Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებმუხლი 29

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ

მუხლი 29. სამსახურში მიღების წესი

რედაქცია №25 კონსოლიდირებული · 10 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678

1.სამსახურში სამუშაოდ მიიღება 18 წელს მიღწეული საქართველოს მოქალაქე, რომელიც ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას და რომელსაც თავისი პიროვნული და საქმიანი თვისებების, განათლების, ფიზიკური მომზადებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამისად შეუძლია შეასრულოს მისთვის დაკისრებული ფუნქციები.

2.სამსახურში სამუშაოდ მისაღებ კანდიდატს შეარჩევენ შესაბამისი საკადრო დანაყოფი და სპეციალური კომისია, რომლებიც ამოწმებენ კანდიდატის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ფიზიკურ მომზადებას, განათლებასა და საქმიან თვისებებს.

3.სამსახურში ზოგიერთ თანამდებობაზე მისაღები კანდიდატები სამსახურში სამუშაოდ მიღებამდე ან მიღების შემდეგ სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიაში (შემდგომ − სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემია) ან სხვა სასწავლო/საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადიან სპეციალური მომზადების შესაბამის საგანმანათლებლო პროგრამას ან კურსს. სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიაში ან სხვა სასწავლო/საგანმანათლებლო დაწესებულებაში პირის მომზადება, გადამზადება ან კვალიფიკაციის ამაღლება ხორციელდება სამსახურის სათანადო უფლებამოსილი პირის სამართლებრივი აქტების შესაბამისად.

4.წვევამდელის სამსახურში მიღების და მის მიერ სამსახურის გავლის წესი განისაზღვრება სამსახურის უფროსის სამართლებრივი აქტებითა და სხვა ნორმატიული აქტებით.

5.სამსახურში სამუშაოდ მისაღები კანდიდატი გადის სპეციალურ შემოწმებას, რომლის წესი განისაზღვრება სამსახურის უფროსის ბრძანებით. სამსახურში სამუშაოდ მიღების შემდეგ მოსამსახურე მიეკუთვნება სამსახურის ღია ან ფარულ შემადგენლობას, რაც განისაზღვრება სამსახურის საშტატო განრიგის შესაბამისად.

6.სამსახურში მიღების/დანიშვნის ან სამსახურიდან გათავისუფლების/დათხოვნის შესახებ სამართლებრივი აქტი შეიძლება გამოიცეს ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის გამოყენებით. ამ წესით გამოცემული სამართლებრივი აქტი ჩაბარებულად ითვლება ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემაში იმ პირის მისამართზე გაგზავნის მომენტიდან, რომელსაც უშუალოდ შეეხება სამართლებრივი აქტი სამსახურში მიღების/დანიშვნის ან სამსახურიდან გათავისუფლების/დათხოვნის შესახებ, მათ შორის, თანამდებობიდან გადაყენების შესახებ.

7.პირის დაზვერვის სააგენტოში სამუშაოდ მიღებასთან, მის სპეციალურ შემოწმებასა და მის მიერ სამსახურის გავლასთან დაკავშირებით შეიძლება დადგინდეს ამ თავით დადგენილისგან განსხვავებული წესები, რომლებსაც დაზვერვის სააგენტოს უფროსის წარდგინებით ამტკიცებს სამსახურის უფროსი, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

8.სამსახურში სამუშაოდ შეიძლება მიღებულ იქნეს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც არ გაუვლია სამხედრო სავალდებულო სამსახური/წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური და არის წვევამდელი, აგრეთვე საქართველოს მოქალაქე, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით არის გათავისუფლებული წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გავლისგან. საქართველოს 2017 წლის 22 მარტის კანონი №481 - ვებგვერდი, 27.03.2017წ. საქართველოს 2019 წლის 3 ოქტომბრის კანონი №5087 – ვებგვერდი, 07.10.2019წ. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №762 – ვებგვერდი, 27.06.2025წ. საქართველოს 2025 წლის 17 დეკემბრის კანონი №1342 – ვებგვერდი, 17.12.2025წ. საქართველოს 2026 წლის 1 აპრილის კანონი №1470 – ვებგვერდი, 01.04.2026წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №24 · ძალაშია 1 აპრ. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 5

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 1 აპრ. 2026
  2. 17 დეკ. 2025
  3. 1 აგვ. 2025· გამოქვეყნდა 27 ივნ. 2025
  4. 1 ნოე. 2019· გამოქვეყნდა 7 ოქტ. 2019
  5. 30 მარ. 2017· გამოქვეყნდა 27 მარ. 2017

    29-ე მუხლის მე-2 პუნქტში კანდიდატის შემრჩევი საკადრო დანაყოფი განისაზღვრება სიტყვით „შესაბამისი“ და არა „სამსახურის“.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 28შემდეგი მუხლი 29¹

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 10 ივნ. 2026 · №25

  • 5 ცვლილება · ბოლო 1 აპრ. 2026
  • 7 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ

  • 30სამსახურში მიღებისათვის დადგენილი შეზღუდვები

პოლიციის შესახებ

  • 37სამსახურში მიღების წესი

პენიტენციური კოდექსი

  • 11პირის სამსახურში მიღება
  • 12პირის სამსახურში მიღების სპეციალური პირობები

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ

  • 16სამსახურში მიღების ზოგადი მოთხოვნები

თავდაცვის კოდექსი

  • 77პროფესიულ სამხედრო სამსახურში მიღება

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ

  • 11³პირის მოსამსახურედ მიღების წესი
  • 11⁹სამსახურში მიღებისას პირის მიერ წარსადგენი დოკუმენტები

საჯარო სამსახურის შესახებ

  • 27მოხელისათვის დადგენილი ძირითადი მოთხოვნები

სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ

  • 45საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში მიღების ზოგადი მოთხოვნები

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ

  • 10სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლები

სააღსრულებო წარმოებათა შესახებ

  • 14²⁴აღსრულების პოლიციაში მიღების წესი. აღსრულების პოლიციაში მიღებასთან დაკავშირებული შეზღუდვები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
14²⁴11³11⁹10163730274577111229
მნიშვნელობით ახლოსპოლიციის შესახებპენიტენციური კოდექსისაქართველოს ფინანსთა ს…თავდაცვის კოდექსიდანაშაულის პრევენციის,…საჯარო სამსახურის შესა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 10 ივნ. 2026 · რედაქცია №25 · ბოლოს შემოწმდა 29 ოქტ. 2026