Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკამეწარმეთა შესახებმუხლი 14²

მეწარმეთა შესახებ

მუხლი 14². რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების გაუქმება, მეწარმე სუბიექტის რეგისტრაციის გაუქმება ხარვეზის დადგენის საფუძველზე

რედაქცია №70კონსოლიდირებული · 2 აგვ. 2021

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: 01.01.2022.

  • ამჟამად მოქმედი აქტი: მეწარმეთა შესახებ →
თემები:კორპორატიული მდივანირეორგანიზაციააქტივების რეესტრის მართვასაწარმოს ღირებულების განსაზღვრაუცხოური ინვესტიციებისკოლის ლიცენზირება

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234566¹78

1.რეგისტრაციის შესახებ მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტია. იგი შეიძლება გაუქმდეს სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ან საქართველოს კანონმდებლობით ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაუქმებისათვის დადგენილი წესით, გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. 1​ 1 . „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის 48-ე მუხლის მე-6 პუნქტის საფუძველზე მოვალე საწარმოს გაკოტრებულად გამოცხადების შემთხვევაში მოვალის წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირი სასამართლოს შესაბამის განჩინებას გამოტანიდან 30 დღის ვადაში წარუდგენს მარეგისტრირებელ ორგანოს. მარეგისტრირებელი ორგანო ვალდებულია გააუქმოს საწარმოს რეგისტრაცია.

2.თუ ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად რეგისტრაციის შესახებ მარეგისტრირებელი ორგანოს მართლსაწინააღმდეგო გადაწყვეტილების გაუქმებით უქმდება რეორგანიზაციის საფუძველზე წარმოშობილი მეწარმე სუბიექტის რეგისტრაცია, გაუქმების შესახებ გადაწყვეტილებით აღდგება რეორგანიზაციამდე არსებული მდგომარეობა, ხოლო გაუქმებული მეწარმე სუბიექტის უფლებამონაცვლე იქნება რეორგანიზაციამდე არსებული მეწარმე სუბიექტი.

3.ინდივიდუალური მეწარმის რეგისტრაციის გაუქმების შემთხვევაში მისი უფლებამონაცვლეა შესაბამისი ფიზიკური პირი.

4.თუ რეგისტრაციის შესახებ მარეგისტრირებელი ორგანოს მართლსაწინააღმდეგო გადაწყვეტილების გაუქმება იწვევს რეგისტრირებული მეწარმე სუბიექტის რეგისტრაციის შეწყვეტას ისე, რომ მას არ რჩება სამართალმემკვიდრე, მარეგისტრირებელი ორგანო გამოსცემს რეგისტრაციისათვის ხარვეზის დადგენის შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და მეწარმე სუბიექტს ხარვეზის აღმოსაფხვრელად განუსაზღვრავს 30-დღიან ვადას, რის შესახებაც მიეთითება მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში. ხარვეზის აღმოფხვრამდე ჩერდება რეგისტრირებული მონაცემების მოქმედება და მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერი არ გაიცემა.

5.ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული გადაწყვეტილება რეგისტრაციისათვის ხარვეზის დადგენის შესახებ უნდა შეიცავდეს დასაბუთებას ხარვეზის არსის, ასევე მისი აღმოუფხვრელობის შედეგების თაობაზე.

6.თუ ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ხარვეზი განსაზღვრულ ვადაში არ აღმოიფხვრა, მარეგისტრირებელი ორგანო გამოსცემს მეწარმე სუბიექტის იძულებითი ლიკვიდაციის პროცესის დაწყების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. ასეთ შემთხვევაში მეწარმე სუბიექტის პარტნიორები/ლიკვიდატორის დანიშვნაზე უფლებამოსილი პირები უფლებამოსილი არიან დანიშნონ ლიკვიდატორი და გაიარონ ამ კანონის მე-14 მუხლით დადგენილი პროცედურები. თუ პარტნიორებმა/ლიკვიდატორის დანიშვნაზე უფლებამოსილმა პირებმა ლიკვიდატორი არ დანიშნეს, იძულებითი ლიკვიდაციის პროცესი დასრულდება ამ კანონით ლიკვიდაციისათვის დადგენილი საერთო ვადის გასვლისთანავე.

