საჯარო სამსახურის შესახებ

მუხლი 134⁴. ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელის ატესტაციისა და კონკურსის ჩატარების დროებითი წესები

რედაქცია №111კონსოლიდირებული · 21 ივლ. 2017

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.2016 წლის 1 ივლისამდე ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელის თანამდებობაზე დასანიშნად პირის მიერ გასავლელი კონკურსის სავალდებულო ეტაპია კონკურსის მონაწილის ტესტირება ამ კანონითა და საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით განსაზღვრული წესის შესაბამისად . თანამდებობაზე ამ პუნქტით დადგენილი წესით დანიშნული მოხელე ატესტირებას ექვემდებარება ამ კანონის 82-ე და 83-ე მუხლების შესაბამისად.

2.2015 წლის 1 ივლისამდე ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელის ატესტაციის სავალდებულო ეტაპია მოხელის ტესტირება. ატესტაცია ტარდება ამ კანონითა და საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით განსაზღვრული წესის შესაბამისად.

3.ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელე, რომელსაც ატესტაცია არ გაუვლია, ატესტირებას ექვემდებარება 2015 წლის 1 ივლისამდე, თუ მისი თანამდებობაზე დანიშვნიდან გასულია 6 თვე. თუ ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელის თანამდებობაზე დანიშვნიდან 6 თვეზე ნაკლებია გასული, მოხელე, გარდა თანამდებობაზე ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით დანიშნული მოხელისა, ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული წესით ატესტირებას ექვემდებარება თანამდებობაზე დანიშვნიდან 6 თვის გასვლის შემდეგ, მაგრამ არაუგვიანეს 2015 წლის 1 ივლისისა. მოხელეს ატესტაციის შესახებ უნდა ეცნობოს ატესტაციის ჩატარებამდე არაუგვიანეს 2 კვირისა.

4.ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული ტესტირებების ჩასატარებლად მუნიციპალიტეტი ხელშეკრულების საფუძველზე შესაბამის მომსახურებას იღებს საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული დაწესებულებებისგან. საქართველოს მთავრობა აღნიშნულ საკითხზე გადაწყვეტილებას იღებს არაუგვიანეს 2014 წლის 15 სექტემბრისა.

5.ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული ტესტირებების ჩატარების მეთოდიკასა და თემატიკას, აგრეთვე შეფასების კრიტერიუმებს, საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილების თანახმად, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან შეთანხმებით შეიმუშავებს და არაუგვიანეს 2014 წლის 15 სექტემბრისა ამტკიცებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საჯარო სამსახურის ბიურო. საქართველოს 2014 წლის 26 ივლისის კანონი №2538 - ვებგვერდი, 06.08.2014წ. საქართველოს 2015 წლის 24 ივნისის კანონი №3741 - ვებგვერდი, 29.06.2015წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. 2016 წლის 1 ივლისამდე ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელის თანამდებობაზე დასანიშნად პირის მიერ გასავლელი კონკურსის სავალდებულო ეტაპია კონკურსის მონაწილის ტესტირება ამ კანონითა და საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით განსაზღვრული წესის შესაბამისად . თანამდებობაზე ამ პუნქტით დადგენილი წესით დანიშნული მოხელე ატესტირებას ექვემდებარება ამ კანონის 82-ე და 83-ე მუხლების შესაბამისად. 2. 2015 წლის 1 ივლისამდე ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელის ატესტაციის სავალდებულო ეტაპია მოხელის ტესტირება. ატესტაცია ტარდება ამ კანონითა და საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით განსაზღვრული წესის შესაბამისად. 3. ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელე, რომელსაც ატესტაცია არ გაუვლია, ატესტირებას ექვემდებარება 2015 წლის 1 ივლისამდე, თუ მისი თანამდებობაზე დანიშვნიდან გასულია 6 თვე. თუ ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელის თანამდებობაზე დანიშვნიდან 6 თვეზე ნაკლებია გასული, მოხელე, გარდა თანამდებობაზე ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით დანიშნული მოხელისა, ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული წესით ატესტირებას ექვემდებარება თანამდებობაზე დანიშვნიდან 6 თვის გასვლის შემდეგ, მაგრამ არაუგვიანეს 2015 წლის 1 ივლისისა. მოხელეს ატესტაციის შესახებ უნდა ეცნობოს ატესტაციის ჩატარებამდე არაუგვიანეს 2 კვირისა. 4. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული ტესტირებების ჩასატარებლად მუნიციპალიტეტი ხელშეკრულების საფუძველზე შესაბამის მომსახურებას იღებს საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული დაწესებულებებისგან. საქართველოს მთავრობა აღნიშნულ საკითხზე გადაწყვეტილებას იღებს არაუგვიანეს 2014 წლის 15 სექტემბრისა. 5. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული ტესტირებების ჩატარების მეთოდიკასა და თემატიკას, აგრეთვე შეფასების კრიტერიუმებს, საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილების თანახმად, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან შეთანხმებით შეიმუშავებს და არაუგვიანეს 2014 წლის 15 სექტემბრისა ამტკიცებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საჯარო სამსახურის ბიურო. საქართველოს 2014 წლის 26 ივლისის კანონი №2538 - ვებგვერდი, 06.08.2014წ. საქართველოს 2015 წლის 24 ივნისის კანონი №3741 - ვებგვერდი, 29.06.2015წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №101 · ძალაშია 29 ივნ. 2015-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 29 ივნ. 2015 – 1 ივლ. 2015 ტექსტი უცნობია

  2. 8 იან. 2014 – 1 აპრ. 2015 ტექსტი უცნობია

  3. 3 დეკ. 2013 – 8 იან. 2014 ტექსტი უცნობია

  4. 1 ივლ. 2013 – 3 დეკ. 2013 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. ახალი 134⁴ მუხლი 2015 წლის 1 ივლისამდე ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა კონკურსსა და ატესტაციაში ტესტირებას სავალდებულო ეტაპად ადგენს და განსაზღვრავს ატესტაციის ვადებს, ტესტირების უზრუნველყოფის წესსა და მეთოდიკის დამტკიცების ორგანოს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
11⁴8315⁷15⁶15015315735534825⁶ (…5 (და…8¹ (დ…134⁴
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაჯარო სამსახურის შესა…ადგილობრივი თვითმმართვ…სახელმწიფო დაცვის სპეც…საჯარო სამსახურის შესა…საჯარო სამსახურში კონკ…დანაშაულის პრევენციის,…