Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს ყოფილი უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირების ოჯახის წევრთა სოციალური დაცვის გარანტიების შესახებმუხლი 3

საქართველოს ყოფილი უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირების ოჯახის წევრთა სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ

მუხლი 3

რედაქცია №5 კონსოლიდირებული · 5 ივლ. 2018
თემები:აღმასრულებელი მენეჯმენტი

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456

1.უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირის (ყოფილი უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირის) გარდაცვალების შემთხვევაში მისი ოჯახის წევრთა სიცოცხლე და ჯანმრთელობა ექვემდებარება სავალდებულო დაზღვევას ამ კანონით დადგენილი წესით.

2.ამ მუხლით გათვალისწინებული დაზღვევის სუბიექტები არიან: ა) დაზღვეული – გარდაცვლილი საქართველოს უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირის (ყოფილი უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირის) ოჯახის წევრები, რომელთა სასარგებლოდაც ხორციელდება დაზღვევა; ბ) დამზღვევი – პირი, რომელმაც დადო დაზღვევის ხელშეკრულება მზღვეველთან. დამზღვევი იმავდროულად არის დაზღვეული; გ) მზღვეველი – სადაზღვევო საქმიანობის განმახორციელებელი, შესაბამისი ლიცენზიის მქონე სადაზღვევო ორგანიზაცია, რომელიც უზრუნველყოფს გარდაცვლილი საქართველოს უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირის (ყოფილი უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირის) ოჯახის წევრთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის სავალდებულო დაზღვევას.

3.გარდაცვლილი უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირის (ყოფილი უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირის) ოჯახის წევრის გარდაცვალება არის სადაზღვევო რისკი, რომლის დროსაც დგება სადაზღვევო ანაზღაურების გადახდის საკითხი. სადაზღვევო თანხას კანონით დადგენილი წესით იღებენ გარდაცვლილი უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირის (ყოფილი უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირის) ოჯახის წევრის კანონიერი მემკვიდრეები.

4.გარდაცვლილი უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირის (ყოფილი უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირის) ოჯახის წევრთა ჯანმრთელობის დაზღვევა ითვალისწინებს: ა) ყოველწლიური სამედიცინო გამოკვლევის ხარჯებს; ბ) სასწრაფო, გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ხარჯებს; გ) სამედიცინო კონსულტაციების ხარჯებს; დ) ამბულატორიული მკურნალობის, მკურნალი ექიმისა და სპეციალისტების ხარჯებს; ე) ჰოსპიტალური მკურნალობის, მათ შორის, საოპერაციო ხარჯებს.

5.გარდაცვლილი საქართველოს უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირის (ყოფილი უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირის) ოჯახის წევრთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის სავალდებულო დაზღვევა ხორციელდება ვაუჩერის საშუალებით, ამ კანონით, „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით, დაზღვეულსა და მზღვეველს შორის დადებული ხელშეკრულებითა და ვაუჩერის პირობების თანახმად. ვაუჩერის პირობები (მათ შორის, ვაუჩერის მიმღები ორგანიზაციების ნების გამოხატვის, ვაუჩერის გაცემის წესები, სამედიცინო მომსახურებათა ნუსხა, ვაუჩერის ღირებულება, აგრეთვე ვაუჩერის გამოყენებასთან და ანაზღაურებასთან დაკავშირებული საკითხები და სხვა) განისაზღვრება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით და მისი განაღდება ხორციელდება აღნიშნული სამინისტროს შესაბამისი საბიუჯეტო ორგანიზაციისთვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში.

6.საქართველოს უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირის (ყოფილი უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირის) გარდაცვალების შემთხვევაში მისი დაკრძალვის ხარჯებს სახელმწიფო გაიღებს. საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4300-სსმI, №51, 31.12.2006წ., მუხ.410 საქართველოს 2007 წლის 29 ივნისის კანონი №5131-სსმI, №27, 17.07.2007წ., მუხ.264 საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3078 - ვებგვერდი, 11.07.2018წ. თავი III. საქართველოს ყოფილი უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირების ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფა

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №5 · ძალაშია 11 ივლ. 2018-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 1 ივლ. 2007 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 3

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 11 ივლ. 2018
  2. 1 იან. 2008· გამოქვეყნდა 17 ივლ. 2007
  3. 1 ივლ. 2007· გამოქვეყნდა 31 დეკ. 2006
მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 2შემდეგი მუხლი 4

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • დირექტორებისა და ოფიცრების დაზღვევა3 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
გიორგი ბუიღლიშვილი

გიორგი ბუიღლიშვილი

ქონების შემფასებელი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ანა შავარდენიძე

ანა შავარდენიძე

კორპორაციული სამართლისა და ბიზნეს შესაბამისობის ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 5 ივლ. 2018 · №5

  • 3 ცვლილება · ბოლო 11 ივლ. 2018
  • 3 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს ყოფილი უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირების ოჯახის წევრთა სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ

  • 2
  • 5
  • 4

სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ

  • 22კომპენსაცია საქართველოს ყოფილი უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირების გარდაცვალების გამო

დაზღვევის შესახებ

  • 2კანონში გამოყენებული ძირითადი ცნებები

სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ

  • 61მოსამსახურის სოციალური დაცვის გარანტიები

საერთო სასამართლოების შესახებ

  • 72მოსამართლის დაზღვევა

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ

  • 17სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის სოციალური დაცვა

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ

  • 41მოსამსახურის სოციალური დაცვა

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ

  • 10

ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების შესახებ

  • 16იმ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების, რომელთაც შესაძლებლობა მეორე მსოფლიო ომის შედეგად შეეზღუდათ, და იმავე ომის მონაწილეების, სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიებზე მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების დროს დაღუპულთა (გარდაცვლილთა), მათ შორის, ომისშემდგომ პერიოდში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა, ვეტერანთა და მათთან გათანაბრებულ პირთა ოჯახების წევრთა (შემდგომ − დაღუპული/ გარდაცვლილი) სოციალური დაცვა

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

  • 843¹ცნება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
2210254216843¹177241613
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს ყოფილი უმა…სახელმწიფო კომპენსაციი…დაზღვევის შესახებსამოქალაქო უსაფრთხოები…საერთო სასამართლოების …სახელმწიფო დაცვის სპეც…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 5 ივლ. 2018 · რედაქცია №5 · ბოლოს შემოწმდა 30 ოქტ. 2026