მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ

მუხლი 2. მაღალმთიანი დასახლების სტატუსთან დაკავშირებული საკითხების რეგულირება

რედაქცია №12 კონსოლიდირებული · 16 სექ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ჰიფსომეტრიული სიმაღლის მიხედვით, მაღალმთიან დასახლებად ითვლება დასახლება, რომელიც ზღვის დონიდან 1500 მეტრის სიმაღლეზე ან მის ზევით მდებარეობს. საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია, სხვადასხვა კრიტერიუმის (მთის ფერდობის დახრილობა, ინფრასტრუქტურის მდგომარეობა, კლიმატური პირობები და ბუნებრივი გარემო, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის სიმცირე და სიმწირე, დემოგრაფიული მდგომარეობა, მათ შორის, გამწვავებული მიგრაციული პროცესები) გათვალისწინებით, მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მიანიჭოს დასახლებას, რომელიც ზღვის დონიდან არანაკლებ 800 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. გამონაკლის შემთხვევაში, ამ პუნქტით განსაზღვრული კრიტერიუმების გათვალისწინებით, მაღალმთიანი დასახლების სტატუსი შეიძლება ზღვის დონიდან 800 მეტრის სიმაღლეზე ქვევით მდებარე დასახლებასაც მიენიჭოს.

1¹.მაღალმთიანი დასახლების სტატუსი ენიჭება დასახლებას, რომელიც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიასთან გამყოფი ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე, ზღვის დონიდან არანაკლებ 800 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს.

1².თუ მუნიციპალიტეტის დასახლებათა 80 პროცენტს ან 80 პროცენტზე მეტს მაღალმთიანი დასახლების სტატუსი აქვს მინიჭებული, მაღალმთიანი დასახლების სტატუსი ენიჭება აგრეთვე ამ მუნიციპალიტეტის სხვა დასახლებას, რომელიც ზღვის დონიდან არანაკლებ 800 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს.

1³.ამ მუხლის 1 2 პუნქტით გათვალისწინებული მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ცენტრს იმავე პუნქტით დადგენილი წესით მაღალმთიანი დასახლების სტატუსი ენიჭება იმ შემთხვევაში, თუ იგი 1000 მეტრ ჰიფსომეტრიულ სიმაღლეზე ან მის ზევით მდებარეობს.

2.ზღვის დონიდან შესაბამის სიმაღლეზე მდებარეობის მიუხედავად, მაღალმთიანი დასახლების სტატუსი ენიჭებათ საქართველოს შემდეგ ისტორიულ-გეოგრაფიულ მხარეებში მდებარე დასახლებებს: ხევი, მთიულეთი, პანკისის ხეობა, მაღალმთიანი აჭარა, გუდამაყრის ხეობა, ფშავ-ხევსურეთი, თუშეთი, ზემო სვანეთი, ქვემო სვანეთი, ლეჩხუმი, რაჭა.

3.დასახლებას მაღალმთიანი დასახლების სტატუსი ენიჭება მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაში შეტანის ფორმით. მაღალმთიან დასახლებათა ნუსხას საბჭოს წარდგინებით, დადგენილებით ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.

4.დასახლების მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაში შეტანის/მაღალმთიან დასახლებათა ნუსხიდან ამოღების მიზანშეწონილობის საკითხის განსახილველად საბჭოს სათანადო შუამდგომლობით მიმართავს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, შესაბამისი მუნიციპალიტეტი, შესაბამისი სახელმწიფო რწმუნებული, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა.

5.ეს კანონი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარე მაღალმთიან დასახლებებზე გავრცელდება შესაბამის ტერიტორიაზე საქართველოს იურისდიქციის სრულად აღდგენის შემდეგ.

6.თუ დასახლების ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარისათვის მიკუთვნების საკითხის დადგენა შეუძლებელია, დასახლების ისტორიულ-გეოგრაფიული მხარისათვის მიკუთვნების საკითხს საბჭოს წარდგინებით წყვეტს საქართველოს მთავრობა. საქართველოს 2018 წლის 20 სექტემბრის კანონი №3455 – ვებგვერდი, 09.10.2018წ. საქართველოს 2020 წლის 9 ივნისის კანონი №6032 – ვებგვერდი, 19.06.2020წ. საქართველოს 2025 წლის 16 აპრილის კანონი №488 – ვებგვერდი, 16.04.2025წ. საქართველოს 2026 წლის 16 სექტემბრის კანონი №1862/5 – ვებგვერდი, 16.09.2026წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №12 · ძალაშია 18 სექ. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 4

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 16 სექ. 2026

    მე-4 პუნქტში საბჭოსთვის შუამდგომლობით მიმართვის უფლების მქონე სამინისტროს სახელწოდება შეიცვალა და ახლა არის საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო; დანარჩენი სუბიექტები უცვლელია.

  2. · გამოქვეყნდა 16 აპრ. 2025

    მე-4 პუნქტში საბჭოსთვის შუამდგომლობით მიმმართავი სამინისტროს დასახელება შეიცვალა და ახლა ის რეგიონული განვითარების სამინისტროა; დანარჩენი სუბიექტები უცვლელია.

  3. მე-2 მუხლს დაემატა 1¹–1³ პუნქტები, რომლებიც მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მინიჭების სამ დამატებით საფუძველს ადგენს: გამყოფი ხაზის მიმდებარე ტერიტორია, 80-პროცენტიანი მუნიციპალიტეტის სხვა დასახლებები და ასეთი მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი 1000 მეტრიდან.

  4. მე-4 პუნქტში საბჭოსთვის შუამდგომლობა ახლა „სათანადო“ შუამდგომლობაა, ხოლო სახელმწიფო რწმუნებულის აღწერიდან ამოღებულია „გუბერნატორი“.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
7¹114143753638 (დ…1291092
მნიშვნელობით ახლოსმაღალმთიანი რეგიონების…ადგილობრივი თვითმმართვ…საქართველოს ტყის კოდექ…კანონი საქართველოს საბ…ფიზიკური და კერძო სამა…საქართველოს სივრცის და…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №12 · ბოლოს შემოწმდა