Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაჯარო სამსახურის შესახებმუხლი 9

საჯარო სამსახურის შესახებ

მუხლი 9. საჯარო მოსამსახურეების თანამდებობათა დასახელებებისა და თანამდებობრივი სარგოების დადგენა

რედაქცია №111კონსოლიდირებული · 21 ივლ. 2017 ამ მუხლის ცვლილება ძალაში შედის 1 იან. 2030

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: 01.07.2017.

  • ამჟამად მოქმედი აქტი: საჯარო სამსახურის შესახებ

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის წევრის, საქართველოს მთავრობის წევრის, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის, საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრის, აგრეთვე შესაბამისად საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის მიერ დანიშნულ ან არჩეულ საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებულ თანამდებობის პირთა თანამდებობრივ სარგოებს ადგენს საქართველოს კანონი.

2.საქართველოს მთავრობა დადგენილებით განსაზღვრავს მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობების ზედა და ქვედა ზღვრებს სამსახურის თანამდებობათა რანგების მიხედვით.

3.ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობების ზედა და ქვედა ზღვრების ფარგლებში: ა) საქართველოს პარლამენტის აპარატის მოხელეთა და დამხმარე მოსამსახურეთა, აგრეთვე საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის მოხელეთა და დამხმარე მოსამსახურეთა თანამდებობრივ სარგოებსა და თანამდებობათა დასახელებებს განსაზღვრავს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე; ბ) საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის მოხელეთა და დამხმარე მოსამსახურეთა თანამდებობრივ სარგოებსა და თანამდებობათა დასახელებებს განსაზღვრავს საქართველოს პრეზიდენტი; ბ 1 ) სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის მოხელეთა და დამხმარე მოსამსახურეთა თანამდებობრივ სარგოებსა და თანამდებობათა დასახელებებს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა; გ) სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციის მოხელეთა და დამხმარე მოსამსახურეთა თანამდებობრივ სარგოებსა და თანამდებობათა დასახელებებს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა; დ) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მოხელეთა და დამხმარე მოსამსახურეთა თანამდებობრივ სარგოებსა და თანამდებობათა დასახელებებს განსაზღვრავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ხოლო საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის მოხელეთა თანამდებობრივ სარგოებსა და თანამდებობათა დასახელებებს – შესაბამისი სახელმწიფო მინისტრი; ე) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების წევრთა თანამდებობრივი სარგოების განაკვეთები დგინდება შესაბამისად აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების კანონმდებლობებით; ვ) საქართველოს სამინისტროს და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების მოხელეთა და დამხმარე მოსამსახურეთა თანამდებობრივ სარგოებსა და თანამდებობათა დასახელებებს განსაზღვრავს შესაბამისი სამინისტროს ხელმძღვანელი; ზ) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს აპარატის მოხელეთა და დამხმარე მოსამსახურეთა თანამდებობრივ სარგოებსა და თანამდებობათა დასახელებებს განსაზღვრავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო; თ) საქართველოს უზენაესი სასამართლოს აპარატის მოხელეთა და დამხმარე მოსამსახურეთა თანამდებობრივ სარგოებსა და თანამდებობათა დასახელებებს განსაზღვრავს საქართველოს უზენაესი სასამართლო; ი) საქართველოს საერთო სასამართლოს (საქართველოს უზენაესი სასამართლოს გარდა) აპარატის მოხელეთა და დამხმარე მოსამსახურეთა თანამდებობრივ სარგოებსა და თანამდებობათა დასახელებებს განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო; კ) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის თანამდებობრივ სარგოს, აგრეთვე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატის მოხელეთა და დამხმარე მოსამსახურეთა თანამდებობრივ სარგოებსა და თანამდებობათა დასახელებებს განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო; ლ) სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სისტემის მოხელეთა და დამხმარე მოსამსახურეთა თანამდებობრივ სარგოებსა და თანამდებობათა დასახელებებს განსაზღვრავს გენერალური აუდიტორი; მ) საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მოხელეთა და დამხმარე მოსამსახურეთა თანამდებობრივ სარგოებსა და თანამდებობათა დასახელებებს განსაზღვრავს საქართველოს სახალხო დამცველი; მ 1 ) პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის მოხელეთა და დამხმარე მოსამსახურეთა თანამდებობრივ სარგოებსა და თანამდებობათა დასახელებებს განსაზღვრავს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი; ნ) საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის აპარატის მოხელეთა და დამხმარე მოსამსახურეთა თანამდებობრივ სარგოებსა და თანამდებობათა დასახელებებს განსაზღვრავს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია; ო) საქართველოს ეროვნული ბანკის აპარატის მოხელეთა და დამხმარე მოსამსახურეთა თანამდებობრივ სარგოებსა და თანამდებობათა დასახელებებს განსაზღვრავს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი; პ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების აპარატების მოხელეთა და დამხმარე მოსამსახურეთა თანამდებობრივ სარგოებსა და თანამდებობათა დასახელებებს განსაზღვრავენ შესაბამისად აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების ხელმძღვანელები; ჟ) (ამოღებულია - 26.07.2014, №2538) ; რ) სხვა მოსამსახურეთა თანამდებობრივ სარგოებს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.

