საჯარო სამსახურის შესახებ

მუხლი 99. განთავისუფლება დისციპლინური გადაცდომისათვი ს

რედაქცია №111კონსოლიდირებული · 21 ივლ. 2017 ამ მუხლის ცვლილება ძალაში შედის 1 იან. 2030

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 4 ვერიფიცირებული სპეციალისტი · კონსულტაცია ₾200-დან

გურანდა გრიგოლიასალომე ოსეფაშვილიმზია კიკვაძე

1.მოხელე შეიძლება გაათავისუფლონ სამსახურიდან ამ კანონით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომისათვის.

2.სამსახურებრივ მოვალეობათა დარღვევისათვის მოხელე შეიძლება გაათავისუფლონ სამსახურიდან, თუ მის მიმართ უკვე მოქმედებს დისციპლინური პასუხიმგებლობის ნებისმიერი სხვა ზომა.

3.მოხელე შეიძლება გაათავისუფლონ სამსახურიდან დისციპლინური პასუხისმგებლობის მოქმედების გარეშეც, თუ იგი უხეშად დაარღვევს სამსახურებრივ მოვალეობებს.

4.ამ მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე მოხელე სამსახურიდან თავისუფლდება მისთვის შესაბამისი დოკუმენტის გაცნობის დღიდან. მოხელე, რომელიც თვითნებურად (5 დღეზე მეტი ხნით) მიატოვებს სამსახურს, განთავისუფლებულად ჩაითვლება სამსახურის თვითნებური დატოვების მეორე სამუშაო დღიდან.

საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკა

კონსტიტუციურობის სტატუსი და პრაქტიკა

4
  • №2/6/59525.07.2014საოქმო ჩანაწერი
    პროცესუალური / დასაშვებობა

    საქართველოს მოქალაქე ნათია იმნაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

  • №2/3/56224.07.2014განჩინება
    პროცესუალური / დასაშვებობა

    საქართველოს მოქალაქე ლევან სიგუა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

  • 59530.05.2014კონსტიტუციური სარჩელი(1)
    პროცესუალური / დასაშვებობა
  • 56207.08.2013კონსტიტუციური სარჩელი(1)
    პროცესუალური / დასაშვებობა
სამოქალაქო საქმეთა პალატა

უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ამ მუხლზე · 10

ყველა გადაწყვეტილება
  • №3კ-888-022002-09-067
    საკასაციო არსებითი (T2)

    რა გარემოებები გაითვალისწინა სასამართლომ საჯარო მოხელის მიერ გათავისუფლების გასაჩივრების ერთთვიანი ვადის დაცვის შეფასებისას?

    კ. ნ-ი მოითხოვდა საჯარო სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანების გაუქმებას და სამუშაოზე აღდგენას. დავა შეეხებოდა ბრძანების გასაჩივრების ერთთვიან ვადასა და სამსახურებრივი მოვალეობის უხეში დარღვევისთვის გათავისუფლების საფუძველს. უზენაესმა სასამართლომ გაიზიარა სააპელაციო სასამართლოს დასკვნა, რომ ვადა დაცული იყო და ინსპექციის მუშაობაში გამოვლენილი დარღვევები მოსარჩელის ბრალეული მოქმედებით არ იყო გამოწვეული. სასამართლომ საკასაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა და სააპელაციო გადაწყვეტილება სსსკ 410-ის საფუძველზე უცვლელად დატოვა.

  • №3კ-528-022002-07-1920
    არსებითი გადაწყვეტილება (T1)

    შეიძლება თუ არა ფილიალის მთავარი სპეციალისტის გათავისუფლება სხვა პასუხისმგებელი პირების საქმიანობასთან დაკავშირებული დარღვევისათვის, თუ მათი კონტროლი მის სამსახ

    დავა შეეხებოდა საქართველოს ეროვნული ბანკის ფილიალის მთავარი სპეციალისტის გათავისუფლების ბრძანების გაუქმებას, სამსახურში აღდგენასა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას. უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ გათავისუფლების ბრძანება არ ასახელებდა მოსარჩელის კონკრეტულ დარღვევას და რომ სხვა პასუხისმგებელი პირების მიერ გასაღებების გადაცემის კონტროლი მის სამსახურებრივ მოვალეობაში არ შედიოდა. სასამართლომ სსსკ 411-ის საფუძველზე გააუქმა სააპელაციო გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი დააკმაყოფილა. მოსარჩელე აღადგინა თანამდებობაზე და დამსაქმებელს აღდგენამდე იძულებითი განაცდურის ანაზღაურება დააკისრა.

  • №3კ/362-012001-10-266
    არსებითი გადაწყვეტილება (T1)

    როდის შეუძლია სასამართლოს სამუშაოზე აღდგენის ერთმანეთთან დაკავშირებული საქმეების ერთ წარმოებად გაერთიანება?

    დავა შეეხებოდა საგადასახადო ინსპექციის თანამშრომლის სამუშაოზე აღდგენასა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას. უზენაესმა სასამართლომ მიუთითა, რომ სამუშაოზე აღდგენის ერთმანეთთან დაკავშირებული საქმეები მხარის შუამდგომლობით შესაძლოა გაერთიანდეს, თუ ეს დავის უფრო სწრაფ და სწორ განხილვას შეუწყობს ხელს. სასამართლომ საჭიროდ მიიჩნია მტკიცებულებათა სრულყოფილად გამოკვლევა იმის დასადგენად, წარმოადგენდა თუ არა გათავისუფლების ბრძანებებში მითითებული გადაცდომები სამსახურებრივი მოვალეობის უხეშ დარღვევას. საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, სააპელაციო განჩინება გაუქმდა და საქმე სსსკ 412-ის საფუძველზე ხელახლა განსახილველად დაბრუნდა.

