არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი

მუხლი 42. განრიდების ღონისძიებები

რედაქცია №28 კონსოლიდირებული · 26 ივნ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.განრიდების ან განრიდებისა და მედიაციის შესახებ ხელშეკრულებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს შემდეგი ღონისძიებები: ა) არასრულწლოვნის წერილობითი გაფრთხილება; ბ) აღდგენითი მართლმსაჯულების ღონისძიება, მათ შორის, განრიდება-მედიაციის პროგრამაში ჩართვა; გ) მიყენებული ზიანის სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურება; დ) უკანონოდ მოპოვებული ქონების სახელმწიფოსთვის გადაცემა; ე) დანაშაულის იარაღის ან/და სამოქალაქო ბრუნვიდან ამოღებული ობიექტის სახელმწიფოსთვის გადაცემა; ვ) არასრულწლოვნისთვის მოვალეობის დაკისრება; ზ) არასრულწლოვნის მინდობით აღსაზრდელად განთავსება.

2.არასრულწლოვნის მიმართ ერთდროულად შეიძლება გამოყენებულ იქნეს განრიდების რამდენიმე ღონისძიება. განრიდების ღონისძიებები განისაზღვრება ინდივიდუალური შეფასების ანგარიშის საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3.განრიდების ღონისძიება გონივრული და ჩადენილი დანაშაულის თანაზომიერი უნდა იყოს. განრიდების პროცესში დაუშვებელია არასრულწლოვნისთვის ისეთი მოვალეობის დაკისრება, რომელიც იწვევს მისი ღირსებისა და პატივის შელახვას, ნორმალური სასწავლო პროცესისაგან და ძირითადი სამუშაოსაგან მის მოწყვეტას, ზიანს აყენებს მის ფიზიკურ ან/და ფსიქიკურ ჯანმრთელობას.

4.დაუშვებელია ჩადენილი ქმედებისათვის კანონით გათვალისწინებულ მინიმალურ სანქციაზე მკაცრი განრიდების ღონისძიების გამოყენება.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №13 · ძალაშია 1 სექ. 2020-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

ლაშა კაპანაძე

ლაშა კაპანაძე

საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾100-დან

ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

აიჰან ჰასანლი

აიჰან ჰასანლი

ადვოკატი, მედიატორი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

ნინი ჩახუნაშვილი

ნინი ჩახუნაშვილი

სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაცია

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

თათია თოხაძე

თათია თოხაძე

საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი, დამატებითი სპეციალიზაცია - სამშენებლო სამართალი, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება, ბავშვთა უფლებები

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
187³168²168¹1992674841405586261342
მითითებამნიშვნელობით ახლოსარასრულწლოვანთა მართლმ…საქართველოს სისხლის სა…კანონთან კონფლიქტში მყ…პენიტენციური კოდექსირეაბილიტაციისა და კრედ…სქესობრივი თავისუფლები…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №28 · ბოლოს შემოწმდა