4.ადგილობრივი თვითმმართველობის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოები მტკიცდება საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ შესაბამისად და მათზე არ ვრცელდება ამ მუხლის მე-2 პუნქტის მოქმედება. საქართველოს 1998 წლის 15 მაისის კანონი №1389-პარლამენტის უწყებანი, №19-20, 30.05.1998წ., გვ.74 საქართველოს 1999 წლის 24 დეკემბრის კანონი №91-სსმI, №52(59), 31.12.1999წ., მუხ.253 საქართველოს 2000 წლის 7 მარტის კანონი №190, სსმI, №8, 15.03.2000წ., მუხ.18 საქართველოს 2001 წლის 28 სექტემბრის კანონი №1079-სსმI, №27, 10.10.2001წ., მუხ.112 საქართველოს 2002 წლის 15 თებერვლის კანონი №1290-სსმI, №4, 05.03.2002წ., მუხ.21 საქართველოს 2003 წლის 8 მაისის კანონი №2240-სსმI, №15, 04.06.2003წ., მუხ.109 საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2945-სსმI, №15, 16.05.2006წ., მუხ.98 საქართველოს 2006 წლის 10 ნოემბრის კანონი №3653-სსმI, №44, 27.11.2006წ., მუხ.301 საქართველოს 2007 წლის 19 ივნისის კანონი №4954-სსმI, №24, 02.07.2007წ., მუხ.217 საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5248-სსმI, №29, 27.07.2007წ., მუხ.311 საქართველოს 2008 წლის 1 ნოემბრის კანონი №476-სსმI, №30, 07.11.2008წ., მუხ.193 საქართველოს 2010 წლის 29 ივნისის კანონი №3204-სსმI, №34, 09.07.2010წ., მუხ.204 საქართველოს 2012 წლის 22 ივნისის კანონი №6550 – ვებგვერდი, 29.06.2012წ. საქართველოს 2012 წლის 29 ივნისის კანონი №6599 – ვებგვერდი, 13.07.2012წ. ​ საქართველოს 2013 წლის 20 სექტემბრის კანონი №1262 – ვებგვერდი, 08.10.2013წ. საქართველოს 2014 წლის 2 მაისის კანონი №2363 - ვებგვერდი, 16.05.2014წ. საქართველოს 2014 წლის 26 ივლისის კანონი №2538 - ვებგვერდი, 06.08.2014წ. საქართველოს 2014 წლის 1 აგვისტოს კანონი №2641 – ვებგვერდი, 18.08.2014წ. საქართველოს 2015 წლის 4 მარტის კანონი №3131 – ვებგვერდი, 23.03.2015წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის წევრის, საქართველოს მთავრობის წევრის, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის, საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრის, აგრეთვე შესაბამისად საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის მიერ დანიშნულ ან არჩეულ საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებულ თანამდებობის პირთა თანამდებობრივ სარგოებს ადგენს საქართველოს კანონი. 2. საქართველოს მთავრობა დადგენილებით განსაზღვრავს მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობების ზედა და ქვედა ზღვრებს სამსახურის თანამდებობათა რანგების მიხედვით. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობების ზედა და ქვედა ზღვრების ფარგლებში: ა) საქართველოს პარლამენტის აპარატის მოხელეთა და დამხმარე მოსამსახურეთა, აგრეთვე საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის მოხელეთა და დამხმარე მოსამსახურეთა თანამდებობრივ სარგოებსა და თანამდებობათა დასახელებებს განსაზღვრავს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე; ბ) საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის მოხელეთა და დამხმარე მოსამსახურეთა თანამდებობრივ სარგოებსა და თანამდებობათა დასახელებებს განსაზღვრავს საქართველოს პრეზიდენტი; ბ 1 ) სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის მოხელეთა და დამხმარე მოსამსახურეთა თანამდებობრივ სარგოებსა და თანამდებობათა დასახელებებს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა; გ) სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციის მოხელეთა და დამხმარე მოსამსახურეთა თანამდებობრივ სარგოებსა და თანამდებობათა დასახელებებს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა; დ) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მოხელეთა და დამხმარე მოსამსახურეთა თანამდებობრივ სარგოებსა და თანამდებობათა დასახელებებს განსაზღვრავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ხოლო საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის მოხელეთა თანამდებობრივ სარგოებსა და თანამდებობათა დასახელებებს – შესაბამისი სახელმწიფო მინისტრი; ე) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების წევრთა თანამდებობრივი სარგოების განაკვეთები დგინდება შესაბამისად აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების კანონმდებლობებით; ვ) საქართველოს სამინისტროს და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების მოხელეთა და დამხმარე მოსამსახურეთა თანამდებობრივ სარგოებსა და თანამდებობათა დასახელებებს განსაზღვრავს შესაბამისი სამინისტროს ხელმძღვანელი; ზ) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს