მეწარმეთა შესახებ

მუხლი 250. კოოპერატივის სამეთვალყურეო საბჭოს კომპეტენცია

რედაქცია №13 კონსოლიდირებული · 26 ნოე. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.კოოპერატივის სამეთვალყურეო საბჭო ახორციელებს კოოპერატივის ხელმძღვანელი ორგანოს საქმიანობის კონტროლს ამ კანონითა და წესდებით დადგენილი წესებისა და პირობების დაცვით.

2.სამეთვალყურეო საბჭო იღებს ინფორმაციას კოოპერატივის საქმეების მიმდინარეობის შესახებ. მას შეუძლია ნებისმიერ დროს მოსთხოვოს ხელმძღვანელ ორგანოს/ხელმძღვანელ პირს ანგარიში და უშუალოდ ან თავის მიერ განსაზღვრული პირების მეშვეობით შეამოწმოს კოოპერატივის დოკუმენტაცია. სამეთვალყურეო საბჭომ უნდა შეამოწმოს წლიური ბალანსი, კოოპერატივის ფინანსური მდგომარეობის შესახებ ანგარიში, წინადადებები წლიური მოგების განაწილების შესახებ და ამ შემოწმების შედეგები უნდა მოახსენოს პარტნიორთა კრებას წლიური ბალანსის დამტკიცებამდე.

3.სამეთვალყურეო საბჭომ დადგენილი წესით უნდა მოიწვიოს საერთო კრება/წარმომადგენელთა კრება.

4.სამეთვალყურეო საბჭოს სხვა ფუნქციები შეიძლება განისაზღვროს წესდებით. სამეთვალყურეო საბჭოს წევრს არ აქვს თავისი ფუნქციების სხვა პირისთვის გადაბარების უფლება.

5.სამეთვალყურეო საბჭო უფლებამოსილია წარმოადგინოს კოოპერატივი მისი ხელმძღვანელი პირის წინააღმდეგ კოოპერატივის სახელით წარმართულ სამართლებრივ დავაში.

6.სამეთვალყურეო საბჭოს თანხმობა სჭირდება ნებისმიერ კრედიტს, რომელსაც კოოპერატივი მისცემს თავის ხელმძღვანელ პირს, ან მის თავდებობას.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. კოოპერატივის სამეთვალყურეო საბჭო ახორციელებს კოოპერატივის ხელმძღვანელი ორგანოს საქმიანობის კონტროლს ამ კანონითა და წესდებით დადგენილი წესებისა და პირობების დაცვით. 2.   სამეთვალყურეო  საბჭო  იღებს  ინფორმაციას  კოოპერატივის  საქმეების  მიმდინარეობის შესახებ. მას შეუძლია ნებისმიერ დროს მოსთხოვოს ხელმძღვანელ ორგანოს/ხელმძღვანელ პირს ანგარიში და უშუალოდ ან თავის მიერ განსაზღვრული პირების მეშვეობით შეამოწმოს კოოპერატივის დოკუმენტაცია. სამეთვალყურეო საბჭომ უნდა შეამოწმოს წლიური ბალანსი, კოოპერატივის ფინანსური მდგომარეობის შესახებ ანგარიში, წინადადებები წლიური მოგების განაწილების შესახებ და ამ შემოწმების შედეგები უნდა მოახსენოს პარტნიორთა კრებას წლიური ბალანსის დამტკიცებამდე. 3. სამეთვალყურეო საბჭომ დადგენილი წესით უნდა მოიწვიოს საერთო კრება/წარმომადგენელთა კრება. 4. სამეთვალყურეო საბჭოს სხვა ფუნქციები შეიძლება განისაზღვროს წესდებით. სამეთვალყურეო საბჭოს წევრს არ აქვს თავისი ფუნქციების სხვა პირისთვის გადაბარების უფლება. 5. სამეთვალყურეო საბჭო უფლებამოსილია წარმოადგინოს კოოპერატივი მისი ხელმძღვანელი პირის წინააღმდეგ კოოპერატივის სახელით წარმართულ სამართლებრივ დავაში. 6. სამეთვალყურეო საბჭოს თანხმობა სჭირდება ნებისმიერ კრედიტს, რომელსაც კოოპერატივი მისცემს თავის ხელმძღვანელ პირს, ან მის თავდებობას.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 15 დეკ. 2022 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გიორგი ბუიღლიშვილი

გიორგი ბუიღლიშვილი

ქონების შემფასებელი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ანა შავარდენიძე

ანა შავარდენიძე

კორპორაციული სამართლისა და ბიზნეს შესაბამისობის ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
8666¹⁴66¹⁶1413²209249251131124250
მნიშვნელობით ახლოსმეწარმეთა შესახებარასაბანკო სადეპოზიტო …საავტორო და მომიჯნავე …კომერციული ბანკების სა…ნებაყოფლობითი კერძო პე…სასოფლო-სამეურნეო კოოპ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №13 · ბოლოს შემოწმდა