Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკანებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებმუხლი 13

ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ

მუხლი 13. საპენსიო კომპანიის მართვა და ხელმძღვანელობა

რედაქცია №0 კონსოლიდირებული · 19 ივლ. 2023
თემები:სამეთვალყურეო საბჭოს კონსულტაციააღმასრულებელი მენეჯმენტიპრივატ ბანკინგითანამშრომლის შეღავათებიფინანსური ანგარიშგებარისკების მართვა

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საპენსიო კომპანიის მართვის ორგანოებია: საერთო კრება, სამეთვალყურეო საბჭო და ხელმძღვანელი ორგანო.

2.საპენსიო კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოსა და ხელმძღვანელი ორგანოს წევრები ამ კანონის მიზნებისთვის არიან ფიდუციური ვალდებულების მქონე პირები საპენსიო სქემების მონაწილეების მიმართ და ვალდებული არიან დაიცვან და შეასრულონ ამ კანონით განსაზღვრული ყველა მოთხოვნა და ვალდებულება.

3.საპენსიო კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოსა და ხელმძღვანელი ორგანოს ყველა წევრი უნდა აკმაყოფილებდეს სამსახურის მიერ დადგენილ შესაფერისობის კრიტერიუმებს.

4.გარდა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ფუნქცია-მოვალეობებისა, საპენსიო კომპანიის წესდებით უნდა განისაზღვროს საპენსიო კომპანიის მართვის ორგანოებს (სამეთვალყურეო საბჭოსა და ხელმძღვანელ ორგანოს) შორის ფუნქცია-მოვალეობების გადანაწილება. ეს წესდება სულ მცირე უნდა შეიცავდეს შემდეგ ფუნქცია-მოვალეობებს: ა)  საბანკო ანგარიშის გახსნას კომერციულ ბანკში, მათ შორის, საპენსიო შენატანების განსახორციელებლად; ბ) სპეციალიზებული დეპოზიტარის (დეპოზიტარების) და აქტივების მმართველი კომპანიის (კომპანიების) ან/და მზღვეველის (მზღვეველების) შერჩევას; გ) ხელშეკრულებების შეთანხმებასა და გაფორმებას აქტივების მმართველ კომპანიასთან (კომპანიებთან) ან/და მზღვეველთან (მზღვეველებთან), სპეციალიზებულ დეპოზიტარსა და საინვესტიციო ან ადმინისტრაციული საქმიანობის განსახორციელებლად საჭირო ნებისმიერი მომსახურების ან/და საქონლის მიმწოდებელ პირებთან; დ) ხელშეკრულებების შეთანხმებასა და გაფორმებას საბუღალტრო, აუდიტორული, იურიდიული, აქტუარული მომსახურებებისა და საპენსიო კომპანიისთვის საჭირო სხვა მომსახურების გამწევ პირებთან; ე) აქტივების მმართველი კომპანიისგან (კომპანიებისგან) ან/და მზღვეველისგან (მზღვეველებისგან), სპეციალიზებული დეპოზიტარისგან (დეპოზიტარებისგან) და სხვა მომსახურების გამწევი პირებისგან საპენსიო კომპანიის სახელით განხორციელებული ნებისმიერი გარიგების შესახებ ნებისმიერი ინფორმაციის, მათ შორის, საპენსიო კომპანიის მფლობელობაში არსებული აქციების/წილების შესაბამისად განხორციელებული ხმის უფლების თაობაზე ინფორმაციის, მოთხოვნას, მიღებას და განხილვას; ვ) საინვესტიციო პოლიტიკისა და რისკის მართვის პოლიტიკის დოკუმენტების მიღებას და დამტკიცებას საპენსიო კომპანიის მიერ რეგისტრირებული თითოეული საპენსიო სქემისთვის; ზ) აქტივების მმართველ კომპანიასთან, მზღვეველთან, სპეციალიზებულ დეპოზიტარსა და სხვა საპენსიო მომსახურების გამწევ პირებთან შესაბამისი ხელშეკრულებების შეწყვეტას და მათი ჩანაცვლების უზრუნველყოფას; თ) პირადი საპენსიო ანგარიშის შექმნისა და ფუნქციონირების მექანიზმების შემუშავებას და დანერგვას; ი) საპენსიო კომპანიის საქმიანობისთვის აუცილებელი დაზღვევის და უძრავი ქონების ან მოძრავი ქონების (მათ შორის, აღჭურვილობის ან პროგრამული უზრუნველყოფის) შეძენისა და განკარგვის ხელშეკრულებების, მათ შორის, იჯარის, ქირავნობის ხელშეკრულებების, შეთანხმებას და გაფორმებას; კ) საპენსიო კომპანიის ხელმძღვანელი ორგანოს სტრუქტურის ჩამოყალიბებას, საპენსიო კომპანიის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირების განსაზღვრას, საპენსიო კომპანიის თანამშრომლების დაქირავებას  და  კონკურენტუნარიანი საკომპენსაციო სტრუქტურის ჩამოყალიბებას; ლ) საპენსიო აქტივების ინვესტირებასთან დაკავშირებული აქტივების მართვის გონივრული გადასახდელების, მათ შორის, საპენსიო აქტივების გადაცემის საფასურის, საპენსიო აქტივების მართვის საფასურის და საპენსიო აქტივების მართვის შედეგების საფასურის, განსაზღვრას; მ) საპენსიო სქემის წესების განსაზღვრას და დამტკიცებას; ნ) ამ კანონით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებების შესრულებას.

წინა მუხლი 12შემდეგი მუხლი 14

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • თანამშრომელთა წილობრივი ოფციონები (ESOP)5 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • კაპტიური დაზღვევა5 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • საბონუსე და სამოტივაციო სისტემების შემუშავება5 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • აღმასრულებელი ხელმძღვანელის კომპენსაციის სტრუქტურირება2 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal Sandbox-ის დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
ლიანა ზაგაშვილი

ლიანა ზაგაშვილი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200-დან

დაუსვით კითხვაპროფილი
დავით მაისურაძე

დავით მაისურაძე

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

დაუსვით კითხვაპროფილი
ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

დაუსვით კითხვაპროფილი
ნინი ჩახუნაშვილი

ნინი ჩახუნაშვილი

სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაცია

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2023-07-19

0
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
0
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ

  • 31ზოგადი მოთხოვნები
  • 6პირადი საპენსიო ანგარიში
  • 37აქტივების მმართველი კომპანიისა და მზღვეველის, როგორც აქტივების მმართველის, საქმიანობა

დაგროვებითი პენსიის შესახებ

  • 7საპენსიო ფონდის უფლებები და მოვალეობები
  • 12საპენსიო ფონდის კომიტეტები
  • 13საპენსიო ფონდის აღმასრულებელი დირექტორები

საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ

  • 52³საპენსიო ფონდის ზედამხედველობა

არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ

  • 17დამსაქმებლის საპენსიო სქემა
  • 23საპენსიო სქემის წესები

მეწარმეთა შესახებ

  • 209სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს კომპეტენცია
  • 203სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელი ორგანო

საინვესტიციო ფონდების შესახებ

  • 8მოთხოვნები აქტივების მმართველი კომპანიის მიმართ

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
172352³8712132092033163713
მნიშვნელობით ახლოსნებაყოფლობითი კერძო პე…დაგროვებითი პენსიის შე…საქართველოს ეროვნული ბ…არასახელმწიფო საპენსიო…მეწარმეთა შესახებსაინვესტიციო ფონდების …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 19 ივლ. 2023