აპარატის მოხელეთა და დამხმარე მოსამსახურეთა თანამდებობრივ სარგოებსა და თანამდებობათა დასახელებებს განსაზღვრავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო; თ) საქართველოს უზენაესი სასამართლოს აპარატის მოხელეთა და დამხმარე მოსამსახურეთა თანამდებობრივ სარგოებსა და თანამდებობათა დასახელებებს განსაზღვრავს საქართველოს უზენაესი სასამართლო; ი) საქართველოს საერთო სასამართლოს (საქართველოს უზენაესი სასამართლოს გარდა) აპარატის მოხელეთა და დამხმარე მოსამსახურეთა თანამდებობრივ სარგოებსა და თანამდებობათა დასახელებებს განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო; კ) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის თანამდებობრივ სარგოს, აგრეთვე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატის მოხელეთა და დამხმარე მოსამსახურეთა თანამდებობრივ სარგოებსა და თანამდებობათა დასახელებებს განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო; ლ) სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სისტემის მოხელეთა და დამხმარე მოსამსახურეთა თანამდებობრივ სარგოებსა და თანამდებობათა დასახელებებს განსაზღვრავს გენერალური აუდიტორი; მ) საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მოხელეთა და დამხმარე მოსამსახურეთა თანამდებობრივ სარგოებსა და თანამდებობათა დასახელებებს განსაზღვრავს საქართველოს სახალხო დამცველი; მ 1 ) პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის მოხელეთა და დამხმარე მოსამსახურეთა თანამდებობრივ სარგოებსა და თანამდებობათა დასახელებებს განსაზღვრავს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი; ნ) საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის აპარატის მოხელეთა და დამხმარე მოსამსახურეთა თანამდებობრივ სარგოებსა და თანამდებობათა დასახელებებს განსაზღვრავს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია; ო) საქართველოს ეროვნული ბანკის აპარატის მოხელეთა და დამხმარე მოსამსახურეთა თანამდებობრივ სარგოებსა და თანამდებობათა დასახელებებს განსაზღვრავს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი; პ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების აპარატების მოხელეთა და დამხმარე მოსამსახურეთა თანამდებობრივ სარგოებსა და თანამდებობათა დასახელებებს განსაზღვრავენ შესაბამისად აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების ხელმძღვანელები; ჟ) (ამოღებულია - 26.07.2014, №2538) ; რ) სხვა მოსამსახურეთა თანამდებობრივ სარგოებს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა. 4. ადგილობრივი თვითმმართველობის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოები მტკიცდება საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ შესაბამისად და მათზე არ ვრცელდება ამ მუხლის მე-2 პუნქტის მოქმედება. საქართველოს 1998 წლის 15 მაისის კანონი №1389-პარლამენტის უწყებანი, №19-20, 30.05.1998წ., გვ.74 საქართველოს 1999 წლის 24 დეკემბრის კანონი №91-სსმI, №52(59), 31.12.1999წ., მუხ.253 საქართველოს 2000 წლის 7 მარტის კანონი №190, სსმI, №8, 15.03.2000წ., მუხ.18 საქართველოს 2001 წლის 28 სექტემბრის კანონი №1079-სსმI, №27, 10.10.2001წ., მუხ.112 საქართველოს 2002 წლის 15 თებერვლის კანონი №1290-სსმI, №4, 05.03.2002წ., მუხ.21 საქართველოს 2003 წლის 8 მაისის კანონი №2240-სსმI, №15, 04.06.2003წ., მუხ.109 საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2945-სსმI, №15, 16.05.2006წ., მუხ.98 საქართველოს 2006 წლის 10 ნოემბრის კანონი №3653-სსმI, №44, 27.11.2006წ., მუხ.301 საქართველოს 2007 წლის 19 ივნისის კანონი №4954-სსმI, №24, 02.07.2007წ., მუხ.217 საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5248-სსმI, №29, 27.07.2007წ., მუხ.311 საქართველოს 2008 წლის 1 ნოემბრის კანონი №476-სსმI, №30, 07.11.2008წ., მუხ.193 საქართველოს 2010 წლის 29 ივნისის კანონი №3204-სსმI, №34, 09.07.2010წ., მუხ.204 საქართველოს 2012 წლის 22 ივნისის კანონი №6550 – ვებგვერდი, 29.06.2012წ. საქართველოს 2012 წლის 29 ივნისის კანონი №6599 – ვებგვერდი, 13.07.2012წ. ​ საქართველოს 2013 წლის 20 სექტემბრის კანონი №1262 – ვებგვერდი, 08.10.2013წ. საქართველოს 2014 წლის 2 მაისის კანონი №2363 - ვებგვერდი, 16.05.2014წ. საქართველოს 2014 წლის 26 ივლისის კანონი №2538 - ვებგვერდი, 06.08.2014წ. საქართველოს 2014 წლის 1 აგვისტოს კანონი №2641 – ვებგვერდი, 18.08.2014წ. საქართველოს 2015 წლის 4 მარტის კანონი №3131 – ვებგვერდი, 23.03.2015წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №98 · ძალაშია 23 მარ. 2015-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 18

