოხელის მიერ გათავისუფლების გასაჩივრების ერთთვიანი ვადის დაცვის შეფასებისას?

    კ. ნ-ი მოითხოვდა საჯარო სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანების გაუქმებას და სამუშაოზე აღდგენას. დავა შეეხებოდა ბრძანების გასაჩივრების ერთთვიან ვადასა და სამსახურებრივი მოვალეობის უხეში დარღვევისთვის გათავისუფლების საფუძველს. უზენაესმა სასამართლომ გაიზიარა სააპელაციო სასამართლოს დასკვნა, რომ ვადა დაცული იყო და ინსპექციის მუშაობაში გამოვლენილი დარღვევები მოსარჩელის ბრალეული მოქმედებით არ იყო გამოწვეული. სასამართლომ საკასაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა და სააპელაციო გადაწყვეტილება სსსკ 410-ის საფუძველზე უცვლელად დატოვა.

  • №3კ-648-022002-07-1921
    არსებითი გადაწყვეტილება (T1)

    რა უნდა შეაფასოს სასამართლომ, სანამ სარჩელში მითითებულ გარემოებებზე დაყრდნობით დაუსწრებელ გადაწყვეტილებას გამოიტანს?

    მოსარჩელე ითხოვდა სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ სამუშაოზე აღდგენასა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას. პირველი ინსტანციის სასამართლომ სარჩელი უარყო, ხოლო სააპელაციო სასამართლომ დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მოსარჩელე სამუშაოზე აღადგინა. უზენაესმა სასამართლომ აღნიშნა, რომ სარჩელი საჯარო სამსახურის შესახებ კანონით დადგენილი ერთთვიანი გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ იყო შეტანილი, თუმცა სააპელაციო სასამართლოს არ ჰქონდა გარკვეული, იურიდიულად ამართლებდა თუ არა სარჩელში მითითებული გარემოებები მოთხოვნას. საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, სააპელაციო სასამართლოს განჩინება გაუქმდა და საქმე სსსკ 412-ის საფუძველზე ხელახლა განსახილველად დაბრუნდა.

  • №3კ-539-022002-06-1314
    საკასაციო არსებითი (T2)

    ავალდებულებდა თუ არა მოხელეთა შესარჩევი კონკურსის ორივე ტურის გავლა ადმინისტრაციას კანდიდატის თანამდებობაზე დანიშვნას?

    ა. ბ-ძე ითხოვდა შემოსავლების სამინისტროსთვის მისი სამსახურით დაკმაყოფილების დავალებას მას შემდეგ, რაც მოხელეთა შესარჩევი კონკურსის ორივე ტური გავლილად ჩაეთვალა. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ თანამდებობაზე დანიშვნის უფლება შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელს ან უფლებამოსილ პირს ეკუთვნის და სადავო შემთხვევაში ადმინისტრაციის დანიშვნის ვალდებულება კანონით არ იყო დადგენილი. სასამართლომ საკასაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა და სააპელაციო განჩინება სსსკ 410-ე მუხლით უცვლელად დატოვა. მოსარჩელეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დაუბრუნდა.

  • №3კ-607-022002-05-2212
    საკასაციო არსებითი (T2)

    რომელი კანონი განსაზღვრავდა საჯარო მოხელის მიერ გათავისუფლების სასამართლოში გასაჩივრების ვადას?

    დავა ეხებოდა საჯარო მოხელის გათავისუფლების ბრძანების გაუქმებას, სამუშაოზე აღდგენასა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ საჯარო მოხელის სასამართლოსთვის მიმართვის ვადაზე გამოიყენებოდა საჯარო სამსახურის შესახებ კანონის სპეციალური წესი. სასამართლომ გაიზიარა სააპელაციო სასამართლოს დასკვნა ვადის გასვლის შესახებ და მიუთითა, რომ ბრძანების შესახებ ცოდნის თაობაზე დადგენილი ფაქტის წინააღმდეგ დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია არ იყო წარმოდგენილი. საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და სააპელაციო გადაწყვეტილება სსსკ 410-ე მუხლით უცვლელად დარჩა.

  • №3კ/360-022002-03-2219
    არსებითი გადაწყვეტილება (T1)

    შეიძლება თუ არა საკვალიფიკაციო გამოცდაზე შრომის ნაყოფიერების ქულებით შეფასების გამოყენება, როდესაც კონკურსის დამტკიცებული წესი ასეთ კრიტერიუმს არ ითვალისწინებს?

