საჯარო სამსახურის შესახებ

მუხლი 11. საჯარო მოსამსახურეები, რომლებზეც არ ვრცელდება ამ კანონის მოქმედება

რედაქცია №111კონსოლიდირებული · 21 ივლ. 2017 ამ მუხლის ცვლილება ძალაში შედის 1 იან. 2030

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ამ კანონის მოქმედება, გარდა ამ მუხლის 1 1 და 1 2 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, არ ვრცელდება სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირზე, მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრზე, მუნიციპალიტეტის გამგებელზე/მერზე, სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის მოადგილეზე, მუნიციპალიტეტის გამგებლის/მერის მოადგილეზე, გამგეობის/მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელსა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგებელზე.

1¹.მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრზე ვრცელდება ამ კანონის პირველი–მე-6, მე-9, მე-10, 38-ე, 39-ე, 39 1 , 41 1 , 66-ე და 121-ე მუხლების მოქმედება. სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირზე, გარდა ამ პუნქტით გათვალისწინებული მუხლებისა, ვრცელდება ამ კანონის 71-ე მუხლის მე-3 პუნქტის მოქმედება.

1².სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის მოადგილეზე, მუნიციპალიტეტის გამგებლის/მერის მოადგილეზე, გამგეობის/მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელსა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგებელზე ვრცელდება ამ კანონის პირველი–მე-6, მე-9, მე-10, 37-ე−39-ე, 39 1 , მე-40, 41-ე, 41 1 , 66-ე, 69-ე და 121-ე მუხლების მოქმედება. მუნიციპალიტეტის გამგებელზე/მერზე ვრცელდება ამ პუნქტით გათვალისწინებული მუხლების მოქმედება, გარდა ამ კანონის 41-ე მუხლის მე-2 პუნქტისა.

2.ამ კანონის მოქმედება ამ პუნქტში ჩამოთვლილ მოსამსახურეებზე ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევებში, თუ საქართველოს კონსტიტუციით , სპეციალური კანონმდებლობით ან მათ საფუძველზე სხვა რამ არ არის დადგენილი. ეს მოსამსახურეები არიან: ა ) საქართველოს კონსტიტუციის , აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების კონსტიტუციების საფუძველზე არჩეული , დანიშნული და დამტკიცებული თანამდებობის პირები ; ბ) მოსამართლეები; გ) პროკურორები; გ 1 ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციის სამმართველოს თანამშრომლები; დ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეები, აგრეთვე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მოსამსახურეები; დ 1 ) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემის მოსამსახურეები; ე ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის მოსამსახურეები ; ვ) (ამოღებულია); ზ) საქართველოს დაზვერვის სამსახურის მოსამსახურეები; ზ 1 ) სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლები; ზ 2 ) სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის მოხელეები; თ) სამხედრო მოსამსახურეები; ი) დიპლომატიური სამსახურის თანამშრომლები; კ ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის თანამშრომლები ; ლ ) (ამოღებულია); მ) სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამხედრო ან სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეები; ნ) საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს მოსამსახურეები; ო ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბისა და სახმელეთო ჯარების თანამშრომლები / მოსამსახურეები .

3.ამ კანონის მოქმედება ვრცელდება ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გაუთვალისწინებელ მოხელეებზე, თუ ამ კატეგორიის მოსამსახურეთა სტატუსის შესახებ საკანონმდებლო აქტებითა და ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.