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 1 იან. 2030 ჯერ არ ამოქმედებულა· გამოქვეყნდა 11 ნოე. 2015
  2. 23 მარ. 2015
  3. 1 სექ. 2014· გამოქვეყნდა 18 აგვ. 2014

    მე-9 მუხლში დაემატა „მ 1“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმად ინსპექტორის აპარატის სარგოებსა და თანამდებობათა დასახელებებს თავად პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი განსაზღვრავს.

  4. 6 აგვ. 2014

    მე-3 პუნქტიდან ამოღებულია „ჟ“ ქვეპუნქტი საკრებულოს მიერ სარგოებისა და თანამდებობათა დასახელებების დამტკიცების შესახებ. ახალი მე-4 პუნქტით ადგილობრივი თვითმმართველობის მოსამსახურეთა სარგოები მტკიცდება ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის შესაბამისად და მათზე მე-2 პუნქტი არ ვრცელდება.

  5. 16 მაი. 2014

    მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტში კანცელარია ადმინისტრაციით შეიცვალა, ხოლო სახელმწიფო მინისტრის აპარატთან მიმართებით მითითებულია „შესაბამისი სახელმწიფო მინისტრი“.

  6. 8 ოქტ. 2013

    მე-2 პუნქტით მთავრობას დაევალა სარგოების ზედა და ქვედა ზღვრების განსაზღვრა, ხოლო მე-3 პუნქტით ამ ზღვრების ფარგლებში თითოეული დაწესებულების მოხელეთა სარგოებისა და თანამდებობათა დასახელებების განმსაზღვრელი ორგანო დაკონკრეტდა; ნორმა ახალარჩეული პრეზიდენტის ფიცის დადებიდან ამოქმედდება.

  7. 9 ივლ. 2010

    მე-9 მუხლს დაემატა „ო 1“ ქვეპუნქტი, რომლის მიხედვით ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების აპარატების თანამდებობრივ სარგოებსა და თანამდებობათა დასახელებებს ამ ორგანოების ხელმძღვანელები განსაზღვრავენ.

  8. 7 ნოე. 2008

    მე-9 მუხლის „კ“ ქვეპუნქტი ამოღებულია: კანონი აღარ ითვალისწინებს გენერალური პროკურორის მიერ პროკურატურის სისტემის მოხელის, შტატგარეშე და დამხმარე მოსამსახურეთა სარგოებისა და თანამდებობათა დასახელებების განსაზღვრას. დანარჩენი ქვეპუნქტები უცვლელია.