6¹.მარეგისტრირებელი ორგანო „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული საფინანსო სექტორის წარმომადგენლების მიმართ, რომელთა ლიკვიდაციას ახორციელებს საქართველოს ეროვნული ბანკი, შესაბამისი ხარვეზის დადგენის შემთხვევაში აღნიშნულის შესახებ წერილობით აცნობებს საქართველოს ეროვნულ ბანკს. ამ პუნქტით გათვალისწინებული სუბიექტების ლიკვიდაციის პროცესს საქართველოს ეროვნული ბანკი ახორციელებს „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად.

7.თუ მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ რეგისტრაციისათვის ხარვეზის დადგენის საფუძველი საწარმოს ერთ-ერთი პარტნიორის/წილის მესაკუთრის დაუდგენლობაა, დანარჩენი პარტნიორი/პარტნიორები უფლებამოსილი არის (არიან) მიმართოს (მიმართონ) სასამართლოს აღნიშნული წილის მესაკუთრის დადგენის მიზნით. თუ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დგინდება, რომ წილის მესაკუთრის დადგენა შეუძლებელია, აღნიშნული არის იძულებითი ლიკვიდაციის პროცესის შეწყვეტისა და არაიდენტიფიცირებული პარტნიორის წილის დანარჩენ პარტნიორთა შორის მათი წილების პროპორციულად გადანაწილების საფუძველი. დანარჩენი პარტნიორის/პარტნიორების მიერ ამ უფლების იძულებითი ლიკვიდაციის პროცესისათვის დადგენილ ვადაში გამოუყენებლობა საწარმოს რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია, ხოლო საწარმოს ლიკვიდაციის შემდეგ დარჩენილ ქონებაზე არაიდენტიფიცირებული პარტნიორის უფლებები გადაეცემა სახელმწიფოს.

8.მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ მეწარმე სუბიექტის იძულებითი ლიკვიდაციის პროცესის დაწყებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული საჩივრისა და ამ მუხლით განსაზღვრულ საკითხებზე სასამართლოსთვის სარჩელის წარდგენა აჩერებს იძულებითი ლიკვიდაციის პროცესის ვადის დინებას შესაბამისი გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე. საქართველოს 2011 წლის 24 ივნისის კანონი №4946 – ვებგვერდი, 13.07.2011წ. საქართველოს 2012 წლის 5 ივნისის კანონი №6388 – ვებგვერდი, 19.06.2012წ. საქართველოს 2020 წლის 14 ივლისის კანონი №6807  – ვებგვერდი, 22.07.2020წ. საქართველოს 2020 წლის 18 სექტემბრის კანონი №7170  – ვებგვერდი, 25.09.2020წ.