4.„ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბისა და სახმელეთო ჯარების თანამშრომელთა / მოსამსახურეთა მიერ სამსახურის გავლის წესი “ მტკიცდება საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანებით . ამ წესით განისაზღვრება აღნიშნულ თანამშრომელთა / მოსამსახურეთა სამსახურებრივი ურთიერთობების საკითხები , მათ შორის , თანამდებობაზე დანიშვნისა და თანამდებობიდან განთავისუფლების , სამსახურის გავლის , ატესტაციის , კვალიფიკაციის ამაღლების , წახალისების ფორმებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების წესები და საფუძვლები . ამ კანონის მოქმედება ამ პუნქტით გათვალისწინებულ თანამშრომლებზე / მოსამსახურეებზე ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევებში , თუ სამხედრო მოსამსახურეებთან ურთიერთობების მარეგულირებელი კანონმდებლობით და ამავე პუნქტში მითითებული წესით სხვაგვარად არ რეგულირდება შესაბამისი სამსახურებრივი ურთიერთობები . საქართველოს 1999 წლის 19 მარტის კანონი №1843-სსმI, №12(19), 06.04.1999წ., მუხ.39 საქართველოს 1999 წლის 30 აპრილის კანონი №1931-სსმI, №14(21), 13.05.1999წ., მუხ.60 საქართველოს 2001 წლის 20 ივლისის კანონი №1020-სსმI, №24, 01.08.2001წ., მუხ.97 საქართველოს 2003 წლის 26 აგვისტოს კანონი №3097-სსმI, №28, 15.09.2003წ., მუხ.203 საქართველოს 2004 წლის 24 თებერვლის კანონი №3397-სსმI, №7, 16.03.2004წ., მუხ.34 საქართველოს 2004 წლის 29 დეკემბრის კანონი №861-სსმI, №1, 05.01.2005წ., მუხ.1 საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3183-სსმI, №17, 30.05.2006წ., მუხ.128 საქართველოს 2006 წლის 10 ნოემბრის კანონი №3653-სსმI, №44, 27.11.2006წ., მუხ.301 საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4260-სსმI, №51, 31.12.2006წ., მუხ.420 საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5268-სსმI, №30, 30.07.2007წ., მუხ.339 საქართველოს 2008 წლის 27 ივნისის კანონი №73-სსმI, №12, 14.07.2008წ., მუხ.95 საქართველოს 2009 წლის 3 ნოემბრის კანონი №1935-სსმI, №35, 19.11.2009წ., მუხ.240 საქართველოს 2009 წლის 4 დეკემბრის კანონი №2222-სსმI, №45, 21.12.2009წ., მუხ.322 საქართველოს 2009 წლის 25 დეკემბრის კანონი №2462-სსმI, №49, 30.12.2009წ., მუხ.374 საქართველოს 2010 წლის 9 მარტის კანონი №2727-სსმI, №12, 24.03.2010წ., მუხ.63 საქართველოს 2010 წლის 27 აპრილის კანონი №2990-სსმI, №24, 10.05.2010წ., მუხ.155 საქართველოს 2010 წლის 6 ივლისის კანონი №3367-სსმI, №39, 19.07.2010წ., მუხ.240 საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3614-სსმI, №52, 30.09.2010წ., მუხ.333 საქართველოს 2010 წლის 17 დეკემბრის კანონი №4116-სსმI,№75,27.12.2010წ.,მუხ.472 საქართველოს 2011 წლის 24 ივნისის კანონი №4955 - ვებგვერდი, 11.07.2011წ. ​ საქართველოს 2013 წლის 27 სექტემბრის კანონი №1379 – ვებგვერდი, 09.10.2013წ. საქართველოს 2013 წლის 13 დეკემბრის კანონი №1790 - ვებგვერდი, 28.12.2013წ. საქართველოს 2014 წლის 5 თებერვლის კანონი №1971 - ვებგვერდი, 19.02.2014წ. საქართველოს 2014 წლის 26 ივლისის კანონი №2538 - ვებგვერდი, 06.08.2014წ. საქართველოს 2014 წლის 28 ნოემბრის კანონი №2821 - ვებგვერდი, 03.12.2014წ. საქართველოს 2014 წლის 12 დეკემბრის კანონი №2931 - ვებგვერდი, 23.12.2014წ. საქართველოს 2015 წლის 4 მარტის კანონი №3131 – ვებგვერდი, 23.03.2015წ. საქართველოს 2015 წლის 1 მაისის კანონი №3545 - ვებგვერდი, 18.05.2015წ. საქართველოს 2015 წლის 8 ივლისის კანონი №3953 - ვებგვერდი, 15.07.2015წ. საქართველოს 2016 წლის 24 ივნისის კანონი №5597 - ვებგვერდი, 13.07.2016წ. საქართველოს 2017 წლის 22 მარტის კანონი №485 - ვებგვერდი, 27.03.2017წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. ამ კანონის მოქმედება, გარდა ამ მუხლის 1 1 და 1 2 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, არ ვრცელდება სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირზე, მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრზე, მუნიციპალიტეტის გამგებელზე/მერზე, სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის მოადგილეზე, მუნიციპალიტეტის გამგებლის/მერის მოადგილეზე, გამგეობის/მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელსა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგებელზე. 