Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაარასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსიმუხლი 2

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი

მუხლი 2. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მოქმედების სფერო და გამოყენების წესი, კანონის ანალოგია

რედაქცია №28 კონსოლიდირებული · 26 ივნ. 2025
თემები:არასრულწლოვანთა სისხლის სამართალიოჯახური და არასრულწლოვანთა დანაშაულები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678

1.ეს კოდექსი გამოიყენება კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის, არასრულწლოვანი დაზარალებულისა და არასრულწლოვანი გამოსაკითხი პირის/მოწმის არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესში მონაწილეობისას. ამ კოდექსის 38-ე–48-ე მუხლებით (გარდა 42-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტისა და 46-ე მუხლისა) დადგენილი ნორმები ვრცელდება აგრეთვე 18 წლიდან 21 წლამდე პირზე, თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ მან ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ნაკლებად მძიმე დანაშაული ან მძიმე დანაშაული.

2.არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესში გამოიყენება ამ კოდექსით დადგენილი ნორმები. იმ პირის მიმართ, რომელიც დანაშაულის ჩადენისას არასრულწლოვანი იყო და შემდეგ გახდა სრულწლოვანი, გამოიყენება ამ კოდექსის მატერიალურ-სამართლებრივი ნორმები და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ნორმები.

3.არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესში გამოიყენება საქართველოს სხვა ნორმატიული აქტების დებულებებიც, თუ ისინი არ ეწინააღმდეგება ამ კოდექსს ან/და არასრულწლოვნისთვის შეღავათს ითვალისწინებს.

4.არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესში გამოიყენება ის საპროცესო ნორმა, რომელიც მოქმედებს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესის დროს. თუ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესის დაწყებისას პირი არასრულწლოვანი იყო და პროცესის დასრულებამდე გახდა სრულწლოვანი, მის მიმართ პროცესის იმ ეტაპიდან, როცა ის სრულწლოვანი გახდა, გამოიყენება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ნორმები.

5.ამ კოდექსში ხარვეზის არსებობისას დასაშვებია კანონის ანალოგიის გამოყენება, თუ ამით არ იზღუდება საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით უზრუნველყოფილი ადამიანის უფლებები და თავისუფლებები და თუ ეს არ ეწინააღმდეგება არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესებს.

6.ეს კოდექსი გამოიყენება აგრეთვე საქართველოს დროშით ან ამოსაცნობი ნიშნით საქართველოს ფარგლების გარეთ მყოფ საჰაერო ან საზღვაო ხომალდზე ჩადენილი დანაშაულის მიმართ, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

7.საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებათა და შეთანხმებათა შესაბამისად, ეს კოდექსი შეიძლება გამოყენებულ იქნეს სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზეც.

8.არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესში საპროცესო მოქმედების ჩატარების შესახებ სხვა სახელმწიფოს სასამართლოს ან საგამოძიებო ორგანოს შუამდგომლობის საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულებისას დასაშვებია შუამდგომლობის წარმომდგენი სახელმწიფოს კანონმდებლობის გამოყენებაც, თუ ეს გათვალისწინებულია საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით და შეესაბამება არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესებს. საქართველოს 2017 წლის 4 მაისის კანონი №750 - ვებგვერდი, 24.05.2017წ. საქართველოს 2018 წლის 30 მაისის კანონი №2390 – ვებგვერდი, 12.06.2018წ.

წინა მუხლი 1შემდეგი მუხლი 3

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • არასრულწლოვნის ჩაბმა ანტისაზოგადოებრივ ქმედებაში (მუხლი 171)6 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • სქესობრივი კავშირი 16 წელს მიუღწეველთან (მუხლი 140)6 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება / ადვოკატი3 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

დაუსვით კითხვაპროფილი
ნესტან ანანიძე

ნესტან ანანიძე

სისხლის სამართლი, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი

მარიამ ჯორბენაძე

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეზიალიზაციით

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აიჰან ჰასანლი

აიჰან ჰასანლი

ადვოკატი, მედიატორი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი - სისხლის სამართლის ადვოკატი თბილისში, საქართველოში და Chikovani Law Office-ის დამფუძნებელი. სისხლის სამართლის დაცვა, უცხოელი კლიენტების წარმომადგენლობა და საერთაშორისო საქმეები. GBA.

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2025-06-26 · №28

0
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
3
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 42მუხლი 46მუხლი 48

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი

  • 1არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კანონმდებლობა და მისი მიზანი
  • 16არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში სპეციალიზაცია
  • 52არასრულწლოვნის გამოკითხვა და დაკითხვა

კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის შესახებ

  • 2კანონის მოქმედების სფერო
  • 15კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის კეთილდღეობის უზრუნველყოფის, რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის პროცესის დაწყება
  • 3ტერმინთა განმარტება

იურიდიული დახმარების შესახებ

  • 4¹იურიდიული დახმარებით მოსარგებლე არასრულწლოვანი

პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ

  • 7არასრულწლოვანის შესახებ მონაცემთა დამუშავებაზე თანხმობის გაცემის წესი და პირობები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

  • 5¹არასრულწლოვნის უფლებების დაცვასთან დაკავშირებულ პროცესში მონაწილე პირთა სპეციალიზაცია

პენიტენციური კოდექსი

  • 3პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის მოქმედება სივრცეში და პირთა წრის მიმართ

ამნისტიის შესახებ

  • 1—

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

  • 2სისხლის სამართლის საპროცესო კანონის გამოყენების წესი, კანონის ანალოგია

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
4¹5¹24246481165217321532
მითითებამნიშვნელობით ახლოსარასრულწლოვანთა მართლმ…კანონთან კონფლიქტში მყ…იურიდიული დახმარების შ…პერსონალურ მონაცემთა დ…საქართველოს სამოქალაქო…პენიტენციური კოდექსი

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 26 ივნ. 2025