    დავა შეეხებოდა საკვალიფიკაციო გამოცდის შედეგების გაუქმებასა და სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ მოსარჩელის აღდგენას. უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ გამოცდის ჩატარების წესი არ ითვალისწინებდა შრომის ნაყოფიერების ქულებით შეფასებას. სასამართლომ ასევე მიიჩნია, რომ ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის შესახებ გადაწყვეტილება დაუსაბუთებელი და აღუსრულებელი იყო, რადგან სააპელაციო სასამართლოს კონკრეტული სტრუქტურული ქვედანაყოფი და თანამდებობა არ მიუთითებია. საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: აღდგენის ნაწილში საქმე სსსკ 412-ის საფუძველზე დაბრუნდა ხელახლა განსახილველად, ხოლო დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება სსსკ 410-ის საფუძველზე უცვლელად დარჩა.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. მოხელეს უფლება აქვს კანონმდებლობით დადგენილი წესით ერთი თვის განმავლობაში გაასაჩივროს სასამართლოში სამსახურებრივ საკითხებზე გამოცემული ბრძანება, განკარგულება, გადაწყვეტილება, აგრეთვე მოქმედება. 2. დამხმარე მოსამსახურეს უფლება აქვს სამსახურებრივი დავის გადასაწყვეტად მიმართოს სასამართლოს ერთი თვის ვადაში. 2 1 . ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრული სამართლებრივი აქტების გასაჩივრების ხანდაზმულობის ვადა აითვლება კანონმდებლობით დადგენილი წესით აქტის გაცნობიდან. 2 2 . სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ადმინისტრაციული აქტის თაობაზე პირის მიერ სარჩელის წარდგენა არ იწვევს სადავო აქტის მოქმედების შეჩერებას. 3. მოხელეს შეუძლია სასამართლოში მოითხოვოს ბრძანების, განკარგულების, გადაწყვეტილების ან მოქმედების ნაწილობრივ ან მთლიანად არაკანონიერად აღიარება. 4. აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებში წარმოშობილი სამსახურებრივი დავა განიხილება და წყდება „აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე. 5. სასამართლოს მიერ სამსახურიდან განთავისუფლებაზე ან გადაყვანაზე გაცემული ბრძანების, განკარგულების ან გადაწყვეტილების არაკანონიერად აღიარების შემთხვევაში, მოხელე ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღდგენას, გარდა იმ შემთხვევისა, როცა იგი უარს ამბობს აღდგენაზე. 6. სასამართლოს მიერ სამსახურიდან განთავისუფლებაზე ან გადაყვანაზე გაცემული ბრძანების , განკარგულების ან გადაწყვეტილების ბათილად ცნობა არ იწვევს მოხელის სამსახურში დაუყოვნებლივ აღდგენას , თუ , სასამართლო გადაწყვეტილების შესაბამისად , დაწესებულება ვალდებულია ახალი ბრძანება , განკარგულება ან გადაწყვეტილება გამოსცეს სამსახურიდან განთავისუფლებასთან ან გადაყვანასთან დაკავშირებულ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ . მოხელის მიერ მოთხოვნილი განაცდური ხელფასი ამ კანონის 112- ე მუხლით დადგენილი ოდენობით ანაზღაურდება მხოლოდ იმ შემთხვევაში , თუ დაწესებულებ ა მოხელე ს აღ ა დგე ნს სამსახურში . სხვა შემთხვევაში განაცდური ხელფასი არ ანაზღაურდება . (არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი) - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილება №2/4/735 ­– ვებგვერდი, 01.08.2017წ. საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1802-სსმI, №36, 11.07.2005წ., მუხ.241 საქართველოს 2011 წლის 5 მაისის კანონი №4650 - ვებგვერდი,13.05.2011წ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილება №2/4/735 ­– ვებგვერდი, 01.08.2017წ. თავი XV. სახელმწიფო პოლიტიკა სამსახურის სფეროში

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს ზოგი ცვლილება უკვე მოქმედებდა, ზოგი ჯერ არა, და ამ მუხლის იმდროინდელ ტექსტს ზუსტად ვერ ვადგენთ.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 1 სექ. 2016 – 1 იან. 2030 ტექსტი უცნობია

  2. 1 ივლ. 2015 – 1 სექ. 2016 ტექსტი უცნობია

  3. 29 ივნ. 2015 – 1 ივლ. 2015 ტექსტი უცნობია

  4. 8 იან. 2014 – 1 აპრ. 2015 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 5

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 28 დეკ. 2016

    127-ე მუხლში ძველი კანონისა და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტების ძალადაკარგულად გამოცხადების თარიღი 2017 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 ივლისზე გადავიდა.

  2. 127-ე მუხლს დაემატა მე-6 პუნქტი, რომელიც აწესრიგებს დაუყოვნებლივ აღდგენის გამონაკლისს ახალი აქტის გამოცემის ვალდებულებისას და განაცდური ხელფასის ანაზღაურებას მხოლოდ აღდგენის შემთხვევაში.

  3. · გამოქვეყნდა 11 ივლ. 2005

    127-ე მუხლს დაემატა 2¹ პუნქტი, რომელიც ხანდაზმულობის ვადის დენას აქტის გაცნობიდან განსაზღვრავს, და 2² პუნქტი, რომლის მიხედვითაც გათავისუფლების აქტზე სარჩელი აქტის მოქმედებას არ აჩერებს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

სულხან კაპანაძე

სულხან კაპანაძე

სასამართლო წარმომადგენლობა

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾100

ნინო დარსაველიძე

ნინო დარსაველიძე

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾150

ნუგზარ მოსიძე

ნუგზარ მოსიძე

ადვოკატი, იურიდიული ფირმა Legalis-ლიგალის-ის დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი, ბავშთა უფლებათა სპეციალისტი, კორპორატიული იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დავით ელისაბედაშვილი

დავით ელისაბედაშვილი

კერძო აღმასრულებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾100

სალომე ოსეფაშვილი

სალომე ოსეფაშვილი

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეციალიზაციით, განათლების სამართლის ექსპერტი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1126319321181095237¹³37¹⁴113020127
მნიშვნელობით ახლოსარასამხედრო ალტერნატიუ…საჯარო სამსახურის შესა…საქართველოს რესპუბლიკი…საქართველოს სახელმწიფო…სამოქალაქო უსაფრთხოები…დაგროვებითი პენსიის შე…