1 1 . მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრზე ვრცელდება ამ კანონის პირველი–მე-6, მე-9, მე-10, 38-ე, 39-ე, 39 1 , 41 1 , 66-ე და 121-ე მუხლების მოქმედება. სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირზე, გარდა ამ პუნქტით გათვალისწინებული მუხლებისა, ვრცელდება ამ კანონის 71-ე მუხლის მე-3 პუნქტის მოქმედება. 1 2 . სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის მოადგილეზე, მუნიციპალიტეტის გამგებლის/მერის მოადგილეზე, გამგეობის/მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელსა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგებელზე ვრცელდება ამ კანონის პირველი–მე-6, მე-9, მე-10, 37-ე−39-ე, 39 1 , მე-40, 41-ე, 41 1 , 66-ე, 69-ე და 121-ე მუხლების მოქმედება. მუნიციპალიტეტის გამგებელზე/მერზე ვრცელდება ამ პუნქტით გათვალისწინებული მუხლების მოქმედება, გარდა ამ კანონის 41-ე მუხლის მე-2 პუნქტისა. 2. ამ კანონის მოქმედება ამ პუნქტში ჩამოთვლილ მოსამსახურეებზე ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევებში, თუ საქართველოს კონსტიტუციით , სპეციალური კანონმდებლობით ან მათ საფუძველზე სხვა რამ არ არის დადგენილი. ეს მოსამსახურეები არიან: ა ) საქართველოს კონსტიტუციის , აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების კონსტიტუციების საფუძველზე არჩეული , დანიშნული და დამტკიცებული თანამდებობის პირები ; ბ) მოსამართლეები; გ) პროკურორები; გ 1 ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციის სამმართველოს თანამშრომლები; დ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეები, აგრეთვე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მოსამსახურეები; დ 1 ) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემის მოსამსახურეები; ე ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის მოსამსახურეები ; ვ) (ამოღებულია); ზ) საქართველოს დაზვერვის სამსახურის მოსამსახურეები; ზ 1 ) სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლები; ზ 2 ) სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის მოხელეები; თ) სამხედრო მოსამსახურეები; ი) დიპლომატიური სამსახურის თანამშრომლები; კ ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის თანამშრომლები ; ლ ) (ამოღებულია); მ) სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამხედრო ან სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეები; ნ) საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს მოსამსახურეები; ო ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბისა და სახმელეთო ჯარების თანამშრომლები / მოსამსახურეები . 3. ამ კანონის მოქმედება ვრცელდება ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გაუთვალისწინებელ მოხელეებზე, თუ ამ კატეგორიის მოსამსახურეთა სტატუსის შესახებ საკანონმდებლო აქტებითა და ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი. 4. „ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბისა და სახმელეთო ჯარების თანამშრომელთა / მოსამსახურეთა მიერ სამსახურის გავლის წესი “ მტკიცდება საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანებით . ამ წესით განისაზღვრება აღნიშნულ თანამშრომელთა / მოსამსახურეთა სამსახურებრივი ურთიერთობების საკითხები , მათ შორის , თანამდებობაზე დანიშვნისა და თანამდებობიდან განთავისუფლების , სამსახურის გავლის , ატესტაციის , კვალიფიკაციის ამაღლების , წახალისების ფორმებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების წესები და საფუძვლები . ამ კანონის მოქმედება ამ პუნქტით გათვალისწინებულ თანამშრომლებზე / მოსამსახურეებზე ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევებში , თუ სამხედრო მოსამსახურეებთან ურთიერთობების მარეგულირებელი კანონმდებლობით და ამავე პუნქტში მითითებული წესით სხვაგვარად არ რეგულირდება შესაბამისი სამსახურებრივი ურთიერთობები . საქართველოს 1999 წლის 19 მარტის კანონი №1843-სსმI, №12(19), 06.04.1999წ., მუხ.39 საქართველოს 1999 წლის 30 აპრილის კანონი №1931-სსმI, №14(21), 13.05.1999წ., მუხ.60 საქართველოს 2001 წლის 20 ივლისის კანონი №1020-სსმI, №24, 01.08.2001წ., მუხ.97 საქართველოს 2003 წლის 26 აგვისტოს კანონი №3097-სსმI, №28, 15.09.2003წ., მუხ.203 საქართველოს 2004 წლის 24 თებერვლის კანონი №3397-სსმI, №7, 16.03.2004წ., მუხ.34 საქართველოს 2004 წლის 29 დეკემბრის კანონი №861-სსმI, №1, 05.01.2005წ., მუხ.1 საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3183-სსმI, №17, 30.05.2006წ., მუხ.128 საქართველოს 2006 წლის 10 ნოემბრის კანონი №3653-სსმI, №44, 27.11.2006წ., მუხ.301 საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4260-სსმI, №51, 31.12.2006წ., მუხ.420 საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5268-სსმI, №30, 30.07.2007წ., მუხ.339 საქართველოს 2008 წლის 27 ივნისის კანონი №73-სსმI, №12, 14.07.2008წ., მუხ.95 საქართველოს 2009 წლის 3 ნოემბრის კანონი №1935-სსმI, №35, 19.11.2009წ., მუხ.240 საქართველოს 2009 წლის 4 დეკემბრის კანონი №2222-სსმI, №45, 21.12.2009წ., მუხ.322 საქართველოს 2009 წლის 25 დეკემბრის კანონი №2462-სსმI, №49, 30.12.2009წ., მუხ.374 საქართველოს 2010 წლის 9 მარტის კანონი №2727-სსმI, №12, 24.03.2010წ., მუხ.63 საქართველოს 2010 წლის 27 აპრილის კანონი №2990-სსმI, №24, 10.05.2010წ., მუხ.155 საქართველოს 2010 წლის 6 ივლისის კანონი №3367-სსმI, №39, 19.07.2010წ., მუხ.240 საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3614-სსმI, №52, 30.09.2010წ., მუხ.333 საქართველოს 2010 წლის 17 დეკემბრის კანონი №4116-სსმI,№75,27.12.2010წ.,მუხ.472 საქართველოს 2011 წლის 24 ივნისის კანონი №4955 - ვებგვერდი, 11.07.2011წ. ​ საქართველოს 2013 წლის 27 სექტემბრის კანონი №1379 – ვებგვერდი, 09.10.2013წ. საქართველოს 2013 წლის 13 დეკემბრის კანონი №1790 - ვებგვერდი, 28.12.2013წ. საქართველოს 2014 წლის 5 თებერვლის კანონი №1971 - ვებგვერდი, 19.02.2014წ. საქართველოს 2014 წლის 26 ივლისის კანონი №2538 - ვებგვერდი, 06.08.2014წ. საქართველოს 2014 წლის 28 ნოემბრის კანონი №2821 - ვებგვერდი, 03.12.2014წ. საქართველოს 2014 წლის 12 დეკემბრის კანონი №2931 - ვებგვერდი, 23.12.2014წ. საქართველოს 2015 წლის 4 მარტის კანონი №3131 – ვებგვერდი, 23.03.2015წ. საქართველოს 2015 წლის 1 მაისის კანონი №3545 - ვებგვერდი, 18.05.2015წ. საქართველოს 2015 წლის 8 ივლისის კანონი №3953 - ვებგვერდი, 15.07.2015წ. საქართველოს 2016 წლის 24 ივნისის კანონი №5597 - ვებგვერდი, 13.07.2016წ. საქართველოს 2017 წლის 22 მარტის კანონი №485 - ვებგვერდი, 27.03.2017წ. მუხლი 11 1 . საჯარო სამართლის იურიდიულ პირზე ამ კანონის მოქმედების გავრცელების წესი 1. ამ კანონის 29-ე–32-ე მუხლების მოქმედება აგრეთვე ვრცელდება საჯარო სამართლის იურიდიულ პირზე, გარდა იმ საჯარო სამართლის იურიდიული პირისა, რომელიც ეწევა კულტურულ, საგანმანათლებლო ან რელიგიურ საქმიანობას, და ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოსთან არსებული მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის თანაშემწის დანიშვნის წესისა. 2. საჯარო სამართლის იურიდიული პირის თანამშრომლებისათვის კონკურსის ჩატარებას უზრუნველყოფს შესაბამისი საჯარო სამართლის იურიდიული პირის საკონკურსო-საატესტაციო კომისია, რომელიც იქმნება ამ კანონის 36 2 და 36 3 მუხლებით გათვალისწინებული წესით. საჯარო სამართლის იურიდიული პირის თანამშრომლებისათვის კონკურსის ჩატარების წესი განისაზღვრება ამ კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ნორმატიული აქტით. საქართველოს 2012 წლის 29 ივნისის კანონი №6611 – ვებგვერდი, 12.07.2012წ. საქართველოს 2013 წლის 20 ნოემბრის კანონი №15 98 - ვებგვერდი, 03 .1 2 .2013წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს ზოგი ცვლილება უკვე მოქმედებდა, ზოგი ჯერ არა, და ამ მუხლის იმდროინდელ ტექსტს ზუსტად ვერ ვადგენთ.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 1 სექ. 2016 – 1 იან. 2030 ტექსტი უცნობია