რედაქციების შედარება

1. რეგისტრაციის შესახებ მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილება არის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და მისი გაუქმება შესაძლებელია სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე , „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად ან საქართველოს კანონმდებლობით ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაუქმებისათვის დადგენილი წესით, გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. 1 1 . „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-9 პუნქტის საფუძველზე საწარმოს გაკოტრებულად გამოცხადების შემთხვევაში მოვალის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი სასამართლოს განჩინებას მისი გამოტანიდან 30 დღის ვადაში წარუდგენს მარეგისტრირებელ ორგანოს, რომელიც ვალდებულია გააუქმოს საწარმოს რეგისტრაცია. 2. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად რეგისტრაციის შესახებ მარეგისტრირებელი ორგანოს მართლსაწინააღმდეგო გადაწყვეტილების გაუქმებით უქმდება რეორგანიზაციის საფუძველზე წარმოშობილი მეწარმე სუბიექტის რეგისტრაცია, გაუქმების შესახებ გადაწყვეტილებით აღდგება რეორგანიზაციამდე არსებული მდგომარეობა, ხოლო გაუქმებული მეწარმე სუბიექტის უფლებამონაცვლე იქნება რეორგანიზაციამდე არსებული მეწარმე სუბიექტი. 3. ინდივიდუალური მეწარმის რეგისტრაციის გაუქმების შემთხვევაში მისი უფლებამონაცვლეა შესაბამისი ფიზიკური პირი. 4. თუ რეგისტრაციის შესახებ მარეგისტრირებელი ორგანოს მართლსაწინააღმდეგო გადაწყვეტილების გაუქმება იწვევს რეგისტრირებული მეწარმე სუბიექტის რეგისტრაციის შეწყვეტას ისე, რომ მას არ რჩება სამართალმემკვიდრე, მარეგისტრირებელი ორგანო გამოსცემს რეგისტრაციისათვის ხარვეზის დადგენის შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და მეწარმე სუბიექტს ხარვეზის აღმოსაფხვრელად განუსაზღვრავს 30-დღიან ვადას, რის შესახებაც მიეთითება მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში. ხარვეზის აღმოფხვრამდე ჩერდება რეგისტრირებული მონაცემების მოქმედება და მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერი არ გაიცემა. 5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული გადაწყვეტილება რეგისტრაციისათვის ხარვეზის დადგენის შესახებ უნდა შეიცავდეს დასაბუთებას ხარვეზის არსის, ასევე მისი აღმოუფხვრელობის შედეგების თაობაზე. 6. თუ ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ხარვეზი განსაზღვრულ ვადაში არ აღმოიფხვრა, მარეგისტრირებელი ორგანო გამოსცემს მეწარმე სუბიექტის იძულებითი ლიკვიდაციის პროცესის დაწყების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. ასეთ შემთხვევაში მეწარმე სუბიექტის პარტნიორები/ლიკვიდატორის დანიშვნაზე უფლებამოსილი პირები უფლებამოსილი არიან დანიშნონ ლიკვიდატორი და გაიარონ ამ კანონის მე-14 მუხლით დადგენილი პროცედურები. თუ პარტნიორებმა/ლიკვიდატორის დანიშვნაზე უფლებამოსილმა პირებმა ლიკვიდატორი არ დანიშნეს, იძულებითი ლიკვიდაციის პროცესი დასრულდება ამ კანონით ლიკვიდაციისათვის დადგენილი საერთო ვადის გასვლისთანავე. [ 6 1 . მარეგისტრირებელი ორგანო „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული საფინანსო სექტორის წარმომადგენლების მიმართ, რომელთა ლიკვიდაციას ახორციელებს საქართველოს ეროვნული ბანკი, შესაბამისი ხარვეზის დადგენის შემთხვევაში აღნიშნულის შესახებ წერილობით აცნობებს საქართველოს ეროვნულ ბანკს. ამ პუნქტით გათვალისწინებული სუბიექტების ლიკვიდაციის პროცესს საქართველოს ეროვნული ბანკი ახორციელებს „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად. (ამოქმედდეს 2020 წლის 19  ოქტომბრიდან)] 7. თუ მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ რეგისტრაციისათვის ხარვეზის დადგენის საფუძველი საწარმოს ერთ-ერთი პარტნიორის/წილის მესაკუთრის დაუდგენლობაა, დანარჩენი პარტნიორი/პარტნიორები უფლებამოსილი არის (არიან) მიმართოს (მიმართონ) სასამართლოს აღნიშნული წილის მესაკუთრის დადგენის მიზნით. თუ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დგინდება, რომ წილის მესაკუთრის დადგენა შეუძლებელია, აღნიშნული არის იძულებითი ლიკვიდაციის პროცესის შეწყვეტისა და არაიდენტიფიცირებული პარტნიორის წილის დანარჩენ პარტნიორთა შორის მათი წილების პროპორციულად გადანაწილების საფუძველი. დანარჩენი პარტნიორის/პარტნიორების მიერ ამ უფლების იძულებითი ლიკვიდაციის პროცესისათვის დადგენილ ვადაში გამოუყენებლობა საწარმოს რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია, ხოლო საწარმოს ლიკვიდაციის შემდეგ დარჩენილ ქონებაზე არაიდენტიფიცირებული პარტნიორის უფლებები გადაეცემა სახელმწიფოს. 8. მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ მეწარმე სუბიექტის იძულებითი ლიკვიდაციის პროცესის დაწყებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული საჩივრისა და ამ მუხლით განსაზღვრულ საკითხებზე სასამართლოსთვის სარჩელის წარდგენა აჩერებს იძულებითი ლიკვიდაციის პროცესის ვადის დინებას შესაბამისი გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე. საქართველოს 2011 წლის 24 ივნისის კანონი №4946 – ვებგვერდი, 13.07.2011წ. საქართველოს 2012 წლის 5 ივნისის კანონი №6388 – ვებგვერდი, 19.06.2012წ. საქართველოს 2020 წლის 14 ივლისის კანონი №6807  – ვებგვერდი, 22.07.2020წ.

