1.პროკურატურის თანამშრომლის თანამდებობა შეუთავსებელია სხვა სახელმწიფო დაწესებულების ან მუნიციპალიტეტის ორგანოს ნებისმიერ თანამდებობასთან, აგრეთვე სამეწარმეო საქმიანობასთან ან სხვა ანაზღაურებად საქმიანობასთან, გარდა სამეცნიერო, შემოქმედებითი და პედაგოგიური საქმიანობებისა. ამ პუნქტით გათვალისწინებული თანამდებობრივი შეუთავსებლობის მოთხოვნა პროკურატურაში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირზე ვრცელდება იმ შემთხვევაში, თუ ეს მოთხოვნა გათვალისწინებულია მისი შრომითი ხელშეკრულებით.
2.პროკურატურის თანამშრომელს უფლება აქვს, იმავდროულად ასრულებდეს სხვა ანაზღაურებად სამუშაოს ან/და შეთავსებით ეკავოს სხვა თანამდებობა პროკურატურის სისტემაში.
4.პროკურატურის თანამშრომელს უფლება არა აქვს, გამოიყენოს თანამდებობა ან მასთან დაკავშირებული შესაძლებლობა ქონებრივი ან სხვა სიკეთის მიღების მიზნით და მიიღოს ეს სიკეთე.
5.პროკურატურის თანამშრომელს უფლება არა აქვს, იყოს რომელიმე ფიზიკური ან იურიდიული პირის წარმომადგენელი ან რწმუნებული, ან განახორციელოს წარმომადგენლობა ან დაცვა სისხლის სამართლის, სამოქალაქო სამართლის ან ადმინისტრაციული სამართლის საქმეზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ამ ფიზიკური პირის მეურვე, მზრუნველი ან მხარდამჭერია ან შესაბამისი ორგანოს წარმომადგენელია.
6.პროკურატურის თანამშრომელს (გარდა პროკურატურაში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირისა) ეკრძალება შეკრებაში მონაწილეობა, გაფიცვის მოწყობა ან გაფიცვაში მონაწილეობა.
საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის ორგანული კანონი №6869 - ვებგვერდი, 28.07.2020წ.
საქართველოს 2023 წლის 30 ნოემბრის ორგანული კანონი №3885 – ვებგვერდი, 19.12.2023წ.
თავი XII
საპროკურორო აქტები
ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. პროკურატურის თანამშრომლის თანამდებობა შეუთავსებელია სხვა სახელმწიფო დაწესებულების ან მუნიციპალიტეტის ორგანოს ნებისმიერ თანამდებობასთან, აგრეთვე სამეწარმეო საქმიანობასთან ან სხვა ანაზღაურებად საქმიანობასთან, გარდა სამეცნიერო, შემოქმედებითი და პედაგოგიური საქმიანობებისა. ამ პუნქტით გათვალისწინებული თანამდებობრივი შეუთავსებლობის მოთხოვნა პროკურატურაში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირზე ვრცელდება იმ შემთხვევაში, თუ ეს მოთხოვნა გათვალისწინებულია მისი შრომითი ხელშეკრულებით.2. პროკურატურის თანამშრომელს უფლება აქვს, იმავდროულად ასრულებდეს სხვა ანაზღაურებად სამუშაოს ან/და შეთავსებით ეკავოს სხვა თანამდებობა პროკურატურის სისტემაში.3. პროკურატურის თანამშრომელი (გარდა პროკურატურაში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირისა) არ შეიძლება იყოს პოლიტიკური გაერთიანების წევრი ან ეწეოდეს პოლიტიკურ საქმიანობას.4. პროკურატურის თანამშრომელს უფლება არა აქვს, გამოიყენოს თანამდებობა ან მასთან დაკავშირებული შესაძლებლობა ქონებრივი ან სხვა სიკეთის მიღების მიზნით და მიიღოს ეს სიკეთე.5. პროკურატურის თანამშრომელს უფლება არა აქვს, იყოს რომელიმე ფიზიკური ან იურიდიული პირის წარმომადგენელი ან რწმუნებული, ან განახორციელოს წარმომადგენლობა ან დაცვა სისხლის სამართლის, სამოქალაქო სამართლის ან ადმინისტრაციული სამართლის საქმეზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ამ ფიზიკური პირის მეურვე, მზრუნველი ან მხარდამჭერია ან შესაბამისი ორგანოს წარმომადგენელია.6. პროკურატურის თანამშრომელს (გარდა პროკურატურაში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირისა) ეკრძალება შეკრებაში მონაწილეობა, გაფიცვის მოწყობა ან გაფიცვაში მონაწილეობა.საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის ორგანული კანონი №6869 - ვებგვერდი, 28.07.2020წ.საქართველოს 2023 წლის 30 ნოემბრის ორგანული კანონი №3885 – ვებგვერდი, 19.12.2023წ.თავი XIIსაპროკურორო აქტები
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №10 · ძალაშია 19 დეკ. 2023-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
… – 29 დეკ. 2018ტექსტი უცნობია
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
ამ მუხლის ისტორია· 2
ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა
შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.
45-ე მუხლის 1-ელ პუნქტში დაზუსტდა შეუთავსებელი საქმიანობის ფორმულირება და დაემატა, რომ შეუთავსებლობა შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირზე მხოლოდ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევაში ვრცელდება.