  2. 4 აგვ. 2015 – 1 სექ. 2016 ტექსტი უცნობია

  3. 29 ივნ. 2015 – 1 ივლ. 2015 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 32

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. ჯერ არ ამოქმედებულა· გამოქვეყნდა 11 ნოე. 2015
  2. · გამოქვეყნდა 27 მარ. 2017
  3. · გამოქვეყნდა 13 ივლ. 2016

    მე-11 მუხლის „დ“ ქვეპუნქტში სამინისტროს „თანამშრომლები“ შეიცვალა „მოსამსახურეებით“ და იმავე ჩამონათვალში დაემატა საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მოსამსახურეები.

  4. · გამოქვეყნდა 15 ივლ. 2015
  5. · გამოქვეყნდა 18 მაი. 2015

    მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტი ახლებურად ჩამოყალიბდა: პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის სისტემის ორგანოების თანამშრომლების ნაცვლად მითითებულია სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამხედრო ან სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეები.

  6. 11 მუხლის 1² პუნქტის პირთა წრეს დაემატა სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის მოადგილე, რომელზეც ახლა ვრცელდება პუნქტში დასახელებული მუხლების მოქმედება.

  7. მე-11 მუხლის 1¹ პუნქტში მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრზე გავრცელებული მუხლების ჩამონათვალს დაემატა 38-ე და 39¹ მუხლები; დანარჩენი ჩამონათვალი უცვლელია.

  8. 1¹ პუნქტი ახლა მხოლოდ საკრებულოს წევრსა და სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირს ეხება. ახალი 1² პუნქტი მოადგილეებს, სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებს, თბილისის რაიონების გამგებლებსა და გამგებელ/მერს უფრო ფართო მუხლების ჩამონათვალს უწესებს, გამგებელ/მერზე 41-ე მუხლის მე-2 პუნქტის გამოკლებით.

  9. მე-11 მუხლის პირველი და 1¹ პუნქტები ახლებურად ჩამოყალიბდა: განისაზღვრა, ვის არ ეხება კანონი და რომელი მუხლები ვრცელდება მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირებსა და სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირებზე.

  10. მე-2 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტში შეიცვალა სამინისტროს დასახელება; არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს მოსამსახურეების ჩამონათვალი უცვლელია.

  11. მე-2 პუნქტში „ო“ ქვეპუნქტად ჩამოყალიბდა თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბისა და სახმელეთო ჯარების პერსონალი, ხოლო ახალი მე-4 პუნქტით მათი სამსახურებრივი ურთიერთობები თავდაცვის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებულ წესს დაექვემდებარა, კანონი კი მათზე მხოლოდ დამატებით ვრცელდება.

  12. მე-11 მუხლის ჩამონათვალში „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებს შორის დაემატა „ზ¹“ ქვეპუნქტი სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლების შესახებ; დანარჩენი ქვეპუნქტები უცვლელია.

  13. · გამოქვეყნდა 24 მარ. 2010

    მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტს დაემატა ჩანაწერი „პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის სისტემის ორგანოების თანამშრომლები“. ცვლილება ეხება მხოლოდ ამ ქვეპუნქტს.

  14. მე-11 მუხლის 1¹ პუნქტში საკრებულოს წევრებზე გავრცელებული მუხლების ჩამონათვალს (პირველი–მე-6, მე-9, მე-10, 39-ე, 66-ე და 121-ე) დაემატა 41¹ მუხლი.

  15. · გამოქვეყნდა 19 ივლ. 2010

    მე-11 მუხლის „გ¹“ ქვეპუნქტში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის, აღსრულების ეროვნული ბიუროს, მითითებას დაემატა მისი აღსრულების პოლიციის სამმართველო; ქვეპუნქტი ახლა ამ სამმართველოს თანამშრომლებს ეხება.