ამ მუხლის ისტორია· 4

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 1 აპრ. 2021· გამოქვეყნდა 25 სექ. 2020
  2. 22 ივლ. 2020
  3. 19 ივნ. 2012
  4. 27 ივლ. 2011· გამოქვეყნდა 13 ივლ. 2011
წინა მუხლი 14¹შემდეგი მუხლი 14³

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • რისკის შემცირება6 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • რისკის შემცირების სტრატეგიები6 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ბიზნესის მიგრაციის მხარდაჭერა4 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • კორპორატიული რესტრუქტურიზაცია4 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ლიანა ზაგაშვილი

ლიანა ზაგაშვილი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200-დან

დაუსვით კითხვაპროფილი
დავით მაისურაძე

დავით მაისურაძე

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ნინო ბაზიკოშვილი

ნინო ბაზიკოშვილი

იურისტი, კონსულტანტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
გიორგი ბუიღლიშვილი

გიორგი ბუიღლიშვილი

ქონების შემფასებელი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ანა შავარდენიძე

ანა შავარდენიძე

ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

ძალადაკარგული

კონსოლიდირებული 2021-08-02 · №70

0
ციტირებულია მუხლი
4
ცვლილება
ბოლო 2020-09-25
4
რედაქცია
3
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 14მუხლი 48რეაბილიტაციისა და … 48

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

მეწარმეთა შესახებ

  • 88სამეწარმეო საზოგადოების რეგისტრაციის გაუქმება
  • 91ინდივიდუალური მეწარმის რეგისტრაციის გაუქმება
  • 8მეწარმის რეგისტრაცია

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

  • 32არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის, უცხო ქვეყნის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალის (წარმომადგენლობის) რეგისტრაციაზე გადაწყვეტილების მიღების წესი

საჯარო რეესტრის შესახებ

  • 29მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრების წესი
  • 26რეგისტრაციის გაუქმება
  • 20¹მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის წარმოების  პრინციპები

,,მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეგისტრაციის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

  • 16უარი რეგისტრაციაზე
  • 18გადაწყვეტილება რეგისტრაციის (მოთხოვნის დაკმაყოფილების) შესახებ

უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ

  • 25²რეგისტრაციის გაუქმება
  • 24სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტა

უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

  • 62სარეგისტრაციო წარმოებაზე უარის თქმის საფუძვლები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
292620¹25²24144832161862488891814²
მითითებამნიშვნელობით ახლოსმეწარმეთა შესახებრეაბილიტაციისა და კრედ…მეწარმეთა შესახებსაქართველოს სამოქალაქო…საჯარო რეესტრის შესახე…,,მეწარმეთა და არასამე…