  • №3კ-38-012001-04-189
    არსებითი გადაწყვეტილება (T1)

    როდის იწყება საჯარო მოსამსახურის გათავისუფლების ბრძანების სასამართლოში გასაჩივრების ერთთვიანი ვადა?

    დავა ეხებოდა საჯარო მოსამსახურის სამუშაოზე აღდგენასა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ გათავისუფლების ბრძანების გასაჩივრების ერთთვიანი ვადა დაიწყო მაშინ, როდესაც მოსამსახურემ გათავისუფლების შესახებ შეიტყო, ხოლო ბრძანებაში სამართლებრივი საფუძვლის მოგვიანებით დამატებამ ვადის ათვლა თავიდან არ დაიწყო. სასამართლომ სარჩელი ხანდაზმულად მიიჩნია, გააუქმა სააპელაციო გადაწყვეტილება და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით ახალი გადაწყვეტილება მიიღო. სარეზოლუციო ნაწილით მოსარჩელეს სამუშაოზე აღდგენაზე უარი ეთქვა.

  • №3322001-02-1613
    საკასაციო არსებითი (T2)

    შეიძლებოდა თუ არა მოხელის გათავისუფლება მოქმედი დისციპლინური პასუხისმგებლობის გარეშე სამსახურებრივი მოვალეობის უხეში დარღვევის გამო?

    ზ. თ-უა ითხოვდა აფხაზეთის იუსტიციის მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე აღდგენას ხელმეორედ გათავისუფლების შემდეგ. იგი ამტკიცებდა, რომ მისი აღდგენის შესახებ ადრინდელი სასამართლო გადაწყვეტილება სრულად არ შესრულებულა. უზენაესმა სასამართლომ მიიჩნია, რომ სამსახურში სისტემატური გამოუცხადებლობა სამსახურებრივი მოვალეობის უხეში დარღვევა იყო და აღსრულებასთან დაკავშირებული პრეტენზია გაცდენას საპატიოდ არ აქცევდა. საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და სააპელაციო განჩინება სსსკ 410-ე მუხლით უცვლელად დარჩა.

  • №3კ/1-012001-02-0913
    არსებითი გადაწყვეტილება (T1)

    რა წინაპირობით შეიძლება საჯარო მოხელის გათავისუფლება სამსახურებრივ მოვალეობათა დარღვევისთვის?

    დავა შეეხებოდა საჯარო მოხელის სამუშაოზე აღდგენას, იძულებითი განაცდურის, მიუღებელი ხელფასისა და სამივლინებო თანხების ანაზღაურებას. უზენაესმა სასამართლომ მიიჩნია, რომ მოხელის გათავისუფლებისა და სასამართლოსთვის მიმართვის საკითხები საჯარო სამსახურის შესახებ კანონით სპეციალურად იყო მოწესრიგებული და მოსარჩელემ გასაჩივრების ერთთვიანი ვადა დაარღვია. სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით მიიღო ახალი გადაწყვეტილება და სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის მოთხოვნები უარყო. მიუღებელი ხელფასისა და სამივლინებო თანხების დაკისრების ნაწილში სააპელაციო გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. მოხელე შეიძლება გაათავისუფლონ სამსახურიდან ამ კანონით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომისათვის. 2. სამსახურებრივ მოვალეობათა დარღვევისათვის მოხელე შეიძლება გაათავისუფლონ სამსახურიდან, თუ მის მიმართ უკვე მოქმედებს დისციპლინური პასუხიმგებლობის ნებისმიერი სხვა ზომა. 3. მოხელე შეიძლება გაათავისუფლონ სამსახურიდან დისციპლინური პასუხისმგებლობის მოქმედების გარეშეც, თუ იგი უხეშად დაარღვევს სამსახურებრივ მოვალეობებს. 4. ამ მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე მოხელე სამსახურიდან თავისუფლდება მისთვის შესაბამისი დოკუმენტის გაცნობის დღიდან. მოხელე, რომელიც თვითნებურად (5 დღეზე მეტი ხნით) მიატოვებს სამსახურს, განთავისუფლებულად ჩაითვლება სამსახურის თვითნებური დატოვების მეორე სამუშაო დღიდან.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №99

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 8 იან. 2014 – 1 აპრ. 2015 ტექსტი უცნობია

  2. 3 დეკ. 2013 – 8 იან. 2014 ტექსტი უცნობია

  3. 1 ივლ. 2013 – 3 დეკ. 2013 ტექსტი უცნობია

  4. 25 ივნ. 2012 – 1 ივლ. 2013 ტექსტი უცნობია

  5. 2 იან. 2011 – 25 ივნ. 2012 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. ჯერ არ ამოქმედებულა· გამოქვეყნდა 11 ნოე. 2015

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

სალომე ოსეფაშვილი

სალომე ოსეფაშვილი

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეციალიზაციით, განათლების სამართლის ექსპერტი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მზია კიკვაძე

მზია კიკვაძე

ადვოკატი სამოქალაქო და ადმინისტრაციულ სამართალში

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
4011²⁴2110144¹ (დ…981111095 (და…52432099
მითითებამნიშვნელობით ახლოსადმინისტრაციული ხელშეკ…საქართველოს შინაგან სა…დანაშაულის პრევენციის,…საჯარო სამსახურის შესა…შემოსავლების სამსახური…სამხედრო პოლიციის თანა…