  16. მე-11 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტში ორგანოს დასახელება „საქართველოს დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტი“ შეიცვალა „საქართველოს დაზვერვის სამსახურით“.

  17. · გამოქვეყნდა 21 დეკ. 2009

    11¹ პუნქტში დაზუსტდა საკრებულოს სტატუსი, საკრებულოს წევრებზე გავრცელებული მუხლების ჩამონათვალიდან ამოღებულია 126-ე მუხლი, ხოლო 71-ე მუხლის მე-3 პუნქტი სახელმწიფო-პოლიტიკურ თანამდებობის პირებზე მთლიანად ვრცელდება.

  18. · გამოქვეყნდა 19 ნოე. 2009

    მე-11 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატა „ნ“ ქვეპუნქტი არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს მოსამსახურეების შესახებ; დანარჩენი ქვეპუნქტები უცვლელია.

  19. მე-11 მუხლის მე-2 პუნქტში „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებს შორის დაემატა „გ¹“ ქვეპუნქტი აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლების შესახებ.

  20. მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტში პოლიციის თანამშრომლები შეიცვალა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებით, „ვ“ ქვეპუნქტი (სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს თანამშრომლები) ამოღებულია, ხოლო „მ“ ქვეპუნქტით დაემატა სასჯელაღსრულების ორგანოების თანამშრომლები.

  21. მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტში ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის წევრების ნაცვლად მითითებულია საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის თანამშრომლები.

  22. მე-11 მუხლის მე-4 პუნქტის გამონაკლისი ახლა მოიცავს აფხაზეთისა და აჭარის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების წევრებს; აღმასრულებელი ორგანოების ხელმძღვანელები გამონაკლისში რჩებიან.

  23. „ა“ ქვეპუნქტში ავტონომიური რესპუბლიკების ძირითადი კანონები შეიცვალა მათი კონსტიტუციებით.

  24. · გამოქვეყნდა 30 მაი. 2006

    მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტი, რომელიც აღნიშნული ადმინისტრაციების თანამშრომლებს ასახელებდა, ამოღებულია; დანარჩენი ქვეპუნქტები და მე-3 პუნქტი უცვლელია.

  25. · გამოქვეყნდა 5 იან. 2005

    მე-11 მუხლის პირველი პუნქტი ახლებურად ჩამოყალიბდა და დაემატა 1¹ პუნქტი, რომელიც ცალ-ცალკე განსაზღვრავს, კანონის რომელი მუხლები ვრცელდება საკრებულოს წევრებზე და რომელი დებულებები სახელმწიფო-პოლიტიკურ თანამდებობის პირებზე.

  26. 11-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის ადგილას ახლა ფინანსური პოლიციაა მითითებული; საგადასახადო და საბაჟო ორგანოების თანამშრომლები ქვეპუნქტში დარჩა.

  27. მე-11 მუხლის „ე“ ქვეპუნქტში იმ თანამშრომელთა წრე, რომელთა მიმართაც კანონის მოქმედება შეზღუდულია, ახლა მოიცავს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის, საგადასახადო და საბაჟო ორგანოების თანამშრომლებს.

  28. · გამოქვეყნდა 1 აგვ. 2001

    მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის ჩამონათვალს დაემატა „ლ“ ქვეპუნქტი: საავტომობილო ტრანსპორტის, სარკინიგზო ტრანსპორტის, საზღვაო ტრანსპორტისა და სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციების თანამშრომლები.

  29. მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის ჩამონათვალს დაემატა „კ“ ქვეპუნქტი — საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის წევრები.

  30. მე-11 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატა „ზ“ ქვეპუნქტი დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტის მოსამსახურეების შესახებ, ხოლო სამხედრო მოსამსახურეებისა და დიპლომატიური სამსახურის თანამშრომლების ქვეპუნქტები გადაინომრა „თ“-დ და „ი“-დ.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
319222¹842126¹468412214211
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს დედაქალაქი…საჯარო სამსახურის შესა…საქართველოს ზოგადი ადმ…კორუფციის წინააღმდეგ ბ…საჯარო დაწესებულებაში …საქართველოს საარჩევნო …