  9. 27 ივლ. 2007

    „გ“ ქვეპუნქტში სარგოები და თანამდებობათა დასახელებები ახლა ეხება უშიშროების საბჭოს აპარატისა და სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციის მოხელეებს; განმსაზღვრელი კვლავ პრეზიდენტია.

  10. 2 თებ. 2007

    მე-3 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტში სარგოებისა და თანამდებობათა დასახელებების განმსაზღვრელი ორგანო საქართველოს პრეზიდენტის ნაცვლად იუსტიციის უმაღლესი საბჭოა; „სარგოებსა“ ფორმულირების შესწორებაა.

  11. 27 ნოე. 2006

    მე-9 მუხლს დაემატა „დ 1“ ქვეპუნქტი, რომლის მიხედვით ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების წევრთა სარგოების განაკვეთები დგინდება ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით.

  12. 16 მაი. 2006

    მე-9 მუხლის პირველი პუნქტი ახლა მოიცავს მთავრობისა და უზენაესი სასამართლოს წევრებსაც, ხოლო დანარჩენი პუნქტები შეიცვალა ერთიანი წესით: პრეზიდენტის ბრძანებულებით დგინდება სარგოების ზღვრები, ამ ზღვრებში კი სარგოებს ადგენენ დაწესებულებათა შესაბამისი ორგანოები და თანამდებობის პირები.

  13. 4 ივნ. 2003

    მე-9 მუხლს დაემატა 7¹ პუნქტი, რომელიც პროკურატურის სისტემის მოხელეთა, შტატგარეშე და დამხმარე მოსამსახურეთა სარგოების განაკვეთებისა და თანამდებობათა დასახელებების დადგენას გენერალურ პროკურორს ანიჭებს.

  14. 5 მარ. 2002

    მე-8 პუნქტში საკრებულოს უფლებამოსილება, დაამტკიცოს მოსამსახურეთა სარგოს განაკვეთები და თანამდებობათა დასახელება, შეიზღუდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმატივებით.

  15. 10 ოქტ. 2001

    მე-9 მუხლს დაემატა მე-9 პუნქტი, რომლითაც კონტროლის პალატის სისტემის მოხელეთა და დამხმარე მოსამსახურეთა სარგოს განაკვეთებისა და თანამდებობათა დასახელების დადგენა კონტროლის პალატის თავმჯდომარეს მიენიჭა.

  16. 15 მარ. 2000

    მე-9 მუხლს დაემატა ახალი მე-2 პუნქტი იუსტიციის საბჭოს წევრებისა და აპარატის სარგოების განსაზღვრის შესახებ პრეზიდენტის მიერ; ყოფილი მე-3–მე-7 პუნქტები გადანომრა მე-4–მე-8-ად.

  17. 30 მაი. 1998

    მე-9 მუხლში დაემატა მე-5 პუნქტი, რომელიც სასამართლოთა აპარატის მოსამსახურეთა სარგოებისა და თანამდებობათა დასახელების დამდგენ ორგანოებს ასახელებს; ყოფილი მე-6 პუნქტი გახდა მე-7 და დაემატა კანონის გამოცემის მითითება.

  18. 1 დეკ. 1997· გამოქვეყნდა 31 დეკ. 2006
მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 8შემდეგი მუხლი 10

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

ძალადაკარგული

კონსოლიდირებული 21 ივლ. 2017 · №111

  • 18 ცვლილება · ბოლო 11 ნოე. 2015
  • ციტირებულია 1 მუხლი
  • 25 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

მუხლი 37

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საჯარო სამსახურის შესახებ

  • 120თანამდებობრივი სარგოების დადგენა

საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ

  • 18სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის თანამდებობრივი სარგო
  • 12ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირის თანამდებობრივი სარგოს ზღვრული ოდენობა
  • 7საბაზო თანამდებობრივი სარგოს დანიშნულება და ოდენობა

ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი

  • 53მერიის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოები

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ

  • 13

საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ

  • 27²

„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2016 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“

  • 16თანამდებობრივი სარგოები, პრემიები, დანამატები და დახმარებები

„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2015 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“

  • 15თანამდებობრივი სარგოები, პრემიები, დანამატები და დახმარებები

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ

  • 18¹

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

  • 236დებულებები და წესები

„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2013 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ"

  • 15თანამდებობრივი სარგოები, პრემიები, დანამატები და დახმარებები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
27²3718¹1315531512016181272369
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაჯარო სამსახურის შესა…საჯარო სამსახურის შესა…საჯარო დაწესებულებაში …ადგილობრივი თვითმმართვ…კორუფციის წინააღმდეგ ბ…საქართველოს მთავრობის …