საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ

მუხლი 22. ქალაქ თბილისის მერი

რედაქცია №43კონსოლიდირებული · 5 თებ. 2014

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ქალაქ თბილისის მერი (შემდგომში – მერი) არის ქალაქ თბილისის უმაღლესი თანამდებობის პირი და მთავრობის ხელმძღვანელი. მერი აირჩევა პირდაპირი არჩევნებით, 4 წლის ვადით. მერის არჩევის წესს ადგენს საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი.

2.მერად შეიძლება არჩეულ იქნეს საქართველოს მოქალაქე 25 წლის ასაკიდან, რომელსაც საქართველოში უცხოვრია 10 წელი მაინც და რომელიც არჩევნების დანიშვნის დღეს ცხოვრობს საქართველოში.

2¹.მერზე არ ვრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება, გარდა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლისა და 71-ე მუხლის მე-3 პუნქტისა.

3.მერი: ა) (ამოღებულია) ბ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერის პირველ მოადგილეს (ვიცე-მერს) და მოადგილეებს, ქალაქ თბილისის მერიის ადმინისტრაციის უფროსს, საქალაქო სამსახურების უფროსებს და ქალაქ თბილისის რაიონების გამგებლებს; გ ) (ამოღებულია); დ) უფლებამოსილია ერთი კვირის ვადაში, შესაბამისი შენიშვნებით დააბრუნოს საკითხი საკრებულოში ხელახლა განსახილველად. საკრებულო ვალდებულია ორი კვირის ვადაში უყაროს კენჭი მერის შენიშვნებს. თუ შენიშვნები არ იქნება მიღებული, კენჭი ეყრება საკრებულოს მიერ მერისათვის წარდგენილ თავდაპირველ ვარიანტს. საკრებულოს ნორმატიული აქტები მიღებულად ითვლება და ქვეყნდება საკრებულოს თავმჯდომარის ხელმოწერით, თუ თავდაპირველ ვარიანტს მხარი დაუჭირა საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტმა; ე) უფლებამოსილია საქართველოს კონსტიტუციის 73-ე მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტით და ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში მიმართოს საქართველოს მთავრობას საკრებულოს საქმიანობის შეჩერების ან დათხოვნის წინადადებით; ვ ) (ამოღებულია); ზ)(ამოღებულია); თ ) უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს გამგებლების აქტები ; თ 1 ) ქალაქ თბილისის რაიონის გამგებლის წარდგინებით ამტკიცებს ქალაქ თბილისის რაიონის გამგეობის დებულებას; ი) საქართველოს საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში კანონმდებლობით დადგენილი წესით თანხმობას აძლევს სამთავრობო დაწესებულებების შესაბამისი ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელების დანიშვნა-განთავისუფლებაზე; კ) ხელს აწერს ქალაქ თბილისის მერიის, მათ შორის, ქალაქ თბილისის მთავრობის, სახელით დადებულ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს; წარმოადგენს ქალაქ თბილისს და მოქმედებს მისი სახელით ოფიციალური ურთიერთობებისას, ასრულებს სხვა წარმომადგენლობით ფუნქციებს; ლ) უფლებამოსილია მიმართოს ქალაქ თბილისის მოსახლეობას; მ) ანიჭებს ქალაქ თბილისის საპატიო წოდებებსა და ჯილდოებს; ნ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ბრძანებებსა და განკარგულებებს; ო ) კოორდინაციას უწევს მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვაზე აყვანას და მათ სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევას ; ო 1 ) წყვეტს საქალაქო მნიშვნელობის ეკონომიკურ, განათლების, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის, კულტურისა და სპორტის საკითხებს, ამტკიცებს კულტურული მემკვიდრეობის დაცვისათვის გასატარებელ ღონისძიებებს; ო 2 ) ამტკიცებს ქალაქ თბილისის კეთილმოწყობის და გამწვანების პროგრამებსა და გეგმებს ; ო 3 ) ამტკიცებს საქალაქო სამსახურების დებულებებს ; ო 4 ) საკრებულოს წარუდგენს დედაქალაქში სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების საქმიანობის ორგანიზების ერთიანი სასწავლო-აღმზრდელობითი სისტემის მოქმედების წესებსა და სამუშაო რეჟიმის დებულებას; პ) ახორციელებს ამ კანონითა და საქართველოს დედაქალაქის – თბილისის მერიის დებულებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. ჟ) უძღვება მთავრობის საქმიანობას, ანაწილებს ფუნქციებს თავის მოადგილეებს შორის; თავმჯდომარეობს მთავრობის სხდომებს; მთავრობის საქმიანობიდან გამომდინარე, შეიმუშავებს და საკრებულოს წარუდგენს ქალაქ თბილისის საკრებულოს სამართლებრივი აქტების პროექტებს; რ) საკრებულოს წარუდგენს ქალაქ თბილისის ბიუჯეტის, აგრეთვე მასში შესატანი ცვლილებებისა და დამატებების პროექტს და ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს; ს) ხელს აწერს მთავრობის დადგენილებებს; ტ) (ამოღებულია).

4.მერი ვალდებულია საკრებულოს წელიწადში ერთხელ მაინც წარუდგი-ნოს ანგარიში გაწეული საქმიანობის შესახებ.

