მეწარმეთა შესახებ

მუხლი 65. სამეთვალყურეო საბჭო

რედაქცია №70კონსოლიდირებული · 2 აგვ. 2021

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.კოოპერატივს უფლება აქვს, წესდებით გაითვალისწინოს სამეთვალყურეო საბჭოს არსებობა და განსაზღვროს მის წევრთა რაოდენობა.

2.კოოპერატივის წევრს უფლება აქვს, საქმიანობის შედეგებიდან გამომდინარე, საერთო კრების გადაწყვეტილების საფუძველზე მიიღოს განსაზღვრული გასამრჯელო, თუ წესდებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

3.სამეთვალყურეო საბჭოს წევრს უფლება არა აქვს, იმავდროულად იყოს გამგეობის წევრი (დირექტორი) ან მისი მოადგილე, ან სხვაგვარად წარმართოს კოოპერატივის საქმიანობა. გამგეობიდან გასული წევრი მისი ანგარიშის დამტკიცებამდე არ შეიძლება არჩეულ იქნეს სამეთვალყურეო საბჭოს წევრად, თუ წესდებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

4.წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამეთვალყურეო საბჭო კონტროლს უწევს გამგეობას საქმეების წარმოებისას მართვის ყველა დარგში და ამ მიზნით იღებს ინფორმაციას კოოპერატივის საქმიანობის მიმდინარეობის შესახებ. სამეთვალყურეო საბჭოს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს მოსთხოვოს გამგეობას ანგარიში და უშუალოდ ან მის მიერ განსაზღვრული პირის მეშვეობით შეამოწმოს საბუღალტრო წიგნები და ჩანაწერები, აგრეთვე ფასიანი ქაღალდებისა და საქონლის მდგომარეობა. სამეთვალყურეო საბჭო ამოწმებს კოოპერატივის წლიურ ბალანსს, მისი მდგომარეობის შესახებ მოხსენებას და წლიური მოგების განაწილების თაობაზე წინადადებებს. შემოწმების შედეგების შესახებ იგი მოახსენებს საერთო კრებას წლიური ბალანსის დამტკიცებამდე.

5.სამეთვალყურეო საბჭო კანონით დადგენილი წესით იწვევს საერთო კრებას, თუ წესდებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

6.სამეთვალყურეო საბჭოს სხვა ფუნქციები შეიძლება განისაზღვროს წესდებით. საბჭოს წევრს უფლება არა აქვს, თავისი ფუნქციების შესრულება სხვა პირს გადააბაროს, თუ წესდებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

7.წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამეთვალყურეო საბჭო უფლებამოსილია წარმოადგინოს კოოპერატივი გამგეობასთან ერთად მესამე პირთან ხელშეკრულების დადებისას და წარმართოს პროცესი კოოპერატივის წევრის წინააღმდეგ, თუ ამას დაადგენს საერთო კრება. სამეთვალყურეო საბჭოს თანხმობა სჭირდება ყოველ კრედიტს, რომელიც მიეცემა გამგეობის რომელიმე წევრს, თუ წესდებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. იგივე წესი მოქმედებს კრედიტის გაცემის შემთხვევაში გამგეობის წევრის თავდებად დადგომისას. საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1781 - სსმ I, №40, 18.07.2005წ., მუხ.279 საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5913 - სსმ I, №7, 26.03.2008წ., მუხ.33 საქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6324 – ვებგვერდი, 12.06.2012წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. კოოპერატივს უფლება აქვს, წესდებით გაითვალისწინოს სამეთვალყურეო საბჭოს არსებობა და განსაზღვროს მის წევრთა რაოდენობა. 2. კოოპერატივის წევრს უფლება აქვს, საქმიანობის შედეგებიდან გამომდინარე, საერთო კრების გადაწყვეტილების საფუძველზე მიიღოს განსაზღვრული გასამრჯელო, თუ წესდებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 3. სამეთვალყურეო საბჭოს წევრს უფლება არა აქვს, იმავდროულად იყოს გამგეობის წევრი (დირექტორი) ან მისი მოადგილე, ან სხვაგვარად წარმართოს კოოპერატივის საქმიანობა. გამგეობიდან გასული წევრი მისი ანგარიშის დამტკიცებამდე არ შეიძლება არჩეულ იქნეს სამეთვალყურეო საბჭოს წევრად, თუ წესდებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 4. წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამეთვალყურეო საბჭო კონტროლს უწევს გამგეობას საქმეების წარმოებისას მართვის ყველა დარგში და ამ მიზნით იღებს ინფორმაციას კოოპერატივის საქმიანობის მიმდინარეობის შესახებ. სამეთვალყურეო საბჭოს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს მოსთხოვოს გამგეობას ანგარიში და უშუალოდ ან მის მიერ განსაზღვრული პირის მეშვეობით შეამოწმოს საბუღალტრო წიგნები და ჩანაწერები, აგრეთვე ფასიანი ქაღალდებისა და საქონლის მდგომარეობა. სამეთვალყურეო საბჭო ამოწმებს კოოპერატივის წლიურ ბალანსს, მისი მდგომარეობის შესახებ მოხსენებას და წლიური მოგების განაწილების თაობაზე წინადადებებს. შემოწმების შედეგების შესახებ იგი მოახსენებს საერთო კრებას წლიური ბალანსის დამტკიცებამდე. 5. სამეთვალყურეო საბჭო კანონით დადგენილი წესით იწვევს საერთო კრებას, თუ წესდებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 6. სამეთვალყურეო საბჭოს სხვა ფუნქციები შეიძლება განისაზღვროს წესდებით. საბჭოს წევრს უფლება არა აქვს, თავისი ფუნქციების შესრულება სხვა პირს გადააბაროს, თუ წესდებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 7. წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამეთვალყურეო საბჭო უფლებამოსილია წარმოადგინოს კოოპერატივი გამგეობასთან ერთად მესამე პირთან ხელშეკრულების დადებისას და წარმართოს პროცესი კოოპერატივის წევრის წინააღმდეგ, თუ ამას დაადგენს საერთო კრება. სამეთვალყურეო საბჭოს თანხმობა სჭირდება ყოველ კრედიტს, რომელიც მიეცემა გამგეობის რომელიმე წევრს, თუ წესდებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. იგივე წესი მოქმედებს კრედიტის გაცემის შემთხვევაში გამგეობის წევრის თავდებად დადგომისას. საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1781 - სსმ I, №40, 18.07.2005წ., მუხ.279 საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5913 - სსმ I, №7, 26.03.2008წ., მუხ.33 საქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6324 – ვებგვერდი, 12.06.2012წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №45 · ძალაშია 19 ივნ. 2012-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 19 ივნ. 2012 – 26 ივნ. 2012 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 4 აგვ. 2021
  2. · გამოქვეყნდა 18 ივლ. 2005

    65-ე მუხლში საერთო კრების მოწვევის წესი ახლებურად არის ჩამოყალიბებული: სამეთვალყურეო საბჭო მას „კანონით დადგენილი წესით“ იწვევს და ამოღებულია კოოპერატივის ინტერესების აუცილებლობის პირობა; ასევე დაზუსტდა ფორმულირება „მდგომარეობის შესახებ ანგარიში“.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
8766¹⁴309²⁵1413²25024920921132465
მნიშვნელობით ახლოსმეწარმეთა შესახებარასაბანკო სადეპოზიტო …საავტორო და მომიჯნავე …კომერციული ბანკების სა…სასოფლო-სამეურნეო კოოპ…მიკრობანკების საქმიანო…