5.მერი საკუთარ უფლებამოსილებას იხსნის და პასუხისმგებელია ქალაქის მოსახლეობისა და საკრებულოს წინაშე. მერი ვალდებულია ყოველწლიურად წარდგეს ანგარიშით საკრებულოს წინაშე. ქალაქის საკრებულოს წევრთა 1/3-ის მოთხოვნით მერი ვალდებულია წარდგეს რიგგარეშე ანგარიშით. საქართველოს 2000 წლის 28 ივნისის კანონი №432-სსმI, №24, 30.06.2000წ., მუხ.66 საქართველოს 2002 წლის 21 ივნისის კანონი №1537-სსმI, №21, 12.07.2002წ., მუხ.85 საქართველოს 2004 წლის 24 თებერვლის კანონი №3419-სსმI, №7, 16.03.2004წ., მუხ.35 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის 2005 წლის 16 თებერვლის გადაწყვეტილება №1/2/213,243-სსმIV,22.02.2005წ., გვ.2 საქართველოს 2005 წლის 1 ივლისის კანონი №1869-სსმI, №41, 19.07.2005წ., მუხ.297 საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2563-სსმI, №4, 18.01.2006წ., მუხ.33 საქართველოს 2007 წლის 27 აპრილის კანონი №4687-სსმI, №16, 07.05.2007წ., მუხ.128 საქართველოს 2009 წლის 1 დეკემბრის კანონი №2184-სსმI, №43, 16.12.2009წ., მუხ.317 საქართველოს 2009 წლის 28 დეკემბრის კანონი №2527-სსმI, №49, 30.12.2009წ., მუხ.382 საქართველოს 2009 წლის 28 დეკემბრის კანონი №2518-სსმI, №4, 20.01.2010წ., მუხ.12 საქართველოს 2011 წლის 8 აპრილის კანონი №4521-ვებგვერდი, 02.05.2011წ. საქართველოს 2013 წლის 12 ივლისის კანონი №82 5 – ვებგვერდი, 06.08.2013წ. საქართველოს 2013 წლის 20 სექტემბრის კანონი №1230 – ვებგვერდი, 02.10.2013წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №42 · ძალაშია 2 ოქტ. 2013-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 11

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 6 აგვ. 2013

    22-ე მუხლს დაემატა „ო 4“ ქვეპუნქტი, რომლითაც მერი საკრებულოს წარუდგენს სკოლამდელი აღზრდის სისტემის მოქმედების წესებისა და სამუშაო რეჟიმის დებულებას.

  2. 22 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში მერი ნიშნავს ვიცე-მერს, მოადგილეებს, ადმინისტრაციის უფროსს, სამსახურების უფროსებს და რაიონების გამგებლებს; მთავრობის წევრები ჩამონათვალიდან ამოვიდა.

  3. · გამოქვეყნდა 16 დეკ. 2009

    მერის უფლებამოსილებათა ჩამონათვალიდან ამოღებულია „ტ“ ქვეპუნქტი — სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამების საკრებულოსთვის წარდგენა.

  4. 22-ე მუხლის პირველ პუნქტში მერის არჩევა საკრებულოს მიერ შეიცვალა პირდაპირი არჩევნებით 4 წლის ვადით; არჩევის წესს ადგენს საქართველოს საარჩევნო კოდექსი.

  5. მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში შეიცვალა მთავრობისა და მერიის სტრუქტურის დასახელებები: „ქალაქ თბილისის მთავრობა“ და „მერიის ადმინისტრაცია“.

  6. 22-ე მუხლს დაემატა ო¹–ო³ ქვეპუნქტები, რომლებიც მერს განათლების, კულტურის, კეთილმოწყობისა და სამსახურების დებულებების საკითხებზე უფლებამოსილებას ანიჭებს.

  7. · გამოქვეყნდა 19 ივლ. 2005

    22-ე მუხლში მერს თანამდებობაზე ირჩევს საკრებულო პრეზიდენტის მიერ დანიშვნის ნაცვლად, ის მთავრობის ხელმძღვანელია და თავად ნიშნავს მთავრობის წევრებსა და სამსახურების ხელმძღვანელებს. დაემატა მთავრობის ხელმძღვანელობის, ბიუჯეტისა და აქტების პროექტების წარდგენის უფლებამოსილებები და ანგარიშვალდებულება საკრებულოს წინაშე.

  8. 22-ე მუხლში პუნქტი, რომელიც აღნიშნული იყო როგორც „2.“, ძალადაკარგულად არის მითითებული საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით; იგივე გადაწყვეტილების მითითება დაემატა მუხლის ბოლოსაც.

  9. · გამოქვეყნდა 16 მარ. 2004

    22-ე მუხლის მე-3 პუნქტში „ა“ და „ზ“ ქვეპუნქტები ამოღებულია, „გ“ და „ვ“ ქვეპუნქტებში დანიშვნა პრემიერის წარდგინებას უკავშირდება, ხოლო „თ“ ქვეპუნქტიდან პრემიერის აქტები ამოღებულია.

  10. · გამოქვეყნდა 12 ივლ. 2002

    მერის უფლებამოსილებათა ჩამონათვალს დაემატა „ო“ ქვეპუნქტი სამხედრო აღრიცხვაზე აყვანისა და გაწვევის კოორდინაციის შესახებ, ხოლო სხვა უფლებამოსილებათა ქვეპუნქტი გადავიდა „პ“ ადგილზე.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
117111734972711711514417216314022
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაჯარო სამსახურის შესა…საქართველოს დედაქალაქი…საჯარო სამსახურის შესა…ადგილობრივი თვითმმართვ…საქართველოს რესპუბლიკი…საქართველოს საარჩევნო …